ღმერთმა შექმნა სულიერი არსებანი
Мирза Бадиаури |
A A 668 |
საკვანძო მუხლები: ფსალმუნები 103:4; იგავნი სოლომონისა 16:4; იოანეს სახარება 1:3; რომაელთა მიმართ 11:36; 1 კორინთელთა მიმართ 8:6; ეფესელთა მიმართ 3:9; კოლასელთა მიმართ 1:16; ებრაელთა მიმართ 1:10; ებრაელთა მიმართ 2:10; გამოცხადება 5:13;
2.5.1.__
ფს.103,4 იგ.16,4 ინ.1,3 რომ.11,36,, 1კორ.8,6 ეფ.3,9 კოლ.1,[16] ებრ.1,10,, 2,10 გმცხ.5,13
ბიბლიის მუხლები
ფსლმუნი 103
4. რომელმან შეჰქმნა ანგელოზნი თვისნი ქარებად, მსახურნი თვისნი - ალად ცეცხლისა.
იგავნი 16
4. უფალმა ყოველივე საკუთარი მიზნისთვის შეჰქმნა, ასევე ურჯულოც ავი დღისათვის.
იოანე 1
3. ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა
რომაელთა 11
36. რადგანაც მისგან, მის მიერ და მის მიმართაა ყოველი. დიდება მას უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
1კორინთელთა 8
6. ჩვენ ერთი გვყავს მამა ღმერთი, ვისგანაც არის ყოველი და ვისთვისაც ვართ ჩვენ, და ერთი უფალი, იესო ქრისტე, ვის მიერაც არის ყოველი და ვის მიერაც ვართ ჩვენც.
ეფესელთა 3
9. და გამეცხადებინა ყველასთვის, რა არის აღმშენებლობა საიდუმლოსი, უკუნისიდან დაფარულისა ღმერთში, რომელმაც შეჰქმნა ყოველი ქრისტეს მეოხებით,
კოლასელთა 1
16. რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა.
ებრაელთა 1
10. და: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი.
ებრაელთა 2
10. და მართლაც, ასე შეჰფეროდა მას, ვისთვისაც და ვის მიერაც არის ყოველი, მრავალი ძე რომ მიეყვანა დიდებამდე, მათი ხსნის წინამძღვარი სრულეყო ტანჯვით.
გამოცხადება 5
13. და მესმოდა, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც არის ცაში თუ მიწაზე, მიწის ქვეშ თუ ზღვაში, და ყველაფერი, რაც არის მათში, ამას ამბობდა: ტახტზე მჯდომარესა და კრავს კურთხევა და პატივი, დიდება და ძლიერება უკუნითი უკუნისამდე.
biblesimfony.jimdo.com
2.5.1