• georgian flag
  • english flag

გაქვავებული, გასასტიკებული, დახურული გული (სული) ხელს უშლის ხილვას და მოსმენას


author
Мирза Бадиаури
A A       849

საკვანძო მუხლები: გამოსვლა 7:13; გამოსვლა 7:22-23; გამოსვლა 9:20-21; მეორე რჯული 2:30; მეორე რჯული 20:4; იესო ნავეს ძე 11:20; ესაია 6:9-10; ესაია 48:4; ესაია 63:17; მათეს სახარება 13:15; იოანეს სახარება 8:43; იოანეს სახარება 12:38-40; მოციქულთა საქმეები 28:26-27; რომაელთა მიმართ 11:7-10; 2 კორინთელთა მიმართ 3:13-16; ეფესელთა მიმართ 4:18; 2 თესალონიკელთა მიმართ 2:10-12; 2 ტიმოთეს მიმართ 2:25; 2 ტიმოთეს მიმართ 3:7; ებრაელთა მიმართ 4:2;

1.9.1.__

გამ.7,13.22.23,, 9,20.21 რჯ.2,30,, 29,[4] იესნ.11,20 ეს.6,9.10,, 48,4,, 63,17 მათ.13,15 ინ.8,43,, 12,38-40 საქ.28,26.27 რომ.11,7-10,, 2კორ.3,13-16 ეფ.4,18,,2თეს.2,10-12,, 2ტიმ.2,25,, 3,[7] ებრ.4,2

ბიბლიის მუხლები

გამოსვლათა 7
13. გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ უსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს
22. იგივე მოიმოქმედეს ეგვიპტელმა გრძნეულებმა თავიანთი ჯადოსნობით. გაუსასტიკდა გული ფარაონს და არ უსმინა მათ, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს.
23. პირი იბრუნა ფარაონმა და წავიდა სახლში. არც ამას შეუძრავს მისი გული.

გამოსვლათა 9
20. ვინც შეუშინდა ფარაონის მორჩილთაგან უფლის სიტყვას, ჭერქვეშ შეაფარა თავისი ყმები და საქონელი.
21. ხოლო ვინც არად ჩააგდო უფლის სიტყვა, მინდორში დატოვა თავისი ყმები და საქონელი.

მეორე რჯული 2
30. მაგრამ არ გაგვატარა სიხონმა, ხეშბონის მეფემ, რადგან გაუსასტიკა სული უფალმა, შენმა ღმერთმა, და გული გაუქვავა, რომ თქვენს ხელში ჩაეგდო იგი, როგორც დღეს ხედავ.

მეორე რჯული 29
4. მაგრამ დღემდე არ მოუცია უფალს თქვენთვის გული მისახვედრად, თვალები სახილველად და ყურები სასმენელად.

იესო ნავეს ძე 11
20. რადგან უფლისგან იყო, გული რომ გაისასტიკეს ისრაელთან საბრძოლველად, რომ ამოეწყვიტათ ისრაელიანებს ისინი და არ ყოფილიყო მათთვის შეწყალება; რომ ამოეწყვიტათ, როგორც მოსესთვის ჰქონდა ნაბრძანები უფალს.

ესაია 6
9. თქვა: წადი და უთხარი მაგ ხალხს: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ; ხილვით თხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით.
10. უგრძნობს გახდი მაგ ხალხის გულს, სასმენელთ დაუმძიმებ და სახედველთ აუხვევ, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს, გულით ვერ ხვდებოდეს, რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს.

ესაია 48
4. რაკი ვიცოდი, რომ ჯიუტი ხარ და რკინის ძარღვები გაქვს კისერზე და სპილენძის შუბლი.

ესაია 63
17. რისთვის გადაგვახვევინე, უფალო, შენი გზებიდან, რისთვის გაგვიქვავე გულები, რომ აღარ გვეშინია შენი? მობრუნდი შენს მორჩილთან შენი სამკვიდროს შტოთა გულისათვის!

მათე 13
15. რადგან გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა არ იხილონ თვალით, არ ისმინონ ყურით, არ იგრძნონ გულით, და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი.

იოანე 8
43. რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ყური უგდოთ ჩემს სიტყვას.

იოანე 12
38. რათა აღსრულდეს სიტყვა ესაია წინასწარმეტყველისა, რომელმაც თქვა: უფალო, ვინ იწამა ჩემი ნათქვამი? ან ვის გამოეცხადა მკლავი უფლისა?
39. ამიტომაც ვერ იწამეს, რომ ესეც თქვა ესაიამ:
40. დაუვსო მათ თვალი და გაუქვავა გული, რათა არ იხილონ თვალით, არ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.

საქმე 28
26. „მიდი და უთხარი ამ ხალხს: სმენით მოისმენთ და ვერას გაიგებთ, ხილვით იხილავთ და ვერ დაინახავთ,
27. რადგანაც გამქისდა ამ ხალხის გული, დაეხშოთ ყური და დაევსოთ თვალი, რათა ვერ იხილონ თვალით, ვერ ისმინონ ყურით, ვერ იგრძნონ გულით და არ მოიქცნენ, რომ განვკურნო ისინი.

რომაელთა 11
7. მერედა, რა? რასაც ეძებდა ისრაელი, ვერ ეწია; მხოლოდ რჩეულნი ეწივნენ; დანარჩენებს კი ქვად ექცათ გული.
8. როგორც წერია: „მისცა მათ ღმერთმა მთვლემარე სული; თვალი, რათა ვერ ხედავდნენ, და ყური, რათა არ ესმოდეთ დღევანდელ დღემდე“.
9. ხოლო დავითი ამბობს: „დაე, ტაბლა მახედ და ბადედ ექცეთ, საცდურად და მათ საზღაურად;
10. დაევსოთ თვალი, რომ ვეღარ ხედავდნენ, და მოდრიკე მათი ზურგი სამარადისოდ“.

2კორინთელთა 3
13. და არა როგორც მოსე, რიდე რომ ჩამოიფარა სახეზე, რათა ისრაელის ძეთ არ ეხილათ დასასრული წარმავალისა.
14. მაგრამ დაჩლუნგდა მათი გონება, რადგანაც იგივე რიდე, ძველი აღთქმის კითხვისას, დღემდე ჩამოუხსნელი რჩება, ვინაიდან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი.
15. ასე რომ, დღემდე, მოსეს კითხვისას, იგივე რიდე უბურავთ გულს.
16. მაგრამ როცა უფლის მიმართ მიიქცევიან, ჩამოეხსნებათ საბურველი.

ეფესელთა 4
18. გონებადაბნელებულნი და საღმრთო სიცოცხლისაგან გაუცხოებულნი, თავიანთი უმეცრებისა და გულქვაობის გამო,

2თესალონიკელთა 2
10. ისევე, როგორც უსამართლობის ყველა საცდურით - წარწყმედილთათვის, რადგანაც არ შეიწყნარეს ჭეშმარიტების სიყვარული, რომელსაც შეეძლო ეხსნა ისინი.
11. ამიტომაც ღმერთი საცდურის ქმედებას მოუვლენს მათ, რათა ირწმუნონ სიცრუე,
12. და განკითხული იქნეს ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, არამედ უსამართლობა შეიტკბო.

2ტიმოთე 2
25. თვინიერებით არწმუნებდეს წინააღმდგომთ, ეგება მისცეს მათ უფალმა სინანული ჭეშმარიტების შესამეცნებლად.

2ტიმოთე 3
7. ერთავად რომ სწავლობენ, მაგრამ ვერასგზით ვერ აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას

ებრაელთა 4
2. რადგანაც სახარება ჩვენც მათსავით გვეუწყა, მაგრამ სიტყვა, რომელიც ისმინეს, ურგები დარჩა მათთვის, ვინაიდან არ შეერწყა მსმენელთა რწმენას.

__თემაზე წერდნენ__

*** რაც არ უნდა მინდისაო, ყურში მძიმედ მისდისაო.
__ქართული ხალხური__

*** არ ვიცი, ღირს თუ არა დაუმტკიცო ღვთის არსებობა იმ ხალხს, ვინც მის გმობასა და უარყოფას ბედავს... უმეცრება, მათი ხასიათისმთავარი თვისება, მათ გონებას სრულიად უხშობს ყველაზე დამაჯერებელი საბუთებისა და ყველაზე თანმიმდევრული მსჯელობის არსში წვდომისა და გარკვევის უნარს.
__ლაბრუიერი__

*** არ შეუძლია სინათლეს შევიდეს იმ ოთახში, რომლის ფანჯრებიც დაგმანულია დარაბებით ან მუქი დარდებით. ასეთ ოთახში ბნელა და უსიამოვნოა ყოფნა. ასე არ შეუძლია სული წმიდას შევიდეს იმ სულში, რომელიც დახურულია მისთვის.
__იაკობ ლევენი__

biblesimfony.jimdi.com
1.9.1