• georgian flag
  • english flag

წრფელი სინდისი


author
Мирза Бадиаури
A A       629

საკვანძო მუხლები: იობი 27:6; იგავნი სოლომონისა 28:1; მოციქულთა საქმეები 23:1; მოციქულთა საქმეები 24:16; 1 პეტრეს წერილი 3:16; 1 იოანე 3:19-21; რომაელთა მიმართ 9:1; 1 კორინთელთა მიმართ 4:4; 2 კორინთელთა მიმართ 1:12; 2 კორინთელთა მიმართ 4:2; 2 კორინთელთა მიმართ 5:11; 2 ტიმოთეს მიმართ 1:3; ებრაელთა მიმართ 13:18;

1.4.1__
იობ.27,6 იგ.28,1; საქ. 23,[1]; 24,16; 1პეტ. 3.16; 1ინ.3.19-21; რომ. 9.1; 1კორ. 4,4; 2კორ. 1,12; 4,2; 5,11; 2ტიმ. 1,3; ებრ.13,18

ბიბლიის მუხლები

იობი 27
6. ჩემს სიმართლეზე ვდგავარ მტკიცედ და არ მოვეშვები; არ დავუგმივარ ჩემს გულს ჩემი დღე და მოსწრება!

იგავნი 28
1. ბოროტეული მაშინაც კი გარბის, როცა არავინ მისდევს, ხოლო მართალნი ლომებივით მშვიდად არიან

საქმე მოციქულთა 23
1. პავლემ მზერა მიაპყრო საკრებულოს და თქვა: კაცნო, ძმანო, დღემდე წრფელი სინიდისით ვმოქალაქეობდი ღვთის წინაშე.

საქმე მოციქულთა 24
16. ამიტომ თავადაც ვიღვწი, რომ ყოველთვის უმწიკვლო სინიდისი მქონდეს ღვთისა და კაცთა წინაშე.

1პეტრე 3
16. წრფელი იყოს თქვენი სინიდისი, რათა თვით იქაც კი, სადაც ბოროტი სიტყვით გახსენებენ როგორც ბოროტმოქმედთ, შერცხვენილნი დარჩნენ ისინი, ვინც გმობენ თქვენს კეთილ ქცევას ქრისტეში.

1იოანე 3
19. ამით შევიცნობთ, რომ ჭეშმარიტებისაგან ვართ და მის წინაშე დავიმშვიდებთ გულს.
20. რადგან თუ ჩვენი გული გვგმობს, ღმერთი ხომ გულზე უმეტესია და იცის ყოველი.
21. საყვარელნო, თუ ჩვენი გული არა გვგმობს, პირნათელნი ვართ ღვთის წინაშე.

რომაელთა 9
1. ჭეშმარიტებას ვამბობ ქრისტეში, არა ვცრუობ, მემოწმება ჩემი სინიდისი სული წმიდის მიერ,

1კორინთელთა 4
4. რადგანაც არაფერი მაქვს სინიდისის საქენჯნი, მაგრამ ამით როდი ვიმართლებ თავს, რადგანაც უფალია ჩემი განმკითხველი.

2კორინთელთა 1
12. რადგანაც ჩვენი სიქადული ისაა, რასაც გვიმოწმებს ჩვენი სინიდისი, რომ სიწრფელითა და საღმრთო სიწმიდით, ხორციელი სიბრძნით კი არა, არამედ ღვთის მადლით ვცხოვრობდით ამ ქვეყნად, მით უმეტეს, თქვენს შორის.

2კორინთელთა 4
2. არამედ უარვყავით ყველაფერი, რასაც სირცხვილის გამო ფარავენ, არ ვიარებით ზაკვით, არ ვბღალავთ უფლის სიტყვას და ჭეშმარიტების სიცხადით წარვუდგებით ყოველი კაცის სინიდისს ღვთის წინაშე.

2კორინთელთა 5
11. და რაკი უფლის შიში ვიცით, ხალხს ვარწმუნებთ, ხოლო ღმერთისთვის ცხადნი ვართ. და, იმედი მაქვს, ცხადნი ვართ თქვენი სინიდისისთვისაც.

2ტიმოთე 1
3. ვმადლობ ღმერთს, რომელსაც, წინაპართა კვალდაკვალ, წმიდა სინიდისით ვემსახურები, - რომ გამუდმებით გიხსენებ ჩემს ლოცვებში, დღისით თუ ღამით;

ებრაელთა 13
18. ილოცეთ ჩვენთვის, რადგანაც გვწამს, რომ წრფელი სინიდისი გვაქვს, და გვინდა ყოველთვის წრფელად ვიქცეოდეთ

biblesimfony.jimdo.com
1.4.1