ღვთის სიტყვა სიბრძნის ამოუწურავი საგანძურია და წარმატების მომტანი
Мирза Бадиаури |
A A 621 |
საკვანძო მუხლები: ლუკას სახარება 10:38-; მათეს სახარება 13:44.; მათეს სახარება 6:33; იგავნი სოლომონისა 6:22.; იგავნი სოლომონისა 4:7.8; იგავნი სოლომონისა 3:13-; იგავნი სოლომონისა 2:4; ფსალმუნები 18:8; იესო ნავეს ძე 1:8;
1.1.5__
იეს.ნ. 1,8; ფს. 18[11]; იგ. 2,4; 3,13-18; 4,7.8; 6,22-23; მათ.
6,33; 13,44.45.52; ლუკ. 10,38-42
თემის ბიბლიური მუხლები
იესო ნავეს ძე 1 თავი
8. ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნი შენი ბაგეებიდან, დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე, რომ ყველაფერი შეასრულო, რაც იქ წერია. რადგან მაშინ წარგემართება გზა და მაშინ გექნება წარმატება.
ფსალმუნნი 18 თავი
8. ნუ გაქრება რჯულის ეს წიგნი შენი ბაგეებიდან, დღითა და ღამით ფიქრობდე მასზე, რომ ყველაფერი შეასრულო, რაც იქ წერია. რადგან მაშინ წარგემართება გზა და მაშინ გექნება წარმატება.
იგავნი 2 თავი
4. რომ ვერცხლივით მისი შოვნის წადილი გქონდეს და განძივით დაუწყებდე ძებნას.
იგავნი 3 თავი
13. ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა!
14. რადგან მისი შეძენა სჯობს ვერცხლის შეძენას და მისი მოსავალი - ხალას ოქროს.
15. მარგალიტებზე უფრო ძვირფასია და შენგან სანატრელი არაფერი შეედრება მას.
16. მის მარჯვენაში დღეგრძელობაა, მარცხენაში სიმდიდრე და დიდებაა;
17. მისი გზები ნეტარების გზებია და ყოველი მისი ბილიკი სიმრთელეა.
18. იგი უკვდავების ხეა მათთვის, ვინც მას მოეჭიდება. ნეტარნი არიან მისი მფლობელნი.
იგავნი 4 თავი
7. მთავარი სიბრძნე სიბრძნის მოხვეჭაა, ყოველ მოსახვეჭელთაგან ცოდნა მოიხვეჭეო.
8. დააფასე იგი და აგამაღლებს; პატივს შეგმატებს, თუ გულში ჩაიკრავო.
იგავნი 6 თავი
22. მგზავრობისას წინამძღვრად გეყოლება, ძილში დაგიფარავს, გამოღვიძებისას მოსაუბრედ გეყოლება.
23. რადგან ლამპარია ანდერძი და სინათლეა რჯული, სიცოცხლის გზაა სამხილებელი შეგონება,
მათე 6 თავი
33. მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ.
მათე 13 თავი
44. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ყანაში დაფლული განძისა, რომელიც იპოვა კაცმა, დამალა და გახარებული წავიდა; გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა, და იყიდა ის ყანა.
45. და მერე, მსგავსია ცათა სასუფეველი ვაჭარი კაცისა, რომელიც ეძებს ლამაზ მარგალიტს.
52. ხოლო იესომ უთხრა მათ: ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა, მსგავსია სახლის პატრონისა, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ახალიცა და ძველიც.
ლუკა 10 თავი
38. მოხდა ისე, რომ გზად მიმავალი ერთ სოფელში შევიდა და ვიღაც ქალმა, რომელსაც სახელად ერქვა მართა, თავის სახლში შეიპატიჟა იგი.
39. ამ ქალს ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით ჩამოჯდა და ისმენდა მის სიტყვას.
40. მართა კი დაფუსფუსებდა, ვინაიდან ბევრი საზრუნავი ჰქონდა სამასპინძლოდ; მივიდა და უთხრა მას: უფალო, ნუთუ ვერ ხედავ, რომ ჩემმა დამ მარტო მე მომანდო მასპინძლობა? უთხარი, ხელი შემაშველოს.
41. მიუგო იესომ და უთხრა მას: მართა, მართა, ბევრ რამეზე ზრუნავ და შფოთავ;
42. მაგრამ საჭიროა მხოლოდ ერთი რამ. მარიამმა კი უკეთესი წილი ირჩია, რომელიც არ წაერთმევა მას.
თემაზე წერდნენ
საღმრთო წერილის სულ მოკლე გამონათქვამებშიც კი შეგვიძლია უდიდესი ძალა მოვიძიოთ და აზრთა გამოუთქმელი სიმდიდრეც.
წმ.იოანე ოქროპირი
biblesimfony.jimdo.com
1.1.5