• georgian flag
  • english flag

სულიერი მშობელი - ღვთისმსახური


author
Мирза Бадиаури
A A       428

საკვანძო მუხლები: იესო ნავეს ძე 7:19; 1 კორინთელთა მიმართ 9:1-2; 2 კორინთელთა მიმართ 3:2-3; გალატელთა მიმართ 4:19; 1 თესალონიკელთა მიმართ 2:7-8; 1 თესალონიკელთა მიმართ 2:19-20; ფილიმონის მიმართ 1:10;

4.6.1.__
იესნ.7,19,, 1კორ.9,1.2,, 2კორ.3,2.3 გალ.4,19,, 1თეს.2,7.8.19.20 ფილიმ.1,10

ბიბლიის მუხლები

იესო ნავეს ძე 7
19. უთხრა იესომ ყაქანს: შვილო, პატივი მიაგე დღეს უფალს, ისრაელის ღმერთს და აღსარება უთხარი, გამიცხადე, რა გააკეთე, ნუ დამიმალავ.

1კორინთელთა 9
1. არა ვარ მოციქული? არა ვარ თავისუფალი? არ მიხილავს ჩვენი უფალი იესო ქრისტე? და არც თქვენ ხართ ჩემი ნაღვაწი უფალში?
2. სხვებისთვის თუ არა ვარ მოციქული, თქვენთვის ხომ მაინც ვარ, რადგანაც ჩემი მოციქულობის ბეჭედი თქვენა ხართ უფალში.

2კორინთელთა 3
2. ჩვენი წერილი თქვენა ხართ, ჩვენს გულებში ჩაწერილი, ყოველი კაცისთვის გასაგები და მათ მიერვე წაკითხული.
3. თქვენ ცხადყოფთ, რომ ქრისტეს წერილი ხართ, ჩვენი მეშვეობით შეთხზული და მელნით კი არა, ცოცხალი ღვთის სულით დაწერილი, არა ქვიფილაზე, არამედ ხორციელი გულის ფიცარზე.

გალატელთა 4
19. შვილნო ჩემნო, რომელთათვისაც კვლავაც მშობიარობის სალმობით მელმის, ვიდრე თქვენში გამოისახებოდეს ქრისტე.

1თესალონიკელთა 2
7. თუმცაღა, როგორც ქრისტეს მოციქულებს, შეგვეძლო მძიმე ტვირთად დაგწოლოდით, მაგრამ მშვიდად ვიყავით თქვენს შორის, როგორც ძიძა, თავს რომ ევლება თავის პატარებს.
8. ასევე ჩვენც, თქვენდამი კეთილგანწყობის გამო, მოვისურვეთ გადმოგვეცა თქვენთვის არა მარტო სახარება ღვთისა, არამედ ჩვენი სული, ვინაიდან საყვარელნი გახდით ჩვენთვის.
19. ვინაიდან, რა არის ჩვენი სასოება, ან სიხარული, ან სიქადულის გვირგვინი, თუ არა თქვენ, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს წინაშე. მისი მოსვლისას?
20. რადგანაც თქვენა ხართ ჩვენი დიდება და სიხარული.

ფილიმონი 1
10. ჩემი შვილის ონისიმესათვის გთხოვ, რომელიც შემეძინა ტყვეობაში;

biblesimfony.jimdo.com
4.6.1