• georgian flag
  • english flag

პატარა სიტყვა დიდი მნიშვნელობით


author
გიორგი ჯიჯიეშვილი
A A       5874

საკვანძო მუხლები: დაბადება 1:1-2;

გიფიქრიათ ოდესმე საიდან შეიქმნა ანბანი? ებრაული ანბანის პირველი ორი ასო არის „ალეფი“ და „ბეტი“. თუმცა ეს არ არის ანბანის პირველი და ბოლო ასო (ნაგულისხმევია - alphabet), როგორც მაგალითად ჩვენს ანბანშია - „ანი“ და „ბანი“, ებრაულში “את” გამოიყენება როგორც „ალეფი“ (א) და ბოლო ასო როგორც „თავ“ (ת).
ერთად ეს ორი ასო წარმოადგენს სიტყვას „ეტ“ (את), რომელიც არ ითარგმნება სხვა არცერთ ენაზე. ეს სიტყვებისა და კონკრეტული არსებითი სახელების დასაკავშირებლად ძირითადი გზაა რაც უნიკალურს ხდის ებრაულ ენას. მაგრამ ამ პატარა სიტყვას აქვს ასევე განსაკუთრებული, სპეციფიური მიზანი. ჩვენ ბიბლიის პირველივე წინადადებაში შეგვიძლია ვნახოთ რამხელა მნიშვნელობა აქვს მას.
დასაწყისში ღმერთმა შექმნა „ეტ“ ‘et’ …בָּרֵאשִׁית, בָּרָא אֱלֹהִים, אֵת
სანამ ღმერთმა შექმნა ცა და დედამიწა, ებრაულ ტექსტში ნათქვამია, რომ ღმერთმა შექმნა “את“... ეს პატარა სიტყვა მოქცეულია ქმნილების შექმნის ქმედებიდან, ცისა და დედამიწის გაჩენამდე. რაბი დონ ვერი განმარტავს ამ სიტყვის მნიშვნელობას დაბადების 1:1-ში, თორაში.
„ ეტ- არის სიტყვა რომელიც არ ითარგმნება, და მიუთითებს რომ “გარკვეული ობიექტი არის ზუსტად შემდეგი“ (ანუ არის იმის აუცილებლობა, რომ დაიწეროს „ეტ“ ცისა და დედამიწის შექმნამდე). ებრაულ ტექსტში ასეა ნათქვამი: დასაწყსისში შექმნა ღმერთმა את ცა და დედამიწა. რადგან“ את” ნიშნავს ებრაულ ანბანს, ეს ნიშნავს რომ დასაწყისში შექმნა ღმერთმა ალეფი-ბეტი. რადგან ღმერთმა ეს ცისა და დედამიწის შექმნამდე გააკეთა, ესეიგი ასოები იყო ყველაზე მნიშვნელოვანი „სამშენებლო ბლოკები“ მთელი ქმნილებისთვის“.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ დასაწყისში შექმნა ღმერთმა את : ანბანი
ღმერთმა შექმნა სიტყვებისა და წინადადებების შექმნის საშუალება. და შემდეგ მოუხმობს ყველა ქმნილებას სიტყვებით, რომლებიც ფორმირდება ასოებით. ქმნილების ყველა ასპექტი გაჟღერებული იყო ღმერთის მიერ წარმოთქმული სიტყვებით, და დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ დნმ-ს „ენაზე“. ღმერთმა მოგვცა არა მარტო წერილებში დაწერილი თავისი სიტყვა, არამედ მან მოგვცა სიტყვა რომელიც იქცა ხორცად და დადიოდა ჩვენს შორის.სწორედ მაგიტომაც მიგვანიშნებს მოციქული იოანე თავის სახარების დასწიშივე რომ „სიტყვა იყო ღმერთან და სიტყვა იყო ღმერთი“ და აქ იოანე იესო ქრისტეს საიდუმლოებაზე გვეუბნება რომელიც ეყრდნობა იგივე წმინდა წერილებზე იოანეს ჰაერიდან არ მოუტანია ეს გამოცხადება, ჩვენ უნდა გვესმოდეს მარტივი ჭეშმარიტება,სახარების ავტორები იყვნენ ებრაელები და სახარებაც დაიწერე ებრაული მსოფლხედველობით. აგრეთვე ებრაელთა 1:3-ში ჩვენ ვხედავთ, რომ :
„ის არის მისი დიდების ბრწყინვალება და მისი არსების ანარეკლი, რომელსაც თავისი ძალის სიტყვით უპყრია ყოველივე. „
ებრაელები თვლიან რომ არსებობს შექმნის 4 დონე:
- უსულო საგნები (კლდეები, მინერალები, წყლები, ...)
- მცენარეული მატერია - რომელსაც აქვს ზრდისა და გამრავლების უნარი.
- ცხოველები - რომელთაც შეუძლიათ ნებაყოფლობით მოძრაობა და ხმის გამოცემა.
- მაგრამ მხოლოდ მეოთხე დონის ქმნილებას აქვს ზრდის, გამრავლების, ნებაყოფლობითი მოძრაობისა და ენის გამოყენების უნარი.
მხოლოდ კაცობრიობა შეიქმნა „ღმერთის ხატად და მსგავსად“ - კრეატიული საუბრის უნარით. სიტყვებს შეუძლიათ შექმნან, სიტყვები გვაძლევენ ძალას რაღაცეების შესაცვლელად, გვაძლევს კომუნიკაციის საშუალებას, ურთიერთობებისა და კავშირების ჩამოყალიბების საშუალებას გვაძლევს. ეს საჩუქარი გვაძლევს ასევე ღმერთთან ურთიერთობის საშუალებას. . ჩვენ შეგვიძლია მისი სიტყვის წაკითხვა, მისი მოსმენა და მასთან საუბარი ლოცვაში. ენა და ასოები არის საჩუქარი ღმერთისგან, რომელიც გვაძლევს ჩვენს შემოქმედთან ურთიერთობის საშუალებას.
საინტერესოა, რომ უსულო საგნების აღმნიშვნელი ებრაული სიტყვა ნიშნავს „მუნჯს“ ან „უტყვს“ (პირუტყვს), რაც გვიქმნის იმის შთაბეჭდილებას, რომ მათ აქვთ საუბრის საშუალება, მაგრამ ეს უნარი დათრგუნული აქვთ. ამან მე გამახსენა იესოს ტრიუმფალური შესვლა იერუსალიმში, როდესაც ხალხი ესალმებოდა მას. ფარისევლებმა უთხრეს იესოს, რომ გაეჩუმებინა ისინი.

„მიუგო მან პასუხად: ''თქვენ გეუბნებით, ესენი რომ გაჩუმდნენ, ქვები აღაღადდებიან”. (ლუკა 19:40).
ესაია 44:23 მოუხმობს ქმნილებას, რომ აიმაღლოს ხმა:
„სიხარულით შემოსძახეთ, ცანო, რადგან უფალმა მოიმოქმედა ეს; იყიჟინეთ, ქვეყნის დაბლობებო; სიხარულით დასჭექეთ, მთებო, ტყევ და ყველა ხევ მასში, რადგან გამოისყიდა უფალმა იაკობი და თავისი დიდება გამოაჩინა ისრაელში.“
ვინ იცის იქნებ ერთ მშვენიერ დღეს მცენარეებმა და ქვებმაც განადიდონ უფალი?!
ჩვენ იმის თქმაც კი შეგვიძლია, რომ დასაწყისში შექმნა ღმერთმა את : ა-თ - და ყველაფერი რაც მათ შორისაა!
ა-თ ეს არის ერთგვარი გამოთქმა - მთელი ნაკრები, მთელი შეკვრა. როგორც იოანე იტყოდა „არაფერი შექმნილა მის გარეშე. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ სადმე არსებობენ უცხოპლანეტელები (თუმცა ამაში ეჭვი მეპარება) დარწმუნებულები უნდა ვიყოთ იმაში, რომ ისინიც ღმერთმა შექმნა. ყოველი მოლეკულა, ატომი, ბოჭკო, ქიმიური უჯრედი, ქსოვილები... ყველაფერი მისი შემოქმედებითი ძალით შეიქმნა. ანუ ყველაფერი, ყველაფერი ექვემდებარება მის ძალას. მან შექმნა ისინი და ისინი ეკუთვნიან მას.
დოქტორ ვერმონ მაკგიმ ლამაზად დაალაგა ეს: „ეს ღმერთის სამყაროა, და ღმერთი ყველაფერს ისე აკეთებს როგორც სურს. შეიძლება თქვენ სხვა გზით გსურთ რამის განვითარება... მაგრამ თქვენ არ გაქვთ სამყარო“.
დღევანდელ დღეს რამდენადაც დამახინჯებულია სამყარო, ჩვენ ნამდვილად უნდა გვჯეროდეს, რომ ღმერთი აკონტროლებს სიტუაციას. მას არ მივუტოვებივართ, არ დავუტოვებივართ და არ გამქრალა. მას არ დავიწყებია თავისი ქმნილება, არამედ ღრმად არის შეყვარებული იმაზე რაც შექმნა და წამითაც არ გვაშორებს თვალს. ჩვენ შეიძლება არ გვესმის რატომ იღებს ის გარკვეულ გადაწყვეტილებებს, რასაც იღებს, მაგრამ ფაქტი რჩება ფაქტად, რომ სამყარო მას ეკუთვნის. თუ ჩვენ გვჯერა ბიბლიის, იმისაც უნდა გვჯეროდეს, რომ ის არის სრულყოფილი და ბრძენია. მან იცის რას აკეთებს, მიუხედავად იმისა გვესმის ან ვეთანხმებით თუ არა მას.
წერილებში ის ხშირად მოხსენიებულია, როგორც ცაბაოთ უფალი. ებრაულად ეს სახელი პირდაპირ ითარგმნება როგორც არმიების უფალი. მე ვიცნობ რაბინს, რომელმაც არმია განმარტა როგორც, დიდი დაჯგუფება, რომელსაც აქვს ერთი შესასრულებელი მიზანი, რომელიც შეთანხმებულია და მოქმედებენ ერთად დავალების შესასრულებლად. მან თქვა რომ ეს იგივეა რასაც აკეთებენ ატომები და მოლეკულები. როცა ჩვენ ვფიქრობთ ცაბაოთ უფალზე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე ვინც შექმნა სიცოცხლე - არა მარტო ბრძოლისთვის, არამედ ქმნილების მუდმივობისთვის. ყველაფერი მან შექმნა, მან გაუკეთა ორგანიზება და ყველლაფერი მას ეკუთვნის.
ის არის დროის ავტორი. ის დღეებზე უძველესია. მას აქვს ძალაუფლება სიკვდილსა და სიცოცხლეზე, და მან მშვენივრად იცის, რომ ეს დაცემული და დანგრეული მიწა არ არის ყველაფერი. მაგრამ ჩვენ მისი სიტყვის მეშვეობით ვიცით რომ ყველაფერი კიდევ უფრო გაუარესდება, სანამ ის შეკრებს თავის მთელ ქმნილებას და შექმნის ახალ ცასა და მიწას. დანიელმა თქვა მე-12 თავის 1-4 მუხლებში:

''მიქაელი, დიადი მთავარი, აღდგება იმ დროს შენი ერის ძეთა დასაფარად; ისეთი უბედურების ჟამი დადგება, როგორიც ხალხის გაჩენიდან ამ დრომდე არ ყოფილა. იმ დროს ყველა გადარჩება შენი ერიდან, ვინც ჩაწერილი აღმოჩნდება წიგნში.მრავალი გამოიღვიძებს მიწის მტვერში მძინარეთაგან, ერთნი - საუკუნო სიცოცხლისთვის, მეორენი - საუკუნო გმობისა და სირცხვილისთვის.გაბრწყინდებიან გონიერნი განათებული ცის თაღივით, სიმართლისკენ მრავალთა მომაქცეველნი კი - ვარსკვლავებივით, უკუნითი უკუნისამდე.შენ კი, დანიელ, დაიმარხე ეს სიტყვები და დაბეჭდე ეს წიგნი უკანასკნელ დრომდე. მრავალნი ივლიან აქეთ-იქით და გამრავლდება ცოდნა”.
რა დიდებულ ღმერთს ვემსახურებით
შემდეგში როდესაც ბიბლიის დასაწყისში წაიკითხავთ ამ შესავალ სიტყვას, იცოდეთ, რომ იქ არის ერთი შეუმჩნეველი სიტყვა, რომელიც არ ჩანს მაგრამ დიდი აზრი აქვს. ღმერთმა შექმნა את ენისა და სიტყვის ძალა. მან შექმნა את ყველაფერი რაც არსებობს და ფლობს ყველა ატომს, მან შექმნა את როგორც დროის დასაწყისი და დასასრული. და ესეთი ღმერთი დაბლდება ჩვენ დონემდე რატა გვკითხოს, როგორც იესომ ჰკითხა თავის მოწაფეებსა და ბარტიმეოსს: „რა გსურს რომ გაგიკეთო?“
ჩვენ არ უნდა ვიფიქროდ ის რომ თითქოს იესო ქრისტე რომელიც ღმერთის სიტყვა თითქოსად ღმერთმა შექმნა არა რათქმაუნდა რადგანაც თვითონ ქრისტეა შემოქმედი ამ სტატით უბრალოდ მინდოდა დამენახებია ჩვენი უფლის ის მხარე რომელიც დამალული იყო რადგანცა თავად უფალი ამბობს ესაი. 41: 4 ….. יְהוָה רִאשֹׁון וְאֶת־אַחֲרֹנִים אֲנִי־הוְּא …..მე, იაჰვე, ვარ პირველი, და უკანასკნელ თაობასთანაც მე ვარ . ესაია 44:6 .... הוָה צְבָאֹות אֲנִי רִאשֹׁון וַאֲנִי אַחֲרֹון וְּמִבַּלְעָדַי אֵין .... უფალი: მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი და ჩემს გარდა არ არის ღმერთი. მსგავს განაცხად ჩვენ ვხედავთ აგრეთვე ახალ აღთქმაში: გამ. 1:8 მე ვარ ანი და ჰაე - ამბობს უფალი ღმერთი - ის, ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი”. ანი და ჰაე ეს იგივეა რაც ივრითულად ალეფი და თავ და აქ იოანე იყენებს ბერძნულ სიტყვა: იყო – ην – ენნ ეს ზმნა ბერძნულ გრამატიკაში დაუსრულებელ დროსა და დროის უსასრულობას ასახავს. ამით იოანე ამბობს, რომ იესოს დრო არ გააჩნია, ის დროსა და სივრცეზე მაღლა დგას და დრო მისი შექმნილია ჩვენთვის. აგრეთვე ნება მიბოძედ თუ რას ნიშნავს ებრაელებისათვის თვითონ „ სიტყვის“ კონცებციას „სიტყვა“. ეს ტერმინი ებრაულ კულტურაშიც იყო და მას ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მაგალითად, როდესაც ისააკმა შეცდომით აკურთხა იაკობი ესავის ნაცვლად, ის ვერაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ წარმოთქმული კურთხევა უკან დაებრუნებინა, რადგან იცოდა, რომ წარმოთქმულ სიტყვას მოქმედი ძალა ქონდა {იხ. დაბ. 27თავში}.
ქვეყნის შექმნის ისტორიიდან, ჩვენ უფლის სიტყვის მოქმედებას ყველა ეტაპზე ვხედავთ: „და თქვა ღმერთმა: „იყოს ნათელი!“ და იქმნა ნათელი. და თქვა ღმერთმა: “იყოს მყარი წყლებს შორის მათ გამყოფად”. და თქვა ღმერთმა: “აღმოაცენოს მიწამ მცენარე, თესლის მთესველი, ხე ნაყოფიერი – მიწაზე თავისი გვარისამებრ, თესლოვანი ნაყოფის მომტანი”. და იქმნა ასე“ {დაბ.1:3,6,11}. მაშასადამე, ებრაელმა ხალხმა იცოდა, რომ უფლის სიტყვა უბრალო ძალა კი არა, არამედ შემოქმედი ძალა იყო. ამ კონცეფციას გადმოგვცემს ფსალმუნიც: „უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით მთელი მისი საკრებულო“ {ფს.32:6}.
მაგრამ ებრაელთა რელიგიურ ცხოვრებაში მოხდა ისეთი რამ, რამაც კიდევ უფრო დააჩქარა ამ იდეის განვითარება. ქრისტეს შობამდე 100 წლით ადრე ძველი ებრაული ენა თითქმის დავიწყებული იყო, ძველი აღთქმა კი, როგორც ვიცით, ძველ ებრაულ ენაზეა დაწერილი; აქედან გამომდინარე იუდეველებმა (სწავლულების გამოკლებით) არ იცოდნენ ძველი ებრაული ენა. უბრალო იუდევლები საუბრობდნენ ძველი ებრაული ენის ერთ-ერთი სახეობით, რომელსაც შემდგომში არამეული ენა ეწოდა. მაგალითად: ძველ ქართულსა და თანამედროვე ქართულს შორის დაახლოებით ისეთი განსხვავებაა, როგორიც იყო ძველ ებრაულსა და არამეულს შორის. ამიტომ ძველი აღთქმა საჭიროებდა არამეულ ენაზე თარგმნას, რათა ჩვეულებრივი იუდეველებისთვისაც ყოფილიყო გასაგები. ამ ნათარგმნებს ტარგუმი ეწოდება. (ტარგუმი – პირდაპირი თარგმნით განმარტებას ნიშნავს). სინაგოგებში ძველ აღთქმას ორიგინალში კითხულობდნენ ანუ ძველ ებრაულად, მაგრამ თანდათანობით ძველი აღთქმა თარგმნეს არამეულ ენაზე და უკვე ოფიციალურად იყენებდნენ ტარგუმს.
ტარგუმი შეიქმნა იმ ეპოქაში, როდესაც იუდეველები ავსებულნი იყვნენ ღმერთის ტრანსცენდენციის (მიუწვდომლობა) იდეით, მათ გონებაში სუფევდა აზრი, რომ ღმერთი ძალიან შორსაა და სრულიად შეუძლებელია მისი ოდნავ მაინც შეცნობა. სწორედ ამიტომ, მთარგმნელებს ეშინოდათ, რომ შემთხვევით ღმერთისადმი არ მიეწერათ ადამინური აზროვნება, ფიქრები და მოქმედებები და ძალისხმევას არ იშურებდნენ, რათა თავი აერიდებინათ ღმერთის ანთროპოს–მორფიზმისთვის (ανθρωπος –ადამიანი, μορφή –ფორმა).
რადგან ძველ აღთქმაში ხშირად იწერება ღმერთის ადამიანურ გამოვლინებაზე, თარჯიმნები ასეთ ადგილებში სიტყვა „ღმერთი“-ს ნაცვლად ტარგუმში წერდნენ ტერმინს „უფლის სიტყვა“ (არამეულად – მემრა). მაგალითად, ვნახოდ რამოდენიმე ადგილი: „და გამოიყვანა მოსემ ხალხი ღვთის შესახვედრად ბანაკიდან და დადგნენ მთის ძირას {გამ.19:17}. ამ ტექსტში თარჯიმნებმა დაინახეს, რომ აქ ღმერთს ზედმეტად ადამიანური ბუნება აქვს, ამიტომ მათ ეს ასე თარგმნეს ტარგუმში: „და გამოიყვანა მოსემ ხალხი უფლის სიტყვასთან შესახვედრად ბანაკიდან და დადგნენ მთის ძირას“. კიდევ ერთი ადგილი ასე გამოიყურება:„ჩემი შაბათები დაიცავით კარგად, იგი ნიშანია ჩემსა და თქვენს შორის“ {გამ.31:13 } და ტარგუმში თარგმნილია, როგორც: „ჩემი შაბათები დაიცავით კარგად, იგი ნიშანია ჩემს სიტყვასა და თქვენს შორის“.
ასეთი ადგილები უამრავია ძველ აღთქმაში, მე კიდევ ერთ მაგალითს გაჩვენებთ, რათა ეს საკითხი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდეს. ესაია წინასწარმეტველის წიგნში წერია: „ჩემმა ხელმა დააფუძნა დედამიწა, და ჩემმა მარჯვენამ გადაჭიმა ზეცა; მე მოვუხმობ მათ და ერთად დადგებიან“ {ესაია.48:13}. ღმერთის ასეთი მსგავსება ადამიანთან ტარგუმისთვის მთარგმნელთათვის რთული დასაწერი იყო და ამიტომ ეს ადგილი ასე თარგმნეს: „ჩემი სიტყვიდ დავაფუძნე დედამიწა და ჩემი ძალით გადავჭიმე ზეცა“.
ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ იყო გახსნილი ებრაელთათვის სიტყვის კონცეფცია – ისინი სიტყვასა და ღმერთს ერთ სფეროში განიხილავდნენ, რადგანაც უფლის წარმოთქმული სიტყვაც ღმერთია, რომელსაც შემოქმედებითი ძალა გააჩნია.
იონათანის ტარგუმში ტერმინი უფლის სიტყვა 300–ჯერ გხვდება. ეს მხოლოდ უფლის სახელის სხვა სიტყვით აღნიშვნააა, რითაც ძველ აღთქმას სულიერება არ დაუკარგავს. წერის ასეთ სტილს ახალ აღთქმაშიც ვხედავთ, როდესაც მათე მოციქული თავის სახარებაში ტერმინს „უფლის სასუფეველი“ ცვლის ტერმინით „ცათა სასუფეველი“. მაშინ ისრაელის მთელ ტერიტორიაზე სინაგოგებში უკვე კითხულობდნენ ძველი აღთქმის არამეულ თარგმანს, ჯერ ორიგინალს (ებრაულად) კითხულობდნენ შემდეგ კი არამეულ თარგმანს ტარგუმს.
როგორც ვხედავთ ებრაელებისთვის ტერმინს „სიტყვა“ (მემრა) უდიდესი მნიშვნელობა ქონდა.
მემრა – ეს არის
1) ძალა რომელმაც სამყარო შექმნა
2) ის, ვინც მცნებები მისცა ებრაელ ერს
3) ძალა, რომელიც აცოცხლებს და კურნავს
და ეს ყველაფერი არის ალეფი და თავ את
გაგრძელება იქნება.....
ავტორი გიორგი ჯიჯიეშვილი.