ნუ უსურვებთ ბოროტს, ნუ ჩამოიყვანთ ზეციდან ცეცხლს მათზე, გაიხსენეთ ვისი სულისანი ხართ
Мирза Бадиаури |
A A 703 |
საკვანძო მუხლები: 1 მეფეთა 24:4-7; 2 მეფეთა 19:22-24; 2 მეფეთა 21:2-4; იობი 26:4; იობი 31:29-30; მათეს სახარება 16:23; მათეს სახარება 26:51-52; ლუკას სახარება 9:54-55; მოციქულთა საქმეები 4:29; მოციქულთა საქმეები 23:3-5; მოციქულთა საქმეები 26:9-11; იაკობის წერილი 1:19-20; იაკობის წერილი 3:10; 1 პეტრეს წერილი 3:9;
4.20.2.__
- მტერსაც ნუ უსურვებთ ბოროტს, არამედ აკურთხეთ 1მფ.24,4-7,, 2მფ.19,22-24,, 1პეტ.3,9
- შეიწყალეთ 2მფ.21,2-4
- იყავით ზანტი გულისწყრომად იაკ.1,19.20
- ვიდრე მახვილს აიღებდეთ, იფიქრეთ, რომ მახვილითვე შეიძლება დაიღუპოთ მათ.26,51.52
- უფალს მიანდეთ საქ.4,29
- შეგეძლოთ ბოდიშის მოხდა საქ.23,3-5
- მოინანიეთ ძველი მტრობა საქ.26,9-11
- ნუ გაიხარებთ თქვენი მოძულის უბედურებით იობ.31,29.30
- გაიხსენეთ ვისი სულისანი ხართ იობ.26,4,, ლუკ.9,[54.55]
- ერთსა და იმავე ბაგეთაგან არ შეიძლება გამოდიოდეს კურთხევაცა და წყევლაც იაკ.3,10.14-18
- ღმერთისა იფიქრეთ და არა კაცისა მათ.16,23
ბიბლიის მუხლები
1მეფეთა 24
4. მივიდა ცხვრის სადგომებიდან გზის ნაპირას, სადაც გამოქვაბული იყო. შევიდა შიგ საული საჭირო საქმეზე, ხოლო დავითი და მისი კაცები გამოქვაბულის შიგნით ისხდნენ.
5. უთხრეს დავითს მისმა კაცებმა: აჰა, ის დღეც, რომელზეც გითხრა უფალმა, აჰა, ხელში ჩაგიგდებო შენს მტრებს და უყავი მათ, რაც გენებოსო. წამოდგა დავითი და ჩუმად მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს.
6. ამის შემდეგ სტკიოდა გული დავითს, რომ მოაჭრა კიდე საულის მოსასხამს.
7. უთხრა თავის ხალხს: ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი საქმე ვუყო ჩემს ბატონს, უფლის ცხებულს! ხელს როგორ აღვმართავ მასზე, რადგან უფლის ცხებულია იგი
2მეფეთა 19
22. მიუგო აბიშაი ცერუიას ძემ და თქვა: ნუთუ არ უნდა მოკვდეს შიმყი უფლის ცხებულის დაწყევლისათვის?
23. თქვა დავითმა: რა საქმე მაქვს თქვენთან ცერუიას ძენო, რომ კრიჭაში მიდგეხართ დღეს? განა ვინმე შეიძლება მოკვდეს დღეს ისრაელში? განა მე არ ვიცი, რომ დღეს ისრაელის მეფე ვარ?
24. უთხრა მეფემ შიმყის: არ მოკვდები. და შეჰფიცა მას მეფემ.
2მეფეთა 21
2. დაიბარა მეფემ გაბაონელნი და ელაპარაკა მათ. გაბაონელნი არ იყვნენ ისრაელიანები, არამედ დანაშთომ ამორეველთა შთამომავალნი იყვნენ. ისრაელიანებმა შეჰფიცეს მათ, მაგრამ საული ცდილობდა მათ გაწყვეტას ისრაელიანთა და იუდას მიმართ ერთგულების გამო.
3. უთხრა დავითმა გაბაონელებს: რა გაგიკეთოთ, რომ გამოვისყიდო ცოდვა, რომ აკურთხოთ უფლის სამკვიდრო.
4. მიუგეს გაბაონელებმა: არც ვერცხლი და არც ოქრო არ გვინდა საულისგან და მის სახლისგან, არც იმას მოვითხოვთ, რომ ვინმე მოკლან ისრაელში. თქვა მეფემ: რასაც იტყვით, აგისრულებთ.
იობი 26
4. ვისით გითქვამს სიტყვა და ვისი სული გამოდიოდა შენგან?
იობი 31
29. თუ ოდესმე გამხარებოდეს ჩემი მოძულის უბედურება და მეზეიმოს მის ცუდ ამბავზე!
30. არ ჩავადენინე ცოდვა ჩემს ენას, რომ წყევლით მოესწრაფა მისთვის სიცოცხლე.
მათე 16
23. ხოლო ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმერთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას.
მათე 26
51. და აჰა, იესოს ერთმა თანამდგომმა ხელი გაიწოდა, მახვილი იშიშვლა, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და ყური ჩამოათალა.
52. მაშინ იესომ უთხრა მას: ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება.
ლუკა 9
54. ეს რომ იხილეს, მისმა მოწაფეებმა - იაკობმა და იოანემ, თქვეს: უფალო, თუ გნებავს, ვიტყვით, რომ ცეცხლი გადმოხდეს ზეცით და მოსრას ისინი, როგორც მოიქცა ელია.
55. მიუბრუნდა იესო, შერისხა ისინი და თქვა: არ იცით, რომელი სულისანი ხართ.
საქმე 4
29. ახლა კი, უფალო, დაჰხედე მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს იმისი ძალა, რომ მთელი სიმტკიცით იქადაგონ შენი სიტყვა,
საქმე 23
3. მაშინ პავლემ უთხრა მას: ღმერთი დაგალურჯებს შენ, თეთრად შეფეთქილო კედელო! აქ იმისთვის ზიხარ, რომ რჯულის თანახმად განმსაჯო და ურჯულოდ კი ბრძანებ ჩემს გვემას.
4. ხოლო იქ მდგომებმა თქვეს: ღმერთის მღვდელმთავარს აგინებ?
5. უთხრა მათ პავლემ: არ ვიცოდი, ძმებო, რომ ეგ მღვდელმთავარი იყო, რადგანაც დაწერილია: შენი ხალხის მთავრის აუგს ნუ იტყვი.
საქმე 26
9. თუმცა მე თვითონაც მეგონა, რომ ყოველნაირად წინ უნდა აღვდგომოდი იესო ნაზარეველის სახელს.
10. ასედაც ვიქცეოდი იერუსალიმში: მღვდელმთავართაგან უფლებამოსილმა მრავალი წმიდა ჩავყარე საპყრობილეში, და, როცა მათ ხოცავდნენ, ვეთანხმებოდი ამას.
11. მრავალგზის ვაწამებდი სინაგოგებში, ვაიძულებდი ეგმოთ და, გამძვინვარებული, სხვა ქალაქებშიაც ვდევნიდი მათ.
იაკობი 1
19. მაშ, ჩემო საყვარელო ძმანო, ყოველი კაცი მარდი იყოს სასმენად, წყნარი - სათქმელად და ზანტი - გულის წყრომად.
20. რადგანაც გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღვთის სიმართლეს.
იაკობი 3
10. ერთსა და იმავე ბაგეთაგან გამოვა კურთხევაცა და წყევლაც; არ უნდა იყოს ეს, ძმანო ჩემნო, ასე.
14. ხოლო თუ გულში მწარე შური და შუღლი გიძევთ, ნუ იქადით და გვიყალბებთ ჭეშმარიტებას.
15. არ არის ეს ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, არამედ მიწიერია, მშვინვიერი და ეშმაკეული.
16. ვინაიდან სადაც არის შური და შუღლი, იქვეა შფოთი და ყოველი ბოროტი საქმე.
17. ხოლო ზეგარდმო გადმოსული სიბრძნე, უწინარეს ყოვლისა, წმიდაა, მერე - მშვიდი, თვინიერი, მორჩილი, მოწყალებითა და კეთილი ნაყოფით სავსე, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცო.
18. სიმართლის ნაყოფი მშვიდობით ითესება მშვიდობისმყოფელთათვის.
1პეტრე 3
9. ნუ მიაგებთ ბოროტს ბოროტის წილ, ნურც გინებას გინების წილ, არამედ აკურთხეთ წინააღმდგომნი, ვინაიდან იმისთვისა ხართ ხმობილნი, რომ კურთხევა დაიმკვიდროთ.
biblesimfony.jimdo.com
4.20.2