• georgian flag
  • english flag

განმარტოებით ლოცვა


author
Мирза Бадиаури
A A       868

საკვანძო მუხლები: დაბადება 32:24; 4 მეფეთა 4:33; ესაია 26:20; მათეს სახარება 6:5-6; მათეს სახარება 14:23; მათეს სახარება 26:36-39; მარკოზის სახარება 1:35; ლუკას სახარება 5:16; ლუკას სახარება 22:41; მოციქულთა საქმეები 9:40; მოციქულთა საქმეები 10:9; მოციქულთა საქმეები 10:30;

3.7.1.__
დაბ.32,24; 4მფ.4,33 ეს.26,20 მათ.6,5.[6]; 14,23; 26,36.39 მარ.1,35 ლუკ.5,16; 22,41 საქ.9,40; 10,9.30

ბიბლიის მუხლები

დაბადება 32
24. მარტო დარჩა იაკობი და ერკინებოდა მას ვიღაც კაცი გათენებამდე.

4მეფეთა 4
33. შევიდა, გამოიკეტა კარი და ილოცა უფლისადმი.

ესაია 26
20. წადი, ჩემო ხალხო, შედით თქვენ-თქვენ ოთახებში და გამოიკეტეთ კარი. მცირეხანს შეაფარე თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს.

მათე 6
5. ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
6. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.

მათე 14
23. ხალხი რომ გაისტუმრა, განმარტოებით ავიდა მთაზე სალოცავად; და მწუხრის ჟამს მარტო იყო იქ.

მათე 26
36. მაშინ იესო მათთან ერთად მივიდა იმ ადგილას, რომელსაც ჰქვია გეთსემანე, და უთხრა მათ: მანდ ისხედით, ვიდრე მივალ და ვილოცებ იქ.
39. ცოტაზე გაშორდა მათ, პირქვე დაემხო, ლოცულობდა და ამბობდა: მამაო ჩემო! თუკი შესაძლოა, ამცდეს ეს სასმისი; თუმცა არა როგორც მე მნებავს, არამედ - როგორც შენ

მარკოზი 1
35. ხოლო ცისკრისას, დილაუთენია ადგა და გამოვიდა; უდაბურ ადგილას მივიდა და იქ ლოცულობდა.

ლუკა 5
16. ხოლო ის განმარტოვდებოდა უდაბნოში და ლოცულობდა.

ლუკა 22
41. ხოლო თვითონ ქვის სასროლზე გასცილდა მათ, მუხლმოყრილი ლოცულობდა

საქმე 9
40. პეტრემ გარეთ გაიყვანა ყველა, მუხლი მოიყარა და ილოცა, მერე კი მიუბრუნდა გვამს და თქვა: ტაბითა, აღდეგ! მანაც გაახილა თვალი და, პეტრე რომ დაინახა, წამოჯდა.

საქმე 10
9. მეორე დღეს, როცა ისინი გზაში იყვნენ და ქალაქს უახლოვდებოდნენ, იქნებოდა ასე ექვსი საათი, რომ პეტრე ერდოზე ავიდა სალოცავად.
30 კორნელიოსმა თქვა: “ოთხი დღის წინ, ამ საათამდე, ვმარხულობდი, მეცხრე საათზე ჩემს სახლში ვლოცულობდი. და აჰა, ჩემს წინაშე დადგა კაცი ელვარე სამოსით.

.__თემაზე წერდნენ__

*** ვიღაცამ მიაქცია ყურადღება მგზავრს, რომელიც შევიდა ვაგზლის ბნელ სატელეფონო ჯიხურში დასარეკად. სატელეფონო წიგნი ჯაჭვით იყო დამაგრებული და სიბნელეში შეუძლებელი შეიქმნა საჭირო ნომრის მოძებნა. მგზავრმა სთხოვა გამვლელს დახმარება. იმან უპასუხა:
''დახურეთ კარები და აინთება სინათლე!''
სწორედ ასეა მლოცველი ღვთის შვილის ცხოვრებაშიც. იგი უნდა შევიდეს ოთახში და მოიხუროს კარი. მაშინ მიეცემა ძალა და სინათლე მის ლოცვას და იქნება გასაგები ღვთის ნება. დაკეტილი კარი გამოჰყოფს ღვთის შვილს ქვეყნიერებისგან და შესაძლებელს გახდის სრულ ურთიერთობას ღმერთთან. __იაკობ ლევენი__

biblesimfony.jimdo.com
3.7.1