• georgian flag
  • english flag

მეორედ მოსვლისას მოვლენ უფალთან ერთად ანგელოზები


author
Мирза Бадиаури
A A       740

საკვანძო მუხლები: ზაქარია 14:5; მათეს სახარება 16:27; მათეს სახარება 24:31; მათეს სახარება 25:31; მარკოზის სახარება 13:26-27; იუდა 1:14; 2 თესალონიკელთა მიმართ 1:7;

2.8.1.__

ზაქ. 14,[5] მათ. 16,27; 24,31; 25,31 მარ. 13,26.27 იუდ. 14; 2თეს. 1,7

ბიბლიის მუხლები

ზაქარია 14
5. გაიქცევით ჩემი მთების ხეობაში, რადგან ხეობა მთებს შორის აცალამდე მიაღწევს; გაიქცევით, როგორც მიწისძვრისგან გარბოდით იუდას მეფის, ყუზიას დროს; მაშინ მოვა უფალი, ჩემი ღმერთი, და ყველა წმიდა მასთან ერთად.

მათე 16
27. რადგან მოვა ძე კაცისა მამის თვისის დიდებითა და თავის ანგელოზთა თანხლებით, და მისი საქმისამებრ მიაგებს თვითეულს.

მათე 24
31. მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე.

მათე 25
31. და როდესაც მოვა ძე კაცისა თავისი დიდებით და ყველა წმიდა ანგელოზი მასთან ერთად, მაშინ დაჯდება იგი თავისი დიდების ტახტზე.

მარკოზი 13
26. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლებზე მომავალს დიდებით და მრავალი ძალით.
27. მაშინ მოავლინებს თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, მიწის კიდიდან ცის კიდემდე.

იუდა 1
14. მათთვის იწინასწარმეტყველა ენოქმა, მეშვიდემ ადამის შემდეგ, რომელმაც თქვა: აჰა, მოვიდა უფალი მისივე წმიდათა სიმრავლით,

2 თესალონიკელთა 1
7. ხოლო თქვენ, შეჭირვებულთ, - განსვენება ჩვენთან ერთად, როცა უფალი ჩვენი იესო თავისი ძალის ანგელოზებითურთ გამოგვეცხადება ზეცით,

biblesimfony.jimdo.com
2.8.1