• georgian flag
  • english flag

ქალის მიერ დადებულ აღთქმას მშობელი ან ქმარი განაგებს


author
Мирза Бадиаури
A A       880

საკვანძო მუხლები: დაბადება 3:16; რიცხვნი 30:4-17; ეზრა 8:21; მათეს სახარება 15:4-6; მარკოზის სახარება 7:10-13; ლუკას სახარება 2:37; 1 პეტრეს წერილი 3:1; რომაელთა მიმართ 7:2; 1 კორინთელთა მიმართ 7:4; 1 კორინთელთა მიმართ 11:3; ეფესელთა მიმართ 5:22-24; ეფესელთა მიმართ 6:1;

3.19.1.__

რიცხ.30,[4-17]

- ვინაიდან პატივს უნდა სცემდეს და ემორჩილებოდეს მშობელს ეზრ.8,21 მათ.15,4-6 მარ.7,10-13 ეფ.6,1

- ვინაიდან ქმარი ცოლის თავია დაბ.3,16; 1პეტ.3,1.5.6; 1კორ.7,4; 11,3 ეფ.5,22-24

- ხოლო ქვრივი ქალი თავისუფალია თავის აღთქმებში ლუკ.2,37 რომ.7,2

ბიბლიის მუხლები

დაბადება 3
16. დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.

რიცხვთა 30
4. თუ ქალი ვინმე აღთქმას მისცემს უფალს და რასმე აღიკვეთს მამისეულ სახლში სიყმაწვილისას,
5. მამამისიც გაიგებს მის აღთქმას და აღკვეთას, რაც მან თავის თავს აღუკვეთა, და არაფერს ეტყვის, უნდა შესრულდეს ყველა აღთქმა და აღკვეთა, რაც თავის თავს აღუკვეთა ქალმა.
6. თუ დაუშლის მამამისი, როცა გაიგებს, არ უნდა შესრულდეს არცერთი მისი აღთქმა და აღკვეთა, რაც თავის თავს აღუკვეთა ქალმა, და უფალი აპატიებს მას, რადგან მამამისმა დაუშალა.
7. გათხოვებისას, თუ აღთქმები დარჩება მასზე ან წამოცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს,
8. გაიგებს მისი ქმარი და, როცა გაიგებს, არაფერს იტყვის, უნდა შესრულდეს მისი აღთქმები და აღკვეთები, რაც თავის თავს აღუკვეთა.
9. თუ ქმარი გაიგებს და დაუშლის, შეუძლია გააუქმოს მისი აღთქმა, რომელიც მასზეა, და წამოცდენილი სიტყვა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს, და უფალი აპატიებს.
10. ქვრივის ან ქმარგაყრილის აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რითაც რაიმე აღკვეთილი აქვს თავისი თავისთვის, უნდა შესრულდეს მასზე.
11. თუ ქმრის სახლში დადებს აღთქმას ან რასმე აღუკვეთს თავის თავს ფიცით,
12. გაიგებს ქმარი, არაფერს ეტყვის და არ დაუშლის, უნდა შესრულდეს ყველა მისი აღთქმა და ყველა აღკვეთა, რითაც რაიმე აღუკვეთა თავის თავს.
13. თუ ქმარი გაუუქმებს ყველაფერს ამას, როცა გაიგებს, მაშინ ყოველი მისი ნათქვამი, აღთქმა თუ აღკვეთა, არ შესრულდება, რადგან ქმრის გაუქმებულია და უფალი აპატიებს მას.
14. ყოველ აღთქმას და აღკვეთის ყოველ ფიცს თავის დასაოკებლად ქმარი დაამტკიცებს და ქმარი გააუქმებს.
15. თუ ქმარმა არაფერი უთხრა მას, დაუმტკიცებია ყოველი მისი აღთქმა და ყოველი აღკვეთა, რაც მასზეა, რაკი არაფერი თქვა, როცა გაიგო.
16. თუ გაიგებს და მერე გააუქმებს, მასზე იქნება ქალის ცოდვა.
17. ეს წესებია, რომლებიც უბრძანა უფალმა მოსეს ცოლ-ქმრისათვის, მამისა და მისი ქალიშვილისათვის, ყმაწვილობისას მამამისის სახლში.

ეზრა 8
21. გამოვაცხადე მარხვა, იქ, მდინარე აჰავას ნაპირას, რომ ქედმოდრეკილნი ვყოფილიყავით ჩვენი ღმერთის წინაშე და გვეკითხა მისგან მშვიდობიანი გზა ჩვენთვის, ჩვენი წვრილშვილისთვის და მთელი ჩვენი საბადებლისთვის.

მათე 15
4. ვინაიდან ღმერთმა ბრძანა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს.
5. ხოლო თქვენ ამბობთ: ყველა, ვინც ეტყვის თავის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ იმას, რითაც შემეძლო შენ შეგწეოდი, -
6. პატივს არა სცემს არც მამას და არც დედას; და ამრიგად, თქვენი ჩვეულებით არღვევთ ღმრთის მცნებას.

მარკოზი 7
10. ვინაიდან მოსემ თქვა: პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას; და კიდევ: ვინც მამისა თუ დედის ძვირს იტყვის, სიკვდილით მოკვდეს.
11. ხოლო თქვენ ამბობთ: თუ კაცი ეტყვის მამას ან დედას: ღმერთს ვწირავ კორბანს, ანუ შესაწირავს, რაც ჩემგან უნდა მიგეღო, -
12. ნებას რთავთ მას, აღარაფერი გააკეთოს თავისი დედ-მამისათვის.
13. და ამრიგად, თქვენგანვე მომდინარე გადმოცემით აუქმებთ ღმერთის სიტყვას და მრავალ ამნაირ რასმე სჩადიხართ.

ლუკა 2
37. ოთხმოცდა ოთხი წლის ქვრივი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა და დღე და ღამ მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს.

1პეტრე 3
1. ასევე ცოლებიც დაემორჩილეთ ქმრებს, რათა თვით ისინიც კი, რომელნიც ეურჩებიან სიტყვას, შეძენილ იქნენ თავიანთი ცოლების ქცევით, სიტყვის გარეშე,
5. ასე იმკობდნენ თავს ოდესღაც ღვთისმოსავი წმიდა ქალები, რომლებიც ემორჩილებოდნენ თავიანთ ქმრებს.
6. ასე დაემორჩილა სარაც და ბატონი უწოდა აბრაამს, ვისი შვილებიცა ხართ, როცა კეთილ საქმეს აკეთებთ და არაფრის შიში არ გაკრთობთ

რომაელთა 7
2. რადგანაც გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში რჯულითაა შეკრული მასთან, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია ცოლ-ქმრობის რჯულისაგან.

1კორინთელთა 7
4. ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ქმარი, და არც ქმარია თავისი სხეულის უფალი, არამედ - ცოლი.

1კორინთელთა 11
3. ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი - კაცი, ხოლო ქრისტეს თავი - ღმერთი.

ეფესელთა 5
22. ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს.
23. რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი.
24. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს - ყველაფერში.

ეფესელთა 6
1. შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, რადგანაც ეს სამართლიანია.

biblesimfony.jimdo.com
3.19.1