• georgian flag
  • english flag

ანგელოზთა მეშვეობით ღმერთი ელაპარაკება კაცს


author
Мирза Бадиаури
A A       786

საკვანძო მუხლები: დაბადება 16:9-11; დაბადება 18:10; დაბადება 19:15; დაბადება 21:17; დაბადება 22:11; დაბადება 31:11; რიცხვნი 22:32; მსაჯული 2:4; მსაჯული 5:23; მსაჯული 6:12; მსაჯული 13:3; 3 მეფეთა 13:18; 3 მეფეთა 19:5; 4 მეფეთა 1:3; 1 ნეშტთა 21:18; იობი 33:23; ზაქარია 1:9; ზაქარია 2:3; ზაქარია 4:5; ზაქარია 5:5; ზაქარია 6:4; მათეს სახარება 1:20; მათეს სახარება 2:13; მათეს სახარება 28:5; ლუკას სახარება 1:13; ლუკას სახარება 2:10; მოციქულთა საქმეები 1:11; მოციქულთა საქმეები 5:19; მოციქულთა საქმეები 7:38; მოციქულთა საქმეები 8:26; მოციქულთა საქმეები 10:3; მოციქულთა საქმეები 11:13; მოციქულთა საქმეები 12:7; მოციქულთა საქმეები 23:9; მოციქულთა საქმეები 27:23; გალატელთა მიმართ 1:8; 1 თესალონიკელთა მიმართ 4:16; ებრაელთა მიმართ 2:2; გამოცხადება 1:1; გამოცხადება 17:7;

2.7.1.__
დაბ.16,9-11; 18,10; 19:15; 21:17; 22:11.15; 31,11 რიცხ. 22,32.35 მსაჯ. 2,4; 5,23; 6,12.20; 13,3.6.13.16.18; 3მფ. 13,18; 19,5.7; 4მფ. 1,3.15;1ნეშ. 21,18 იობ. 33,23 ზაქ.1, 9.12-14; 2,3; 4,5; 5,5.10; 6,4.5 მათ. 1,20.24; 2,13.19; 28,5 ლუკ. 1,13.19.30.35; 2,10 საქ. 1, 11; 5,19; 7,38; 8,26; 10,3.7.22; 11,13; 12,7.8; 23,9; 27,23 გალ. 1,8; 1თეს. 4,16 ებრ. 2,2 გმცხ. 1,1; 17,7

ბიბლიის მუხლები

დაბადება 16
9. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: გაბრუნდი შენს ქალბატონთან და დაემორჩილე.
10. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: დიდად გავამრავლებ შენს შთამომავლობას და ვერ აღირიცხება სიმრავლის გამო.
11. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: აჰა, ორსულადა ხარ, შობ ვაჟს, და ისმაელს დაარქმევ სახელად, რადგან მოჰხედა უფალმა შენს ჩაგვრას.

დაბადება 18
10 თქვა ერთმა: კიდევ მოვალ შენთან გაის ამ დროს, და, ნახავ, ვაჟი ეყოლება სარას, შენს ცოლს. სარა კარვის კარს უკან იდგა. ყველაფერი ესმოდა.

დაბადება 19
15. განთიადისას ანგელოზებმა დააჩქარეს ლოტი და უთხრეს: ადექი, მოჰკიდე ხელი შენს ცოლს და ორ ასულს, აქ რომ არიან, რათა შენც არ დაიღუპო. ამ ქალაქის უკეთურობის გამო.

დაბადება 21
17. მოესმა ღმერთს ყმაწვილის ხმა; დაუძახა აგარს ღვთის ანგელოზმა ციდან და უთხრა: რა იყო, აგარ? ნუ გეშინია, რადგან მოესმა ღმერთს შენი ყმაწვილის ხმა იმ ადგილიდან, სადაც არის.

დაბადება 22
11. მოუხმო მას უფლის ანგელოზმა ციდან და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ.
15. მეორეგზის მოუხმო უფლის ანგელოზმა აბრაამს ციდან

დაბადება 31
11. მითხრა ღვთის ანგელოზმა სიზმარში: იაკობ! მივუგე: აქა ვარ.

რიცხვთა 22
32. უთხრა მას უფლის ანგელოზმა: რისთვის სცემ შენს სახედარს უკვე მესამეჯერ? აჰა, შენს დასაბრკოლებლად გამოვედი, რადგან უკუღმართია შენი გზა ჩემს თვალში.
35. უთხრა უფლის ანგელოზმა ბალაამს: წაჰყევი ამ ხალხს, ოღონდ ის ილაპარაკე, რასაც მე გეტყვი. წაყვა ბალაამი ბალაკის თავკაცებს.

მსაჯულთა 2
4. როცა უფლის ანგელოზები ამ სიტყვებს ეუბნებოდა ისრაელიანებს, ხმამაღლა ატირდა ხალხი.

მსაჯულთა 5
23. დაწყევლეთ მეროზი, ამბობს ანგელოზი უფლისა, დაწყევლეთ, დაწყევლეთ მისი მკვიდრნი, რადგან არ გამოვიდნენ უფლის საშველად, უფლის საშველად ვაჟკაცებთან ერთად!

მსაჯულთა 6
12. გამოეცხადა უფლის ანგელოზი და უთხრა: უფალი შენთანაა, მაგარო ვაჟკაცო!
20. უთხრა უფლის ანგელოზმა: აიღე ხორცი და ხმიადები, მანდ, ქვაზე დააწყვე და ზედ წვენი გადაასხი. ასეც მოიქცა.

მსაჯულთა 13
3. გამოეცხადა ქალს უფლის ანგელოზი და უთხრა: აჰა, ბერწი ხარ და შვილს ვერ აჩენ, მაგრამ დაორსულდები და ვაჟი შეგეძინება.
6. წამოვიდა ქალი და უთხრა თავის ქმარს: ღვთისკაცი მოვიდა ჩემთან, ღვთის ანგელოზივით იერი ჰქონდა, დიდად საკრძალველი იერი. არ მიკითხავს მისთვის სადაურობა და არც მას გაუმხელია ჩემთვის თავისი სახელი.
13. უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: ერიდოს ყველაფერს, რაც ქალს ვუთხარი.
16. უთხრა უფლის ანგელოზმა მანოახს: რაც უნდა მევედრო, მაინც არ გავტეხ შენს პურს. თუ გინდა, რომ უფალს აღსავლენი მსხვერპლი შესწირო, შესწირე. არ იცოდა მანოახმა, რომ ეს უფლის ანგელოზი იყო.
18. უთხრა უფლის ანგელოზმა: რისთვის მეკითხები სახელს? საიდუმლოა იგი.

3მეფეთა 13
18. უთხრა: მეც შენსავით წინასწარმეტყველი ვარ; ანგელოზი მელაპარაკა უფლის ბრძანებით და მითხრა: შენი სახლისკენ გააბრუნე ეს კაცი, პური ჭამოს და წყალიც დალიოსო. იცრუა მან.

3მეფეთა 19

5. მიწვა და მიეძინა ბუჩქის ძირას. და, აჰა, ანგელოზი შეეხო მას და უთხრა: ადექი, ჭამე.

4მეფეთა 1
3. ხოლო უფლის ანგელოზმა უთხრა ელია თიშბელს: წადი, და დახვდი სამარიის მეფის მოციქულებს და უთხარი: ნუთუ აღარ არის ღმერთი ისრაელში, რომ ყეკრონის ღმერთთან, ბაალზებუბთან მიდიხართ საკითხავად?

1ნეშტთა 21
18 უფლის ანგელოზმა დავითისთვის სათქმელად უთხრა გადს: ადგეს და უფლის სამსხვერპლო ააგოს დავითმა ორნან იებუსელის კალოზე.

იობი 33
23. თუ აღმოჩნდა ათასში მისი მეოხე ერთი ანგელოზი, რომ ადამიანის სიწრფელე გამოაცხადოს,

ზაქარია 1
9. ვთქვი, რა არის-მეთქი ესენი, ჩემო ბატონო? მითხრა ანგელოზმა, რომელიც მელაპარაკებოდა: მე გაჩვენებ, რა არიან ესენი.

ზაქარია 2
3. აჰა, გამოდის ანგელოზი, რომელიც მელაპარაკებოდა, და სხვა ანგელოზიც გამოდის ჩემს შესახვედრად.

მათე 1
20. ეს რომ დააპირა, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად და უთხრა: იოსებ, დავითის ძეო, ნუ შიშობ მოიყვანო მარიამი, ცოლი შენი: რადგან ვინც მასში ჩასახულია, სული წმიდისაგან არის.

მათე 2
13. ხოლო მათი წასვლის შემდეგ, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად იოსებს და უთხრა: ადექი, წაიყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეს; და იყავი იქ, სანამ არ გეტყვი შენ; ვინაიდან ჰეროდეს სურს მოძებნოს ყრმა და მოაკვდინოს იგი.

მათე 28
5. მიმართა ანგელოზმა ქალებს და უთხრა: ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ.

ლუკა 1
13. ხოლო ანგელოზმა უთხრა მას: ნუ გეშინია, ზაქარია, ვინაიდან შესმენილ იქნა შენი ვედრება, და შენი ცოლი ელისაბედი გიშობს ძეს, და უწოდებ მას სახელად იოანეს.

ლუკა 2
10. ანგელოზმა უთხრა მათ: ნუ გეშინიათ; აჰა, მე გახარებთ დიად სიხარულს, რომლითაც იხარებს მთელი ხალხი.

საქმე 1
11. რომლებმაც უთხრეს მათ: კაცნო გალილეველნო, რას დამდგარხართ და შეჰყურებთ ცას? ეს იესო, თქვენგან რომ ამაღლდა ზეცად, ისევე მოვა, რთგორც ზეცად აღმავალი იხილეთ იგი.

საქმე 5
19. მაგრამ უფლის ანგელოზმა ღამით გააღო საპყრობილის კარი, გამოიყვანა ისინი და უთხრა:

საქმე 7
38. ეს არის, ვინც იყო უდაბნოს საკრებულოში, სინას მთაზე მასთან მოსაუბრე ანგელოზსა და ჩვენს მამებთან ერთად; ვინც მიიღო სიტყვანი სიცოცხლისა, რათა მოეცა ჩვენთვის;

საქმე 8
26. უფლის ანგელოზმა უთხრა ფილიპეს: წადი და სამხრეთით დაუყევი უდაბურ გზას, იერუსალიმიდან რომ ეშვება ღაზისაკენ.

საქმე 10
3 იხილა მან ჩვენებაში ცხადად, ასე, დღის მეცხრე საათზე, ღვთის ანგელოზი, რომელიც შევიდა მასთან და უთხრა: “კორნელიოს!”

საქმე 11
13. მან გვიამბო, როგორ იხილა შინ ანგელოზი, რომელიც დადგა და უთხრა მას: იოპეში გაგზავნე ხალხი და უხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს;

საქმე 12
7. და, აჰა, წარმოსდგა ანგელოზი უფლისა და ნათელმა მოიცვა მთელი საკანი; ფერდში წაჰკრა პეტრეს, გააღვიძა და უთხრა: ადექი ჩქარა! და ხელებიდან დასცვივდა ჯაჭვი.

საქმე 23
9. ატყდა ერთი ღრიანცელი; ფარისეველთა მხრიდან წამოდგნენ მწიგნობრები და ცილობის ნიშნად თქვეს: ვერავითარ ბოროტებას ვერ ვპოუღთბთ ამ კაცში; იქნება სული ამეტყველებს, ან ანგელოზი?

საქმე 27
23. ვინაიდან წუხელ გამომეცხადა ანგელოზი ღვთისა, ვისიცა ვარ და ვისაც ვმსახურებ.

გალატელთა 1
8. მაგრამ ჩვენ კი არა, თვით ანგელოსმა ზეცითაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს.

1თესალონიკელთა 4
16. ვინაიდან თვით უფალი, მბრძანებლური სიტყვით, მთავარანგელოზის ხმობითა და ღვთის საყვირის ხმით, გადმოვა ზეცით, და პირველნი აღდებიან ქრისტეში განსვენებულნი.

ებრაელთა 2
2. ვინაიდან თუ ანგელოზთა მეოხებით ნათქვამი სიტყვა ურყევი იყო და ყოველი შეცოდება თუ ურჩობა იღებდა კუთვნილ სასჯელს,

გამოცხადება 1
1. გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა ეჩვენებინა თავისი მონებისათვის, რაც უნდა მოხდეს მალე; და უჩვენა კიდეც თავისი ანგელოზის მოვლინებით მონას თვისას იოანეს,

გამოცხადება 17
7. მაშინ ანგელოზმა მითხრა: რად გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ქალისას და მისი მტვირთველი მხეცისას, რომელსაც აქვს შვიდი თავი და ათი რქა.

biblesimfony.jimdo.com
2.7.1