• georgian flag
  • english flag

ღმერთისადმი აღთქმის შეხსენება


author
Мирза Бадиаури
A A       844

საკვანძო მუხლები: გამოსვლა 6:4-8; გამოსვლა 32:11-13; გამოსვლა 32:31-32; ლევიანნი 26:42-45; მეორე რჯული 9:27-29; მეორე რჯული 32:19-21; ფსალმუნები 50:11-13; ფსალმუნები 73:2; ფსალმუნები 73:18-20; ფსალმუნები 88:39-40; ფსალმუნები 105:44-45; ესაია 64:6-8; იერემია 14:19-21; გოდება იერემიასი 1:11; გოდება იერემიასი 2:20; ეზეკიელი 7:22; დანიელი 9:17-19; ლუკას სახარება 1:67-73; ებრაელთა მიმართ 8:6-13;

3.11.1.__

- ღმერთმა აღთქმა დაუდო ისრაელს გამ.6,4-8

- შემცოდებლებს სახეს უმალავს უფალი რჯ.32,19-21 ფს.88,39.40 ეზეკ.7,22

- თუ მოინანიებენ, უფალიც გაიხსენებს თავის აღთქმას ლევ.26,42-45 ფს.50,11-13; 105,44.45 იერ.14,19

- შუამდგომლობა ხალხის ცოდვისთვის გამ.32,31.32 ეს.64,6-8 გოდ.1,11; 2,20 დან.9,17-19

- აღთქმის გახსენების თხოვნა უფლისთვის გამ.32,11-13 რჯ.9,[27]-29 ფს.73,2.18-20 იერ.14,[21]

პ.ს.

- უფალმა გაიხსენა თავისი აღთქმა და მოგვცა თავისი ძე ლუკ.1,67-73

- და იესო ქრისტე შუამავალია ახალი აღთქმისა ებრ.8,6-13

ბიბლიის მუხლები

გამოსვლათა 6
4. აღთქმაც დავუდევი, რომ მივცემდი მათ ქანაანის ქვეყანას, მათი მდგმურობის ქვეყანას, სადაც მდგმურობდნენ.
5. მევე ვისმინე ისრაელიანთა კვნესა, რომლებიც ეგვიპტელებს ჰყავთ დამონებული, და გავიხსენე ჩემი აღთქმა.
6. ამიტომ ამცნე ისრავლიანებს: მე ვარ უფალი, მე გამოგიყვანთ ეგვიპტელთა კირთებისგან, მე გაგათავისუფლებთ მათი მონობისგან, მე გიხსნით შემართული მკლავით და დიდი სასჯელების ძალით.
7. მიგიღებთ ჩემს ერად და ვიქნები თქვენი ღმერთი. გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, ეგვიპტელთა კირთებისგან თქვენი გამომხსნელი.
8. მიგიყვანთ ქვეყანაში, რომელიც ფიცით აღვუთქვი აბრაამს, ისაკს და იაკობს. ახლა თქვენთვის მომიცია იგი დასამკვიდრებლად. მე ვარ უფალი.

გამოსვლათა 32
11. ვედრება დაუწყო მოსემ უფალს, თავის ღმერთს და უთხრა: რისთვის უნდა აინთო რისხვით, უფალო, ამ ხალხის მიმართ, რომელიც ეგვიპტიდან გამოგიყვანია დიადი ძალითა და მაგარი მკლავით.
12. რისთვის უნდა ათქმევინო ეგვიპტეს, დასაღუპავად გაიყვანაო ისინი, რომ მთებში ამოეხოცა და მიწის პირიდან აღეგავაო. დაიცხრე რისხვა და თავი შეიკავე ამ ხალხის დაღუპვისაგან.
13. გაიხსენე აბრაამი, ისაკი და ისრაელი, შენი მორჩილნი, რომელთაც შენ თავი დაუფიცე და უთხარი: ცის ვარსკვლავებივით გაგიმრავლებთ შთამომავლობას და მივცემ მთელს ამ აღთქმულ მიწას თქვენს შთამომავლობას, რომ სამარადისოდ დაიმკვიდრონო.
31. დაბრუნდა მოსე უფალთან და უთხრა: დიდი ცოდვა ჩაიდინა ამ ხალხმა: ოქროს ღმერთები გაიკეთა.
32. ახლა მიუტევე მათ ეს ცოდვა, თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან.

ლევიტელთა 26
42. და მეც გავიხსენებ ჩემს აღთქმას იაკობთან. ისაკთან დადებულ აღთქმასაც და აბრაამთან დადებულ აღთქმასაც გავიხსენებ; ქვეყანასაც გავიხსენებ.
43. მიწა მიტოვებული იქნება მათგან და გამოისყიდის თავის შაბათებს, როცა მათგან დაცარიელდება. ისინი კი გამოისყიდიან თავიანთ ცოდვებს, რომ შეიძულეს ჩემი სამართალი და ჩემი წესები შეიზიზღა მათმა სულმა.
44. და მაინც, მტრის ქვეყანაში მათი ყოფნის დროსაც კი არ შევიძულებ მათ და არ შევიზიზღებ მოსასპობად, მათთან დადებული აღთქმის დასარღვევად. რადგან მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.
45. მათთვის გავიხსენებ ჩემს აღთქმას წინაპრებთან, რომლებიც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოვიყვანე ხალხების თვალწინ, რათა მათი ღმერთი ვყოფილიყავი. მე ვარ უფალი.

მეორე რჯული 9
27. გაიხსენე შენი მორჩილნი - აბრაამი, ისაკი და იაკობი. ნუ უყურებ ამ ხალხის სიჯიუტეს, მის სიბოროტეს და მის ცოდვებს,
28. რომ არ თქვას ქვეყანამ, საიდანაც გამოგვიყვანე: ვერ შეიყვანა უფალმა ისინი იმ ქვეყანაში, რომელსაც ჰპირდებოდა მათ. მათდამი სიძულვილის გამო გაიყვანა, რომ უდაბნოში დაეხოცაო.
29. შენი ერია ისინი და შენი სამკვიდრო, რომელიც გამოიყვანე შენი დიდი ძალით და შენი შემართული მკლავით.

მეორე რჯლი 32
19. დაინახა უფალმა და უარყო ბრაზისგან თავისი ვაჟები და ასულები.
20. თქვა: დავუმალავ ჩემს სახეს, ვნახავ, რა ბოლო ექნებათ, რადგან გადაგვარდა ეს მოდგმა, არ შერჩათ სიმტკიცე შვილებს.
21. გამაჯავრეს არაღმერთით, გამაღიზიანეს თავიანთი ამაოებით; მეც გავაჯავრებ მათ არაერით, უგვანი ხალხით გავაღიზიანებ.

ფსალმუნნი 50
11. სახე არიდე ჩემს შეცოდებებს და ყველა ჩემი ბრალი წაშალე.
12. სუფთა გული შეჰქმენი ჩემში, ღმერთო, და წრფელი სული განაახლე ჩემს სხეულში.
13. ნუ უკუმაგდებ შენგან და ნუ წამართმევ შენი სიწმიდის სულს.

ფსალმუნი 73
2. გაიხსენე შენი თემი, რომელიც ადრევე შეიძინე, იხსენი ტომი შენი სამკვიდრო, ეს მთა სიონისა, რომელზეც შენი სავანეა,
18. გაიხსენე ეს: მტერი აგინებს უფალს და არამზადა ხალხი ლანძღავს შენს სახელს.
19. მხეცებს ნუ მისცემ შენი გვრიტის სულს, შენი ღარიბების სიცოცხლეს ნუ დაივიწყებ.
20. მიხედე აღთქმას, რადგან აივსო ქვეყნიერების ბნელი ადგილები ძალადობის სადგომებით.

ფსალმუნი 88
39. მაგრამ მიატოვე და შეიზიზღე, განრისხდი შენს ცხებულზე.
40. უგულებელყავ აღთქმა შენს მორჩილთან, მიწას დაანარცხე გვირგვინი მისი.

ფსალმუნი 105
44. იხილა მათი გაჭირვება, როცა მოისმინა მათი ღაღადისი.
45. გაუხსენა აღთქმა თავისი და ანუგეშა თავისი მრავალმოწყალეობით.

ესაია 64
6. არავინაა შენი სახელის მხმობელი, რომ გამოიფხიზლოს თავი და მოგეჭიდოს, რადგან სახე დაფარული გაქვს ჩვენგან და გვადნობ ჩვენივე ცოდვების ხელით.
7. ახლა კი, უფალო, ჩვენი მამა ხარ, ჩვენ თიხა ვართ და შენ ჩვენი გამომსახველი. შენი ხელის ქმნილება ვართ ყველანი.
8. მეტისმეტად ნუ მრისხანებ, უფალო, და სამარადისოდ ნუ გახსოვს ჩვენი ცოდვა. აჰა, მოგვხედე, შენი ხალხი ვართ ყველანი!

იერემია 14
19. ნუთუ საბოლოოდ შეიძულე იუდა? ნუთუ შეიზიზღა შენმა სულმა სიონი? რატომ დაგვლახვრე ისე, რომ ვეღარ ვიკურნებით? მშვიდობის იმედი გვაქვს და არ ჩანს სიკეთე; ველით განკურნების ჟამს და, აჰა - საშინელება!
20. ვაღიარებ, უფალო ჩვენს უგუნურებებს, ჩვენი მამა-პაპის დანაშაულს, რადგან ცოდვილნი ვართ შენს წინაშე.
21. ნუ შეგვიძულებ, შენი სახელის გულისთვის, ნუ დაამდაბლებ შენი დიდების ტახტს. გაიხსენე, ნუ დაარღვევ შენს აღთქმას ჩვენთან.

გოდება 1
11. ოხრავს შენი ერი, პურის მძებნელი; საჭმელში ცვლიან ძვირფასეულობას, რომ სული მოითქვან; მოიხედე, უფალო, და დაინახე, როგორ დავმცირდი.

გოდება 2
20. მოიხედე, უფალო, და დაინახე, ვის მოექეცი ასე? თუ უჭამიათ დედაკაცებს თავიანთი ნაყოფი, ნალოლიავები ბავშვები? თუ დახოცილან უფლის საწმიდარში მღვდელი და წინასწარმეტყველი?

ეზეკიელი 7
22. პირს ავარიდებ მათ და უპატიოჰყოფენ ჩემს საიდუმლოს, შიგ შევლენ მძარცველები და უპატიოჰყოფენ.

დანიელი 9
17. ახლა კი, ჩვენო ღმერთო, მოუსმინე შენი მორჩილის ლოცვა-ვედრებას და, უფლის გულისთვის, მოწყალებით გადმოხედე შენს გატიალებულ საწმიდარს.
18. ღმერთო ჩემო, ყური მომაპყარ და ისმინე, გაახილე თვალები და მოხედე ჩვენს ნანგრევებსა და ქალაქს, შენი სახელი რომ ჰქვია. რადგან ჩვენი სიმართლის იმედით კი არ მოგვაქვს შენს წინაშე ჩვენი სავედრებელი, არამედ შენი დიდი მოწყალების იმედით.
19. უფალო, ისმინე! უფალო, შეგვინდე! უფალო, შეისმინე და შეასრულე! შენი გულისთვის, ღმერთო ჩემო; რადგან შენი სახელი ეწოდება შენს ქალაქს და შენს ერს.

ლუკა 1
67. ხოლო ზაქარია, მამამისი, აღივსო სულით წმიდით, წინასწარმეტყველებდა და ამბობდა:
68. კურთხეულია უფალი ღმერთი ისრაელისა, ვინაიდან მოხედა და იხსნა თავისი ხალხი.
69. აღგვიმართა რქა ხსნისა თავისი მონის, დავითის სახლში.
70. როგორც გვაუწყა თავის წმიდა წინასწარმეტყველთა პირით, რომელნიც უკუნისიდან იყვნენ:
71. რომ გვიხსნიდა ჩვენი მტრებისგან და ყველა ჩვენი მოძულის ხელიდან;
72. რომ მოწყალე იქნებოდა ჩვენი მამების მიმართ და გაიხსენებდა თავის წმიდა აღთქმას;
73. თანახმად ფიცისა, რომლითაც შეჰფიცა მამას ჩვენსას აბრაამს, რომ მოგვცემდა ჩვენ,

ებრაელთა 8
6. ხოლო აწ ჩვენმა მღვდელმთავარმა მით უკეთესი მსახურება მიიღო, რამდენადაც შუამავალია უკეთესი აღთქმის, რომელიც უკეთეს დაპირებებზეა დაფუძნებული.
7. რადგანაც პირველი აღთქმა რომ უნაკლო ყოფილიყო, ვინღა დაუწყებდა ძებნას მეორის ადგილს?
8. ვინაიდან ყვედრებით ეუბნება მათ: „აჰა, მოვლენ დღენი, - ამბობს უფალი, - როცა ახალ აღთქმას დავუდებ ისრაელის სახლს და იუდას სახლს.
9. იმნაირ აღთქმას კი არა, მათ მამებს რომ დავუდე იმ დღეს, როცა ხელი ჩავკიდე მათ ეგვიპტის ქვეყნიდან გამოსაყვანად; მაგრამ რაკი ჩემს აღთქმაში არ დამკვიდრდნენ, მეც უგულებელვყავ ისინი, ამბობს უფალი.
10. აი, ეს იქნება აღთქმა, იმ დღეთა შემდგომ რომ აღვუთქვამ ისრაელის სახლს, ამბობს უფალი: ჩავდებ ჩემს რჯულს მათ გონებაში, და მათ გულებზე დავაწერ მას; და ვიქნები მათი ღმერთი, ხოლო ისინი იქნებიან ჩემი ხალხი.
11. აღარავინ ასწავლის თვისტომს და აღარ ეტყვის თავის ძმას: იცან უფალი, რადგანაც ყოველი მათგანისთვის, დიდიან-პატარიანად, ცნობილი ვიქნები.
12. ვინაიდან შევიწყალებ მათ უსამართლობას და აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებს.
13. ხოლო „ახალიო“ რომ თქვა, ამით პირველის სიძველე გვიჩვენა, მაგრამ რაც ძველდება და ბერდება, გასაქრობად განწირულია.

biblesimfony.jimdo.com
3.11.1