• georgian flag
  • english flag

ღმერთი არ დაუტოვებს ჯოჯოხეთს წმიდის სულს


author
Мирза Бадиаури
A A       707

საკვანძო მუხლები: ფსალმუნები 15:10; ფსალმუნები 29:4; ფსალმუნები 48:15-16; ესაია 26:19; დანიელი 12:2; ამოსი 9:2; მათეს სახარება 27:52-53; მოციქულთა საქმეები 2:24-27; მოციქულთა საქმეები 3:15; მოციქულთა საქმეები 13:34-37; რომაელთა მიმართ 8:11; რომაელთა მიმართ 10:6-9; 1 კორინთელთა მიმართ 15:20-23; ეფესელთა მიმართ 4:9-10; გამოცხადება 20:13-15;

2.16.1.__

ფს.15,[10],, 29,4 საქ.2,31

1. წინასწარმეტყველება აღსრულდა:

- იესო ქრისტე აღადგინა ღმერთმა საქ.2,24-27; 3,15; 13,34-37 ეფ.4,9.10

- იესო ქრისტეს აღდგომის დროს მრავალი წმიდანი აღსდგა მათ.27,52.53



2. წინასწარმეტყველება კვლავაც აღსრულებადია:

- თუ ღვთის სული დამკვიდრებულია თქვენში, თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით რომ.8,11

- საუკუნო სიცოცხლისთვის აღსდგები, თუ აღიარებ უფლად იესო ქრისტეს რომ.10,6-9; 1კორ.15,20-23

- მკვდართა აღდგომა ითესება ხრწნილებით 1კორ.15,42-44

- ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებს ღვთის სასუფეველს 1კორ.15,50

- ადამიანები ჯოჯოხეთში იყრებიან ცხვრებივით ფს.48,15

- მათგან წმიდანები გამოიღვიძებენ და იცოცხლებენ საუკნოდ ქრისტეს მეორედ მოსვლის შემდეგ ფს.48,15.16 ეს.26,19 დან.12,2; 1კორ.15,51-53 გმცხ.20,13

- მეორედ მოსვლისა და ათასწლოვანი მეფობის შემდგომ მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს საუკუნო გმობისთვის დან.12,2 ამ.9,2 გმცხ.20,15

ბიბლიის მუხლები

ფსალმუნი 15
10. რადგან არ დაუტოვებ ჩემს სულს ჯოჯოხეთს, გასახრწნელად არ გაიმეტებ შენს წმიდას.

ფსალმუნი 29
4. უფალო, შენ ამოიყვანე სული ჩემი ჯოჯოხეთიდან, და გამაცოცხლე, რომ საფლავში არ ჩავსულიყავ.

ფსალმუნი 48
15. ცხვრებივით ჩაყრიან ჯოჯოხეთში; სიკვდილი მწყემსავს მათ, დილით კი წმიდანები გაბატონდებიან მათზე; და სიმაგრე მათი დაიშრიტება, საფლავია მათი სადგომი;
16. ხოლო ღმერთი დაიხსნის ჩემს სულს ჯოჯოხეთისაგან, როცა ამომიყვანს. სელა.

ესაია 29
19. გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან გვამები; გაიღვიძეთ და იყიჟინგთ, მტვერში დავანებულნო! რადგან ნათლის ცვარია შენი ცვარი და აჩრდილთა ქვეყანაზე მოაფენ მას.

დანიელი 12
2. მრავალი მიწაში მიძინებული გამოიღვიძებს, ზოგი საუკუნო სიცოცხლისათვის, ზოგი საუკუნო გმობისთვის და შერცხვენისთვის.

ამოსი 9
2. ქვესკნელშიც რომ ჩაიმარხონ, იქიდან ამოიყვანს მათ ჩემი ხელი; ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდან ჩამოვიყვან;

მათე 27
52. განიხვნენ საფლავნი და წმიდა განსვენებულთა მრავალი გვამი აღდგა.
53. საფლავებიდან გამოვიდნენ მისი აღდგომის შემდეგ, წმიდა ქალაქში შევიდნენ და გამოეცხადნენ მრავალს.

საქმეები 2
24. მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და დახსნა სიკვდილის სალმობანი, ვინაიდან შეუძლებელი იყო სიკვდილს ეძლია იგი.
25. და მართლაც, დავითი ამბობს მასზე: „ყოველთვის ჩემს წინაშე ვხედავდი უფალს, რადგანაც ჩემს მარჯვნივაა, რათა არ შევდრკე.
26. ამიტომაც გაიხარა ჩემმა გულმა და იგალობა ჩემმა ენამ; და თვით ჩემი ხორციც დაივანებს სასოებით.
27. რადგანაც ჩემს სულს არ დაუტევებ ჯოჯოხეთში და არ გასწირავ შენს წმიდას ხრწნილების ხილვად.
31. ამიტომაც იწინასწარმეტყველა ქრისტეს აღდგომა და თქვა, რომ არ დარჩა მისი სული ჯოჯოხეთში და არ იხილა მისმა ხორცმა ხრწნილება.

საქმეები 3
15. ხოლო სიცოცხლის წინამძღვარი მოჰკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ

საქმეები 13
34. ხოლო მკვდრეთით რომ აღადგინა იგი, რათა აღარასოდეს მიბრუნებოდა ხრწნილებას, ასე ბრძანა: „მე მოგცემთ სიწმიდეს, დავითისათვის აღთქმულს“.
35. ამიტომ სხვაგანაც ამბობს: „არ ახილვინებ ხრწნილებას შენს წმიდას“.
36. დავითმა, მას შემდეგ, რაც ღვთის ნებით ემსახურა თავის მოდგმას, მიიძინა, შეერთო თავის მამებს და იხილა ხრწნილება.
37. ხოლო მას, ვინც ღმერთმა აღადგინა, არ უხილავს ხრწნილება.

რომაელთა 8
11. და თუ მისი სული, ვინც მკვდრეთით აღადგინა იესო, დამკვიდრებულია თქვენში, ქრისტეს მკვდრეთით აღმდგენი თქვენს მოკვდავ სხეულებსაც გააცოცხლებს თავისი სულით, რომელიც მკვიდრობს თქვენში.

რომაელთა 10
6. ხოლო რწმენის სიმართლე ამბობს: „ნუ იტყვი გულში: „ვინ ავა ზეცად?“ ესე იგი, ქრისტეს ჩამოსაყვანად.
7. ანდა: „ვინ ჩავა უფსკრულში?“ ესე იგი, ქრისტეს მკვდრეთით ამოსაყვანად.
8. მაგრამ რას ამბობნ? „ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეზეა და შენს გულში“; ესაა სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვქადაგებთ.
9. რადგან თუ შენი ბაგეებით უფლად აღიარებ იესოს და გულით გწამს, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, - ცხონდები.

1კორინთელთა 15
20. მაგრამ აწ აღდგა მკვდრეთით ქრისტე, განსვენებულთა პირმშო.
21. ვინაიდან როგორც კაცის მიერ იქმნა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ - მკვდრეთით აღდგომაც.
22. და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა.
23. მაგრამ თვითეული თავისი წესით: ჯერ პირმშო - ქრისტე, შემდეგ კი - ქრისტესნი, მისი მოსვლისას.
42. ასევე მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით, აღდგება უხრწნელობით.
43. ითესება დამცირებით, აღდგება დიდებით; ითესება უძლურებით, აღდგება ძლიერებით.
44. ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი; არის სხეული მშვინვიერი და არის სხეული სულიერი.
50. ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელობას.
51. აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, -
52. ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი; რადგანაც ახმიანდება და მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.
53. რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება.

ეფესელთა 4
9. მაგრამ რას ნიშნავს „ავიდა“, თუ არა იმას, რომ უფრო უმალ ქვესკნელში უნდა ჩასულიყო?
10. ჩასული კი იგივეა, რაც ყველა ცაზე მაღლა ასული, რათა აღავსოს ყოველი.

გამოცხადება 20
13. ზღვამ, სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა დააბრუნეს თავიანთი მკვდრები, და, თანახმად მისი საქმისა, განკითხულ იქნა თვითეული.
14. სიკვდილი და ჯოჯოხეთი კი დაინთქნენ ცეცხლის ტბაში, და სწორედ ცეცხლის ეს ტბაა მეორე სიკვდილი.
15. ცეცხლის ტბაშივე ჩავარდა, ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში.

biblesimfony.jimdo.com
2.16.1