• georgian flag
  • english flag

კაცი გარეგნულად აფასებს, ღმერთი - შინაგანად


author
Мирза Бадиаури
A A       652

საკვანძო მუხლები: 1 მეფეთა 10:23-24; 1 მეფეთა 16:6-7; 2 მეფეთა 14:25; 3 მეფეთა 8:39; 1 ნეშტთა 28:9; 2 ნეშტთა 16:9; იობი 10:4; ფსალმუნები 7:9; ფსალმუნები 138:2; იგავნი სოლომონისა 15:11; იგავნი სოლომონისა 31:30; ესაია 55:8-9; იერემია 11:20; იერემია 17:10; იერემია 20:12; ლუკას სახარება 16:15; იოანეს სახარება 7:24; მოციქულთა საქმეები 1:24; 1 პეტრეს წერილი 2:4; 1 პეტრეს წერილი 3:3-4; 2 კორინთელთა მიმართ 10:7; 2 კორინთელთა მიმართ 10:10; ებრაელთა მიმართ 4:13; გამოცხადება 2:23;

1.6.1.__
1 მეფ.10,23.24; 16,6.[7]; 2მეფ. 14,25; 3მეფ. 8,39; 1ნეშ. 28,9; 2ნეშ 16,9; იობ.10,4; ფს. 7,9; 138,2; იგ. 15,11; 31,30; ეს. 55,8.9; იერ. 11,20; 17,10; 20,12; ლუკ. 16,15; ინ. 7,24; საქმე. 1,24; 1პეტ. 2,4; 3,3.4; 2კორ. 10,7.10; ებრ. 4,13 გმცხ. 2,23

ბიბლიის მუხლები

1მეფეთა 10
23. გაიქცნენ და გამოიყვანეს იქიდან. ჩადგა ხალხში და ერთი თავით ყველაზე მაღალი გამოჩნდა.
24. უთხრა სამუელმა მთელს ხალხს: ხომ ხედავთ, ვინ აირჩია უფალმა? რადგან მთელს ხალხში არავინაა მისი მსგავსი. იხუვლა ხალხმა და თქვა: დღეგრძელი იყოს მეფე!

2მეფეთა 16
6. ქვებს ესროდა დავითს და დავით მეფის მორჩილთ, თუმცა ხალხი და მეომრები მარჯვნივ და მარცხნივ მოჰყვებოდნენ.
7. ასე სწყევლიდა მას შიმყი: განვედ, განვედ, სისხლისმსმელო, უგვანო კაცო!

3მეფეთა 8
39. შენ მოუსმინე ციდან, შენი სამყოფელიდან და მიუტევე; ქმენი და მიაგე თითოეულს თავისი საქციელისამებრ, რომელმაც უწყი მათი გულები. რადგან შენ ერთმა უწყი მთელი ადამის მოდგმის გული;

1ნეშტთა 28
9. ხოლო შენ, სოლომონ, ძეო ჩემო, იცოდე მამაშენის ღმერთი წრფელი გულითა და ხალისიანი სულით. ემსახურე, რადგან ყოველთა გულის მხილველია უფალი და ყველა ფიქრისა და ზრახვის მცოდნეა. ძებნას თუ დაუწყებ, იპოვი კიდეც. თუ შენ მიატოვებ, ისიც სამუდამოდ მიგატოვებს.

2ნეშტთა 16
9. რადგან უფლის თვალი დაჰყურებს მთელს ქვეყანას, რომ მხარი დაუჭიროს იმას, ვინც მთელი გულით არის მასზე მინდობილი. უგუნურად მოგივიდა ეს. ამიტომ ომები გექნება ამიერიდან.

იობი 10
4. ნუთუ შენც ხორციელი თვალები გაქვს? ნუთუ შენც ადამიანივით იყურები?

ფსალმუნი 7
9. უფალი განსჯის ერებს. განმიკითხე, უფალო, ჩემი სიმართლით და უბიწოებით, რომელიც ჩემშია.

ფსალმუნი 138
2. შენთვის ცნობილია, როდის ვჯდები და ვდგები; გაგებული გაქვს ჩემი ზრახვანი შორიდან.

იგავნი 15
11. შავეთი და ქვესკნელი უფლის წინაშეა, მით უფრო გულები ადამის ძეთა.

იგავნი 31
30. მაცთუნებელია სიკოხტავე და სილამაზე ამაოებაა უფლის მოშიში დედაკაცია საქებარი.

ესაია 55
8. რადგან ჩემი ზრახვები არ არის თქვენი ზრახვები და ჩემი გზები არ არის თქვენი გზები, ამბობს უფალი.

იერემია 11
20. ცაბაოთ უფალო, მართალო მსაჯულო, გულთამხილავო, მომასწარი შენს შურისძიებას მათზე, რადგან ჩემი საქმე შენთვის მომინდვია.

იერემია 17
10. მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი, რათა თითოეულს მივაგო თავისი საქციელის მიხედვით, როგორც მისი მოქმედება იმსახურებს.

იერემია 20
12. ცაბაოთ უფალო! სიმართლის გამომკვლეველო, გულთამხილავო! მოვესწრო შენს შურისგებას მათზე, რადგან შენთვისა მაქვს მინდობილი ჩემი სამართალი!

ლუკა 16
15. უთხრა მათ: თქვენა ხართ, მართლებად რომ მოგაქვთ თავი კაცთა წინაშე, მაგრამ ღმერთი იცნობს თქვენს გულს, რადგან ის, რაც მაღალია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე.

იოანე 7
24. იმის მიხედვით ნუკი სჯით, რაც გეჩვენებათ, არამედ მართალი მსჯავრით განსაჯეთ.

საქმეები 1
24. ილოცეს და თქვეს: უფალო, ყველას გულთამხილავო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც ამოირჩიე.

1პეტრე 2
4. რომელსაც მიეახლეთ, როგორც ცოცხალ ლოდს, კაცთაგან უარყოფილს, ღვთის მიერ კი რჩეულსა და ფასდაუდებელს.

1პეტრე 3
3. დაე, თქვენი სამშვენისი ნუ იქნება გარეგნული იერი: თმაწნულობა, ოქროს სამკაულები თუ მორთულ-მოკაზმული სამოსი,
4. არამედ გულის ფარული სიწმიდე, უხრწნელი სამკაული მშვიდი და თვინიერი სულისა, რაც ესოდენ ძვირფასია ღვთის წინაშე.

2კორინთელთა 10
7. დაუკვირდით, რაც თვალწინ გიძევთ. ვისაც ჰგონია, ქრისტესი ვარო, თავად განსაჯოს ისიც, რომ როგორც თვითონ არის ქრისტესი, ასევე ჩვენც ქრისტესნი ვართ.
10. შეიძლება ზოგიერთმა თქვას: მისი წერილი დიახაც მკაცრია და მძლავრი, მაგრამ თვითონ, პირისპირ, უძლურია, სიტყვა კი - უფასურიო.

ებრაელთა 4
13. არ არსებობს ქმნილება, დაფარული რომ იყოს მისთვის. არამედ ყველაფერი გაშიშვლებული და გაცხადებულია მის თვალთა წინაშე, ვისაც ვაბარებთ ანგარიშს.

გამოცხადება 2
23. სიკვდილით მოვკლავ მის შვილებს და სცნობს ყოველი ეკლესია, რომ მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი, და მისი საქმისამებრ მივაგებ თვითეულ თქვენგანს.

biblesimfony.jimdo.com
1.6.1