ლოცვა მეფეთათვის, ხელმძღვანელთათვის
Мирза Бадиаури |
A A 741 |
საკვანძო მუხლები: 1 მეფეთა 15:11; ეზრა 6:10; ფსალმუნები 71:1; იერემია 29:7; 1 ტიმოთეს მიმართ 2:2;
3.14.1.__
1მფ.15,11 ეზრ.6,10 ფს.71,1; იერ.29,7 ბარუქ.1,11; 1ტიმ.2,1.[2]
ბიბლიის მუხლები
1მეფეთა 15
11. ვნანობ, რომ გავამეფე საული, რადგან განმიდგა მე და აღარ ასრულებს ჩემს სიტყვებს. შეწუხდა სამუელი და მთელი ღამე უხმობდა უფალს.
ეზრა 6
10. რათა შესწირონ სურნელოვანი მსხვერპლი ცათა ღმერთს და ილოცონ მეფისა და მისი შვილების სიცოცხლისათვის.
ფსალმუნი 71
1. სოლომონის შესახებ. ღმერთო! შენი სამართალი მიეცი მეფეს და შენი სიმართლე - მეფის ძეს.
იერემია 29
7. იზრუნეთ იმ ქალაქის კეთილდღეობისთვის, სადაც გადაგასახლეთ, უფალს შეავედრეთ იგი, რადგან მისი კეთილდღეობით თქვენც კეთილდღეობაში იქნებით.
ბარუქი 1
11. ილოცეთ ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის სიცოცხლისათვის და ბალთასარისა, მისი ძის სიცოცხლისათვის, რათა იყოს მათი დღეები, როგორც ცის დღეები დედამიწაზე;
1ტიმოთე 2
1. უწინარეს ყოვლისა, შეგაგონებ აღასრულო ყოველგვარი ლოცვა, თხოვნა, ვედრება და მადლიერება ყველა კაცისთვის,
2. მეფეთა და მთავართათვის, რათა მშვიდად და უშფოთველად ვიცხოვროთ მთელი ღვთისმოსაობით და სიწმიდით,
პოსტბიბლიური ნათქვამები თემაზე
***
და დადგა წმიდა ნინო, განეპყრნეს ხელნი და ილოცვიდა ღმრთისა მიმართ და იტყოდა, რათა არა დაებრკოლოს საქმე ესე, რომელსა წარმართებულ არს მეფე.
__ლეონტი მროველი__
***
სოფელს ატირდნენ დედანი, -
სოფლის თავკაცი კვდებაო.
ნუ მოჰკლავ, დამბადებელო,
სოფლობა წაგვიხდებაო!
__ქართული ხალხური__
biblesimfony.jimdo.com
3.14.1