• georgian flag
  • english flag

ჩვილთა ბაგით განდიდება


author
Мирза Бадиаури
A A       738

საკვანძო მუხლები: 1 მეფეთა 2:18-19; 1 მეფეთა 3:8; 1 მეფეთა 3:19; ფსალმუნები 8:3; იერემია 1:6-7; მათეს სახარება 11:25; მათეს სახარება 18:3-4; მათეს სახარება 21:15-16; მარკოზის სახარება 10:15; 2 ტიმოთეს მიმართ 1:5;

3.9.1.__

ფს.8,[3] მათ. 21,[15.16]

- ბავშვობიდან ემსახურებოდნენ და განადიდებდნენ უფალს

სამუელი 1მფ.2,18.19; 3,8.19

იერემია იერ.1,6.7

ტიმოთე 2ტიმ.1,5

- ბავშვის ენა, ქცევა და წარმოდგენა სიბრძ.10,21 მათ.11,[25]; 18,3.4 მარ.10,15

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 2
18. სამუელი უფლის მსახურად იყო, სიყრმიდანვე სელის ეფოდი ემოსა.
19. პატარა წამოსასხამს უკერავდა ხოლმე დედა და ამოუტანდა ყოველ წელიწადს, როცა ქმართან ერთად ყოველწლიურად მსხვერპლის შესაწირად ამოდიოდა.

1მეფეთა 3
8. მესამეგზის დაუძახა უფალმა სამუელს. ადგა, მივიდა ელისთან და უთხრა: აჰა, მოვედი, რომ დამიძახე. მიხვდა ელი, რომ უფალი ეძახდა ყმაწვილს.
19. იზრდებოდა სამუელი და უფალი იყო მასთან. ფუჭად არ ჩაუვლია არცერთ მის სიტყვას.

ფსალმუნი 8
3. ჩვილთა და ძუძუმწოვართა ბაგეებიდან გამართე ხოტბა, რათა დაგედუმებინა შენი მტერი და შურისმგებელი.

სიბრძნე სოლომონისა 10
21. რადგან სიბრძნემ პირი გაუხსნა მუნჯებს და ჩვილთა ენებს სიცხადე მისცა.

იერემია 1
6. მე ვთქვი: ეჰ, უფალო ღმერთო! მე ხომ ლაპარაკი არ ვიცი, რადგან ბავშვი ვარ.
7. მითხრა უფალმა: ნუ ამბობ, ბავშვი ვარო, რადგან ყველგან წახვალ, სადაც კი მიგავლენ, და ყველაფერს ილაპარაკებ, რასაც გიბრძანებ.

მათე 11
25. იმ ხანად იესომ პასუხად თქვა: გადიდებ, მამაო, ცისა და მიწის უფალო, ვინაიდან ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ყოველივე ეს, და გაუცხადე ჩვილ ბალღებს.

მათე 18
3. და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.
4. ამრიგად, ვინც დაიმდაბლებს თავს, როგორც ეს ბავშვი, ის არის უდიდესი ცათა სასუფეველში.

მათე 21
15. როდესაც იხილეს მღვდელმთავრებმა და მწიგნობრებმა მის მიერ ქმნილი სასწაულნი და ტაძარში მოყიჟინე ბალღები, რომლებიც ამბობდნენ: ოსანა დავითის ძეს! - განრისხდნენ.
16. და უთხრეს მას: გესმის, რას ამბობენ ისინი? ხოლო იესომ მიუგო მათ: დიახ! არასოდეს წაგიკითხავთ: ჩვილთა და მეძუძურთა პირით დაიმკვიდრე დიდება?

მარკოზი 10
15. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ბავშვივით არ მიიღებს ღმრთის სასუფეველს, ვერ შევა მასში.

2ტიმოთე 1
5. მახსენდება შენი უპირფერო რწმენა, რომელიც პირველად დაემკვიდრა დიდედაშენ ლოიდესა და დედაშენ ევნიკეში, და, მწამს, შენშიაც.

biblesimfony.jimdo.com
3.9.1