არის თუ არა შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრება უცდომელი?
![]() გიორგი ჯიჯიეშვილი |
A A 2729 |
საკვანძო მუხლები: გალატელთა მიმართ 6:1; 1 კორინთელთა მიმართ 5:11; იოანეს სახარება 15:12; მოციქულთა საქმეები 15:28; იოანეს სახარება 3:16;
იმას, რასაც მე ამ ძალიან მოკლე სტატიაში ვწერ, არის კითხვა ყველა იმ ტრადიციულ ქრისტიანულ მიმდინარეობასთან კერძოდ მართმადიდებლებთან და კათოლიკებთან, რომელთაც სწმათ და ამტკიცებენ რომ შვიდი საეკლესიო კრება ღვთის სულიერია და მაშასადამე ისინი უშეცდომოებია, რადგანაც მასზე ესწრებოდნენ ქრისტიანები მთელი მაშინდელი მსოფლიოდან,
აგრეთვე ისინი ამტკიცებენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ მათი ეკლესიაა ჭეშმარიტი და უშეცდომო, იმიტომ რომ მათი ეკლესიები თავიანთ ფესვებს იღებენ ქრისტეს მოციქულებიდან, რომელებმაც ხელდადებით გადმოსცეს სულიწმინდის მადლი ეპისკოპოსიდან ეპისკოპოსზე.
მოდით ძალიან მოკლედ განვიხილოთ, რამოდენიმე ასპექტები შვიდი საეკლესიო კრებებიდან, რომლის უშეცდომო დადგენილებებს ერთნაირად აღიარებენ როგორც მართმადიდებლები ასევე კათოლიკები.
1. 325 წ. - 1ნიკეის კრება
2. 381 წ. - 1კონსტანტინეპოლის კრება
3. 431წ. - ეფესოს კრება
4. 451წ. - ქალკედონის კრება
5. 553წ. - 2 კონსტანტინეპოლის კრება
6. 680-681წ - 3 კონსტანტინეპოლის და 691-692წ ქ.ტრულის კრებები (ქალაქ. ტრულის საეკლესიო კრებას არ აღიარებს მსოფლიო კრებად კათოლიკური ეკლესია)
7. 787წ. - 2 ნიკეის კრება .
ამას გარდა კათოლიკური ეკლესია კიდევ 14 საკლესისო კრებას მიჩნევს როგრც მსოფლიო კრებებად 869 წლიდან 1965 წლამდე.
ლოგიკის მიხედვით თუ დადგენილება მსოფლიო კრბებეზა მიღებული ის ღვთის სულიერია და მნიშვნელოვანიც, მას ვერავითარი სხვა გადაწყვეტილებები გარკვეული დროს შემდეგ ვერ აბათილებს და ვერ ცვლის, რადგანაც თუ რომელიმე მსოფლიო დადგენილება შეიცვლება ან გაუქმდება მაშინ ეს აყენებს დანარჩენი მსოფლიო კრებების დადგენილებების უშეცდომელობას ეჭვის ქვეშ, და თუ ერთ მსოფლიო კრებაში დავეჭვდებით მაშინ გამოდის რომ დანარჩენების ნდობა აღარ შეიძლება. ამიტომ მსოფლიო კრების ყველა დადგენილებები მკაფიოდა და უსიტყვოდ უნდა შესრულდეს, მაგრამ სინამდვილეში არის ეს ასე ?
მსოფლიო კრებების დადგენილებების ანალიზი დღეს საინტერესოა და თვალსაჩინოც.
დღეს ძალიან ცოტა ადამინმა თუ იცი რომ მსოფლიო კრებების ზოგიერთი დადგენილებები არამც თუ ბიბლიას აცდენილია არამედ პირდაპირ ეწინაღმდეგება ბიბლის სწავლებას ღმერთის ადამიანების მიმართ სიყვარულზე. მაგალითად თუ პირველი საეკლესიო კრების ეპისკოპოსები აცხადებენ : „რადგან მართებულად მიიჩნია სულიწმიდამ და ჩვენც “ საქმ.15:28, ხოლო დანარჩენი შვიდი საეკლესიო კრების წესდებები ასე იწყება:
წმინდა კრებას მიაჩნია :
იოანე.3:16
ვინაიდან ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე.
ასევე ადამიანების ურთიერთ სიყვარულზეც.
იოანე15:12
ესაა ჩემი მცნება - რომ გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.
დაფიქრდით არის კი ღვთის სულიერი ის გადაწყვეტილებები რომელიც გვეუბნება რომ უნდა დავსაჯოდ რიგითი მრევლი რომელიც განუდგა რწმენას ეკლესიდან გარიცხვით და ზიარების არ მიცემით 12 წლით ( 11წესი, პირველი კრების ),
გაჭირვების, მონაგებთა მიტაცების, ტყვეობის ან სხვა რაიმე ამგვარის გარეშე, რაც მოხდა ლიკინიოზის ძალადობის დროს, თუ ვინმე გადაუდგა და უარყო სარწმუნოება, კრებას მიაჩნია, რომ საჭიროა გამოვიჩინოთ მათ მიმართ მოწყალება, თუმცა ღირსნი არ არიან კაცთმოყვარებისა. თუ მოინანიებენ გულმოდგინედ, სამი წელი მსმენელებთან ერთად დაჰყონ, შვიდი წელი შევრდომით ილოცონ, ხოლო ორი წელი შესაწირავის გარეშე ეზიარონ ერის ლოცვას.
აგრეთვე რომელიც მუხლებზე იჩოქება კვირა დღეს ( 20წესი, პირველი კრებისა)
ქრისტიანი რომელიც არ ეთანხმება თავის ეპისკოპოს (8წესი, მეოთხე კრებისა)
ქრისტიანი რომელიც მეგობრობს იუდეველთან (ებრაელთან) რომელთანაც აბანოში ერთად იყვნენ ან იუდეველთან მკურნალობდა (11 წესი, მექვსე ტრულის კრების, რომელშიც აშკარად იგრძნობა ანტისემიტიზმი)
ქრისტიანი რომელიც დაოჯახდა სხვა აღმსარებლობის პიროვნებასთან ( 72 წესი, მექსვე ტრულის კრება)
ქრისტიანი რომელიც თავის მეუღლესთან ერთად აბანოში წავიდა (77წესი, მექვსე ტრულის კრება)
ქრისტიანი რომელიც იყო ცირკში, ზოპარკში, თვალს ადევნებდა კომედიურ ჟანრის დადგმებს (51 წესი ტრულის კრებისა )
ქრისტიანმა რომელმაც 3 კვირა გაცდინა ეკლესის ღვთისმსახურება (80წეს მექვსე ტრულის კრების)
(2 ნიკეის კრება. წესი 7 )
საღმრთო მოციქულმა პავლემ თქვა: „რომელთამე კაცთა ცოდვანი წინაწარ ცხად არიან ... ხოლო რომელთამე უკუანა შეუდგან“ (Iტიმ. 5,24), რადგან პირველ ცოდვებს სხვა ცოდვებიც მოჰყვება. ქრისტიანობაზე ცილისმწამებელთა უწმიდურ მწვალებლობას, სხვა უწმინდურობაც მოჰყვა. რადგან როგორც კი წმიდა ხატები ეკლესიებიდან გამოიტანეს, მაშინვე სხვა ზოგიერთი ჩვეულებაც შეიცვალა, რომელთა აღდგენა და მტკიცედ პყრობაა საჭირო დაწერილი და დაუწერელი კანონმდებლობების საფუძველზე. გამომდინარე აქედან: თუ რომელიმე წმიდა ტაძარი ნაკურთხია მოწამეთა წმიდა ნაწილების გარეშე, ვადგენთ: მოხდეს მათში წმიდა ნაწილების დაბრძანება დაწესებული ლოცვებით, ხილო თუ ამიერითგან გამოჩნდება ისეთი ეპისკოპოსი, რომელიც ტაძარს წმიდა ნაწილის გარეშე აკურთხებს: განიკვეთოს, როგორც საეკელსიო გადმოცემის დამრღვევი.
(მოც. 31; IVმსოფლ. 4; ტრულ. 31; ანტიოქ. 5; კართ.83).
(2 ნიკეის კრება წესი 8 ) რადგან ებრაული სჯულის ზოგიერთმა თავგზააბნეულმა წარმომადგენელმა განიზრახა ჩვენი ქრისტე ღმერთის შეურაცხყოფა და თვალთმაქცურად გახდა ქრისტიანი, ფარულად კი ქრისტეს უარყოფდა, და ასეთები ჩუმად შაბათობენ და სხვა იუდეველურ საქმეების აღასრულებას განაგრძობენ, ამიტომაც განვაჩინებთ: ასეთი პირები არც საზიარებლად, არც სალოცავად, არც ეკლესიაში არ დაუშვათ; ისინი აშკარად უნდა ჩანდნენ, თავიანთი სჯულისაებრ, ებრაელებად, და მათი ბავშვები არ უნდა მონათლოთ; მათ ვერც უნდა იყიდონ მონა და ვერც მოიპოვონ. ხოლო თუ ვინმე იმათგან წრფელი რწმენით მოექცევა, ამ რწმენას გულით აღიარებს და საჯაროდ უარყოფს ებრაულ ჩვეულებებსა და საქმეებს, რათა ამის საშუალებით სხვებიც ამხილოს და გამოასწოროს, მაშინ შეიძლება მისი შეწყნარება და მისი ბავშვების მონათვლაც, და მისი განტკიცება ებრაული ბოროტგანზრახვის უარყოფაში. თუ ასეთები არ იქნებიან: არასგზით არ მოხდეს მათი შეწყნარება.
ყველა ეს ითვლებოდა რწმენიდან განდგომა შეგნებულად. მათ კრებებმა ასეთი დაგენილება მისცა:
ვინც ჭეშმარიტად მოინანიებს, ისინი სამი წელი უბრალოდ უნდა მომსემენები იყვნენ ეკლესიაში. შვიდი წელი ისინი ყოველ კვირეულად პატიებას უნდა ითხოვდენ ხოლო 2 წელი საერთო საეკლესიო ლოცვებში მიიღებს მონაწილეობას ევხარისტის საიდუმლოს და სხვა საეკლეისო საიდუმლოებების გარეშე.
წმინდა კრების ნება რომ უფლის დღე რომელიც ჩვენი ქრისტეს აღდგომის დღეა და აგრეთვე ორმოცდამეათე დღე ეკლესიებში და ეპარქიებში ყველამ ფეხზე დამდგარმა ილოცოს.
მსახური კლერიკი რომელიც არ გაუგონებს თავის ეპისკოპოს იყოს ის დასჯილი როგორც ამას წესი ითხოვს ხოლო თუ ბერი იქნება ან ჩვეულებრივი მრევლი მოკვეთილი იყოს საეკლესიო მოზიარეობიდან.
არავინ ვინც საეკლესიოს რანგშია ან ჩვეულებრივი მრევლია ამიერიდან არ უნდა იღებდეს მონაწილეობას იუდეველთა პასექში და არ უნდა შეჭამოს მათი ხმიადები, არ უნდა მეგობრობდენ მათან, და არ უნდა უძახოდენ მათა სამკურნალოდ და არც მათან ერთანდ არ უნდა ბანაობდენ (საერთო აბანოები იგულისხმება). თუ გაბედავს საეკლესიო წარმომადგენელი ამ წესების დარღვევას ის დასჯილი და მოკვეთილი იქნება, ხოლო თუ რიგითი მრევლი დარღვევს ამ წესს ის ეკლესიიდან მოკვეთილი იქნება.
არ შეიძლება რომ მართმადიდებელმა ეკლესიის მსახური თუ რიგითმა მრევლი, თავის ცოლთან ერთად წავიდეს აბანოში დასაბანად. ყოველი ამის ჩამდენი მოკვეთილი იქნება ეკლესიდან .
ღმერთის ეკლესია მსოფლიოს მაშტაბით მიჰყვება ერთიან დადგენილებას შეასრულოს მარხვა და თავშეკავება ყოველგვარი ხორცეულობისაგან, აგრეთვე კვერცხისაგან ყველისაგან რომელიც არსით ხორციდან გამომდინარეობს რისგანაც თავს ვიკავებთ, თუ ვინმე დარღვევს ამ წესს, მღვდელმსახური ის იქნება ან რიგითი მრევლი, მოკვეთილნი იქნებიან ეკლესიდან.
ალბათ გაოცებულია მკითხველი რომელიც კითხულობს ამ წესებს და თუ რა სასჯელი მოჰყვებოდა მათ დარღვევას, და ვფიქრობ რომ ძალიან ცოტა ვინმე თუ იტყვის რომ ეს დადგენილებები ღვთის სულიერია.
მოდით ვნახოდ რას ამბობდა იესო :
იოანე 6:37
''...ხოლო ჩემთან მოსულს გარეთ არ გავაძევებ.''
მოციქულები მოგვიწოდებდენ რომ შემწოდები გამოგვესწორებინა თავდამბლობის სულით. გალ. 6:1: ძმებო! თუნდაც ჩავარდეს კაცი რომელიმე შეცოდებაში, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით;
ხოლო ეკლესიდან მოეკვეთად ისინი ვინც თავიანთ ცოდვებში ცხოვრობდენ და არც კი პიქრობდენ გამოსწორებას
1კორ. 5:11
...გწერდით, რომ არ გქონოდათ კავშირი იმათთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მაინც გარყვნილია, ან ხარბია, ან კერპთაყვანისმცემელია, ან მაგინებელია, ან ლოთია, ან მტაცებელია; ასეთებთან არც კი ჭამოთ.
როგორც ვხედავთ მსოფლიო კრებებმა დაამატეს ამ სიას და შემატეს ისეთი აკრძალვები რომლებიც არ არსებობდა ბიბლიაში.
თუ ზემოდ ჩამოთვლილ საეკლესიო კრებების წესებს შესრულებას დავიწყებთ მაშინ მართმადიდებლუირი ეკლესის მრევლიდან აბსოლიტურად ყველა უნდა იყოს მოკვეთილი, რადგანაც ეს წესები და სხვა წესებიც მართამდიდებლურ ეკლესიაში უკვე პრაქტიკაში აღარ გამოიყენება და არც ასწავლიან.
საეკლესიო დადგენილების წაკითხვისას შეიძლება თამამად ვთქვად რომ ზოგიერთი მათი დადგენილება არაღვთისსულიერია და აქედან გამომდინარე მასში ცდომილებებიც არის .
გაგრძელება იქნება .....
წყარო:
http://www.orthodoxy.ge/samartali/1kreba.htm
http://www.pravoslavieto.com/docs/ru/pravila_vselenskih_soborov.htm
ავტორი. გიორგი ჯიჯიეშვილი.