• georgian flag
  • english flag

რწმენით დაეხმარნენ ღვთის კაცებს


author
Мирза Бадиаури
A A       754

საკვანძო მუხლები: გამოსვლა 1:17; იესო ნავეს ძე 2:1-9; იესო ნავეს ძე 2:15; იესო ნავეს ძე 6:16-17; იესო ნავეს ძე 6:24-25; მსაჯული 4:18-22; მსაჯული 5:24-27; 1 მეფეთა 15:16; 1 მეფეთა 19:11-17; მათეს სახარება 2:16;

1.8.1.__

გამ. 1,[17]; იეს.ნ. 2,1-9.15; 6,16.17.24.25; მსაჯ. 4,18-22; 5,24-27; 1მფ. 15,6; 19,11-17; მათ. 2,16

ბიბლიის მუხლები

გამოსვლათა 1
17. ღვთის შიში ჰქონდათ ბებიაქალებს და არ ასრულებდნენ ეგვიპტის მეფის ბრძანებას: ცოცხალს ტოვებდნენ ვაჟებს

იესო ნავეს ძე 2
1. გაგზავნა ფარულად იესო ნავეს ძემ შიტიმიდან ორი მსტოვარი და დააბარა მათ: წადით, დაზვერეთ ქვეყანა და იერიხონი. ისინიც წავიდნენ და მივიდნენ ერთი მეძავის, სახელად რახაბის სახლში. და ღამე გაათიეს იქ.
2. ამბავი მოუვიდა იერიხონის მეფეს: აჰა, ხალხი მოსულა აქ ღამით ისრაელიანთაგან ქვეყნის დასაზვერად.
3. შეუთვალა იერიხონის მეფემ რახაბს: გამოიყვანე კაცები, შენთან რომ მოვიდნენ, სახლში რომ გყავს, რადგან ქვეყნის დასაზვერად არიან მოსულნი.
4. ადგა და დამალა ქალმა ეს ორი კაცი, თქვა: მართლაც მოვიდნენ ჩემთან კაცები, მაგრამ არ ვიცი, საიდან იყვნენ.
5. მწუხრისას, კარიბჭეს რომ კეტავდნენ, მაშინ გავიდნენ ის კაცები, არ ვიცი, საით წავიდნენ; საჩქაროდ დაედევნეთ და დაეწევით.
5. თავად კი სხვენზე აიყვანა ისინი და დამალა სელის ჩალაში, სხვენზე რომ ჰქონდა გაფენილი.
7. მდევრები კი დაედევნენ მათ. გარბოდნენ იორდანისკენ მიმავალ გზაზე, ფონამდე. ქალაქის კარიბჭე მდევრების გასვლისთანავე ჩაკეტეს.
8. ვიდრე დაწვებოდნენ მსტოვრები, ქალი ავიდა მათთან, სხვენზე.
9. უთხრა კაცებს: მე ვიცი, რომ უფალმა თქვენ მოგცათ ეს ქვეყანა, რომ თქვენმა შიშმა მოგვიცვა ყველანი და რომ ამ ქვეყნის მკვიდრნი შეძრწუნებულნი არიან თქვენს წინაშე.
15. სარკმლიდან თოკით ჩაუშვა ისინი, რადგან გალავნის კედელში იყო მისი სახლი, გალავანში ცხოვრობდა იგი.
იესო ნავეს ძე 6
16. მეშვიდე ჯერზე, როცა ეკი დააყვირეს მღვდლებმა, უბრძანა იესომ ხალხს: დაეცით ყიჟინა, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა ქალაქი.
17. უფლისათვის უნდა იქნას დარისხებული ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია; მხოლოდ მეძავი რახაბი და ყველა, ვინც მასთან ერთად არის მის სახლში, უნდა გადარჩნენ, რადგან ჩვენი მიგზავნილი მსტოვრები დამალა.
24. ცეცხლს მისცეს ქალაქი და ყველაფერი, რაც შიგ იყო. მხოლოდ ოქრო-ვერცხლი და სპილენძისა და რკინის ჭურჭელი უფლის სახლის საგანძურისათვის გადადეს.
25. მეძავი რახაბი, მამამისის სახლი და ყველა, ვინც კი მას ჰყავდა, ცოცხალი დატოვა იესომ. დარჩა ქალი ისრაელში დღევანდლამდე, რადგან დამალა მსტოვრები, რომლებიც იესომ გაგზავნა იერიხონის დასაზვერად.

მსაჯულთა 4
18. გამოეგება იაყელი სისარას და უთხრა: მობრძანდი ბატონო, შემობრძანდი ჩემთან, შიში ნურაფრის გექნება. შეიყვანა კარავში და ხალქვეშ დამალა.
19. უთხრა სისარამ: ცოტა წყალი მომიტანე და დამალევინე, რადგან მწყურია. გაუხსნა ქალმა რძით სავსე ტიკი, დაალევინა და ისევ წააფარა ხალი.
20. უთხრა სისარამ: კარვის კართან დადექი, თუ ვინმემ ჩამოიაროს და გკითხოს, ვინმე ხომ არ არისო მანდ, მიუგე არა-თქო.
21. იაყელმა, ხებერის ცოლმა აიღო კარვის პალო, ხელში ურო დაიკავა, ფეხაკრეფით მიეპარა სისარას და ისე ჩაურჭო პალო საფეთქელში, რომ მიწას დააჭედა. მას კი დაღლილ-დაქანცულს ჩასძინებოდა, და მოკვდა.
22. აჰა, მოდის ბარაკი სისარას კვალზე. გაეგება იაყელი და უთხრა: შემობრძანდი, გიჩვენო ის კაცი, შენ რომ ეძებ. შევიდა და, აჰა, მკვდარი აგდია სისარა, პალო აქვს გარჭობილი საფეთქელში.

მსაჯლთა 5
24. კურთხეულ იყოს დიაცთა შორის იაყელი, ხებერ კენიელის ცოლი! კარავში მცხოვრებ დიაცთა შორის კურთხეულ იყოს!
25. წყალი მოსთხოვა და რძე მიართვა, სეფეთასით მიართვა მოუხდელი რძე.
26. მარცხენა ხელით პალოს დასწვდა, მარჯვენით უროს. მოუქნია სისარას, თავში დაჰკრა, გაუპო, საფეთქელი შეულეწა.
27. მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა, ვეღარ ადგა; მის ფეხებთან ჩაიკეცა, დაეცა; სადაც ჩაიკეცა, იქვე დაეცა განგმირული.

1მეფეთა 15
6. უთხრა საულმა კენიელებს: ადექით და განუდექით, გაშორდით ყამალეკელებს, რომ მათთან ერთად თქვენ არ გაგანადგუროთ, რადგან სიკეთე გაქვთ გაკეთებული მთელი ისრაელისთვის, როცა ის ეგვიპტიდან გამოდიოდა. განუდგნენ კენიელები ყამალეკს.

1მეფეთა 19
11 მდევრები გაგზავნა საულმა დავითის სახლში, რათა ჩასაფრებოდნენ და დილამდე მოეკლათ. ეს ამბავი მიქალმა, მისმა ცოლმა შეატყობინა დავითს: ''თუ ამაღამ არ დაიხსნი თავს, ხვალ მოგკლავენ”.
12 სარკმლიდან ჩაუშვა მიქალმა დავითი, გაიქცა და გადარჩა.
13 აიღო მიქალმა თერაფიმი, საწოლზე დადო, სასთუმლად თხის ტყავი დაუდო და სამოსელი გადააფარა.
14 კაცები მიაგზავნა საულმა დავითის შესაპყრობად, მაგრამ უთხრა მიქალმა: ''ავადაა”.
15 ისევ გაგზავნა საულმა ხალხი დავითის სანახავად, თან დააბარა: ''სარეცლიანად წამოიყვანეთ, რათა მოვკლათ”.
16 მივიდნენ შიკრიკები, სარეცელზე კი თერაფიმი ნახეს, თხის ტყავი ედო სასთუმლად.
17 უთხრა საულმა მიქალს: ''ასე რად მომატყუე და გაუშვი ჩემი მტერი?” მიუგო მიქალმა: ''ასე მითხრა: ''გამიშვი, თორემ მოგკლავო”.

მათე 2
16. მაშინ, რა იხილა ჰეროდემ, რომ მოტყუებულ იქნა მოგვების მიერ, ძალზე განრისხდა, წარგზავნა ხალხი და ამოაწყვეტინა ყოველი ყრმა ბეთლემსა და მთელს მის შემოგარენში, ორ-ორი წლისა და უმრწემესნი, თანახმად ასაკისა, რომელიც გამოიკითხა მოგვებისაგან.

biblesimfony.jimdo.com
1.8.1