მოიხვეჭეთ ხალხის სიყვარული
Мирза Бадиаури |
A A 569 |
საკვანძო მუხლები: 1 მეფეთა 18:16; ლუკას სახარება 2:52; ლუკას სახარება 19:48; ლუკას სახარება 20:19; მოციქულთა საქმეები 2:47; მოციქულთა საქმეები 4:21; მოციქულთა საქმეები 11:24; მოციქულთა საქმეები 13:48; რომაელთა მიმართ 14:18; ეფესელთა მიმართ 5:15; კოლასელთა მიმართ 4:5;
4.16.1.__
1. მოიხვეჭეს:
- დავითმა 1მფ.18,5-7.[16].30,, 29,5
- იესო ქრისტემ ლუკ.2,52,, 19,48,, 20,19
- პირველმა ქრისტიანებმა საქ.2,47,, 4,21; 13,48
- ბარნაბამ საქ.11,24
2. წმ. წერილი მოგვიწოდებს, ვიხვეჭდეთ ხალხის სიყვარულს რომ.14,17.18 ეფ.5,15 კოლ.4,5
ბიბლიის მუხლები
1მეფეთა 18
5. ყველგან დადიოდა დავითი, სადაც კი გააგზავნიდა მას საული, და ჭკვიანურად იქცეოდა. დაადგინა იგი საულმა ლაშქრის მეთაურად; ყველას მოეწონა ეს ამბავი, ხალხსაც და საულის მორჩილებსაც.
6. როცა ბრუნდებოდა დავითი ფილისტიმელის დამარცხების შემდეგ, გამოდიოდნენ ქალები ისრაელის ყველა ქალაქიდან საულ მეფის მისაგებებლად სიმღერით და ცეკვით, დაფდაფებით, მხიარული შეძახილებით,
7. გაჰყვიროდნენ მხიარული ქალები, ამბობდნენ: შემუსრა საულმა თავისი ათასი, ხოლი დავითმა თავისი ათი ათასი!
16. მთელს ისრაელსა და იუდას უყვარდა დავითი, რადგან წინამძღოლობდა მათ.
30. გამოდიოდნენ ფილისტიმელთა სარდლები საომრად, და როცა კი გამოვიდოდნენ, საულის ყველა მორჩილზე გონივრულად იქცეოდა დავითი და დიდად განითქვა მისი სახელი.
1მეფეთა 29
5. ეს ხომ ის დავითია, რომელზეც მღეროდნენ მროკველები: მოსრა საულმა თავის ათასი, ხოლო დავითმა ათიათასიო?
ლუკა 2
52. ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ასაკი და მადლი ღმრთისა და კაცთა წინაშე.
ლუკა 19
48. მაგრამ ვერაფერს უხერხებდნენ, ვინაიდან მთელი ხალხი მონუსხულივით უსმენდა მას.
ლუკა 20
19. მღვდელმთავრები და მწიგნობრები შეეცადნენ მაშინვე ხელი დაედოთ მისთვის, მაგრამ ხალხისა შეეშინდათ, ვინაიდან მიხვდნენ, რომ მათზე თქვა ეს იგავი.
საქმე 2
47. ღვთის მაქებარნი და მთელი ხალხის მიერ მადლით მოსილნი, ხოლო უფალი დღითიდღე ჰმატებდა ეკლესიას დახსნილთ.
საქმე 4
21. ხოლო მათ მუქარით გაუშვეს ისინი, ვინაიდან ხალხის შიშით ვერ შესძლეს მათი დასჯა; რადგანაც ყველა ადიდებდა ღმერთს იმის გამო, რაც მოხდა.
საქმე 11
24. ვინაიდან კეთილი კაცი იყო, სულით წმიდითა და რწმენით აღსავსე. და შეემატა დიდძალი ხალხი უფალს.
საქმე 13
48. ეს რომ ესმოდათ, ხარობდნენ წარმართნი და ადიდებდნენ უფლის სიტყვას, და ირწმუნა ყველამ, ვინც იყო განწესებული საუკუნო სიცოცხლისათვის.
რომაელთა 14
17. რადგანაც ღვთის სასუფეველი სასმელ-საჭმელი კი არაა, არამედ სიმართლე, მშვიდობა და სიხარული სული წმიდაში.
18. ხოლო ვინც ამით ემსახურება ქრისტეს, სასურველია ღვთისათვის და მოსაწონი კაცთათვის.
ეფესელთა 5
15. მაშ, დაუკვირდით თქვენს ქცევას, არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი.
კოლასელთა 4
5. ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ; დრო მოიხმარეთ.
biblesimfony.jimdo.com
4.16.1