• georgian flag
  • english flag

წყლით ნათლობა არის სულის მოწმობა


author
Мирза Бадиаури
A A       728

საკვანძო მუხლები: ლევიანნი 17:11; ეზეკიელი 36:25; ზაქარია 9:11; მათეს სახარება 3:16-17; მათეს სახარება 26:28; იოანეს სახარება 14:17; იოანეს სახარება 15:26; იოანეს სახარება 19:34; მოციქულთა საქმეები 5:32; მოციქულთა საქმეები 8:36-38; 1 პეტრეს წერილი 1:2; 1 პეტრეს წერილი 3:21; 1 იოანე 1:7; 1 იოანე 5:6-8; რომაელთა მიმართ 8:16; 2 კორინთელთა მიმართ 1:22; 2 კორინთელთა მიმართ 13:14; ეფესელთა მიმართ 1:7; ეფესელთა მიმართ 5:26; ტიტეს მიმართ 3:5; ებრაელთა მიმართ 9:14; ებრაელთა მიმართ 10:29; გამოცხადება 1:5; გამოცხადება 5:9; გამოცხადება 7:14;

1.10.1.__

1) ზეცაში მოწმობენ მამა, ძე და სულიწმიდა 1ინ.5,[6]

- მამის და სული წმიდის მოწმობა მიიღო იესომ მათ.3,16.17; 1ინ.5,10 ებრ.2,4

- სული წმიდა გვიმოწმებს ინ.15,26; 1ინ.3,24; 5,[6] რომ.8,16

- სული წმიდით ვიღებთ განახლებას ტიტ.3,5

- გვწამს სულთმოფენის მოწმობა საქ. 5,32; 2კორ.1,22

- და ზიარება სული წმიდისა 2კორ.13,14

2) ქვეყნად მოწმობენ სული (კაცისა), წყალი და სისხლი (რითაც მოვიდა იესო ქრისტე) 1ინ.5,[6-8]

- ვისაც სწამს ძე თავის თავშივე აქვს მოწმობა 1ინ.5,10.11

- ვიცნობთ ჭეშმარიტების სულს ინ.14,17

- თუ მთელი გულით გვწამს, შეგვიძლია მოვინათლოთ საქ.8,36-38

- ნათლისღება არის არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინდისით სწრაფვა ღვთის მიმართ 1პეტ.3,21

- ვართ განწმედილი წყლით სხურებულნი ეზეკ.36,25 ეფ.5,26

- ხელახლა შობით განბანილნი ტიტ.3,5

- იესოს სისხლით პკურებულნი 1პეტ.1,2

- განწმედილნი 1ინ.1,7 ეფ.1,7 ებრ.9,14; 10,29 გმცხ.1,5; 5,9; 7,14

- ვიცით და გვწამს, რომ ქრისტეს ფერდიდან გადმოსჩქეფა სისხლმა და წყალმა ინ.19,34

- გვწამს, რომ სისხლია,რომელიც შეუნდობს სულს ლევ.17,11

- მრავალთათვის დათხეული, ტყვეთა გასანთავისუფლებლად ჭიდან, სადაც წყალი არ დგას ზაქ.9,11 მათ.26,28

ბიბლიის მუხლები

ლევიანთა 17
11. რადგან სისხლშია ხორციელის სული. მე დაგიწესეთ იგი სამსხვერპლოსთვის თქვენი სულის შესანდობლად, რადგან სისხლია, რომ შეუნდობს სულს.

ეზეკიელი 36
25. გასხურებთ განმწმედელ წყალს და გაგწმედთ ყოველი უწმიდურებისგან და ყოველი თქვენი კერპისგან გაგწმედთ თქვენ.

ზაქარია 9
11 შენ კი, შენი აღთქმის სისხლის გულისთვის გავათავისუფლებ შენს ტყვეებს ჭიდან, სადაც წყალი არა დგას.

მათე 3
16. და როცა მოინათლა იესო, მაშინვე ამოვიდა წყლიდან, და, აჰა, გაეხსნენ მას ცანი და იხალა სული ღმრთისა, დაბლა რომ ეშვებოდა მტრედივით და გადმოდიოდა მასზე.
17. და გაისმა ხმა ზეცით, რომელმაც თქვა: ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე.

მათე 26
28. ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული ცოდვათა მისატევებლად.

იოანე 14
17. ჭეშმარიტების სულს, რომელსაც ვერ შეიწყნარებს ქვეყანა, რადგანაც ვერ ხედავს და არ იცნობს მას, ხოლო თქვენ იცნობთ, ვინაიდან თქვენთანაა და თქვენში იქნება.

იოანე 15
26. ხოლო როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მოგივლენთ მამის მიერ, - ჭეშმარიტების სული, რომელიც გამოდის მამისაგან, ის იმოწმებს ჩემთვის.

იოანე 19
34. მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბი აძგერა ფერდში, საიდანაც მყისვე გადმოჩქეფა სისხლმა და წყალმა.

საქმე 5
32. ამ სიტყვების მოწმენი ჩვენ ვართ და სული წმიდა, ღმერთმა რომ მისცა მის მორჩილთ.

საქმე 8
36. ამასობაში მგზავრები წყალს მიადგნენ და საჭურისმა თქვა: აჰა, წყალი, რა მიშლის ხელს, რომ მოვინათლო?
37. ფილიპემ უთხრა: თუ მთელი გულით გწამს, შეიძლება. მან კი მიუგო: მწამს, რომ იესო ქრისტე ღვთის ძეა.
38. და ბრძანა გაეჩერებინათ ეტლი: ორივენი ჩავიდნენ წყალში, ფილიპეც და საჭურისიც, და მონათლა იგი.

1პეტრე 1
2. უფლის წინასწარცოდნითა და სულის სიწმიდით მორჩილებისა და იესო ქრისტეს სისხლის პკურებისათვის რჩეულთ, - მადლი და მშვიდობა გიმრავლოთ!

1პეტრე 3
21. ეს იყო ხატება ნათლისღებისა, რაც ამჟამად გიხსნით (არა ჭუჭყის ჩამორეცხვა ხორციდან, არამედ წრფელი სინიდისის სწრაფვა ღვთის მიმართ) იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის წყალობით,

1იოანე 1
7. ხოლო თუ ნათელში დავდივართ, როგორც თვითონვეა ნათელში, მაშინ ერთმანეთს ვეზიარებით და მისი ძის - იესო ქრისტეს სისხლი ყოველგვარი ცოდვისგან გაგვწმენდს.

1იოანე 3
24. თუ ვიმარხავთ მის მცნებებს, ის ჩვენში რჩება, ჩვენ კი - მასში; ხოლო იმას, რომ ჩვენში რჩება, მის მიერვე მოცემული სულით შევიცნობთ.

1იოანე 5
6. ეს არის იესო ქრისტე, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით; არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სისხლით; და ამას მოწმობს სული, რადგანაც სულია ჭეშმარიტება.
7. ვინაიდან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა, ხოლო ეს სამი ერთია.
8. და სამნი მოწმობენ ქვეყნად: სული, წყალი და სისხლი, ხოლო ეს სამი ერთია.
10. ვისაც სწამს ძე ღვთისა, თავის თავშივე აქვს მოწმობა; ვისაც არა სწამს ღმერთი, ცრუდ სახავს მას, ვინაიდან არა სწამს მოწმობა, რომლითაც ღმერთმა გვიმოწმა თავისი ძე.
11. მოწმობა კი ის არის, რომ ღმერთმა მოგვცა საუკუნო სიცოცხლე, და ეს სიცოცხლე მის ძეშია.

რომაელთა 8
16. სწორედ ეს სული ემოწმება ჩვენს სულს, რომ ღვთის შვილები ვართ.

2კორინთელთა 1
22. რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში.

2კორინთელთა 13
14. მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სიყვარული ღვთისა და ზიარება სული წმიდისა ყველა თქვენგანთან. ამინ.

ეფესელთა 1
7. ვის მიერაც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით და ცოდვათა მოტევება მისივე მადლის სიმდიდრით,

ეფესელთა 5
26. რათა სიწმიდით შეემოსა, მას შემდეგ, რაც გაწმინდა წყლის საბანელით და სიტყვით,

ტიტე 3
5. მან გვიხსნა არა ჩვენს მიერ აღსრულებულ კეთილ საქმეთა გამო, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სული წმიდის მიერ განახლებით,

ებრაელთა 9
14. განა სისხლი ქრისტესი, რომელმაც მარადიული სულით უბიწო მსხვერპლად შესწირა თავი ღმერთს, ათასწილ უფრო მეტად არ განწმედს თქვენს სინიდისს მკვდარ საქმეთაგან, ცოცხალი ღმრთის სამსახურისთვის?

ებრაელთა 10
29. როგორ გგონიათ, რამდენად უფრო მძიმე იქნება მისი სასჯელი, ვინც ფეხქვეშ თელავს ძეს ღვთისას, უღირსად მიიჩნევს აღთქმის სისხლს, რომლითაც განიწმიდა, და აგინებს მადლის სულს?

გამოცხადება 1
5. და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო განსვენებულთაგან და მიწიერ მეფეთა მთავარი. მას, ვინც შეგვიყვარა და ჩვენი ცოდვებისაგან გვიხსნა თავისი სისხლით,

გამოცხადება 5
9. გალობდნენ ახალ საგალობელს და ამბობდნენ: ღირსი ხარ წიგნის აღების და ბეჭდის ახსნისა, რადგანაც დაკლულ იქმენ და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენის, ერისა და ხალხისაგან,

გამოცხადება 7
14. მე მივუგე: უფალო ჩემო, შენ იცი. ხოლო მან მითხრა: ესენი არიან დიდი ურვიდან მოსულნი, რომელთაც გარეცხეს და კრავის სისხლით გაასპეტაკეს თავიანთი სამოსი.

biblesimfony.jimdo.com
1.10.1