• georgian flag
  • english flag

ათი ფაქტი ახალი აღთქმის დაკანონებასთან დაკავშირებით,რომელიც ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს


author
გიორგი ჯიჯიეშვილი
A A       1350

საკვანძო მუხლები: 2 ტიმოთეს მიმართ 3:15-16;

ეს სტატია დაიწერა, რათა რიგითი მორწმუნისთვისცნობილი იყოს ახალ აღთქმასთან დაკავშირებული ისეთი ფაქტები,რომელიც შეიძლება საჭირო აღმოჩნდეს ურწმუნოებთან ან სკეპტიკოსებთან საუბრისას.

პირველი, რაც ყველაზე მთავარი და ფუნდამენტურია,ახალი აღთქმის წიგნებია. ახალი აღთქმის წიგნები ყველაზე ადრეული ქრისტიანული წერილებია,რომლებიც ჩვენს განკარულებაშია.

ახალი აღთქმის წიგნები ყველაზე ადრეულქრისტიანული წერილებია,რომლებიც ჩვენს განკარულებაშია.
ერთ–ერთი მთავარი შეკითხვა,რომელიც ახალ აღთქმაზე საუბრის დროს გვესმის,არის –„რაში მდგომარეობს ამ 27წიგნის უნიკალურობა?“ რატომ დაკანონდა მხოლოდ ეს წიგნები და არა სხვები? ამ კითხვაზე მრავალი პასუხი არსებობს. მოცემულ სტატიაში მხოლოდ ერთ პასუხს განვიხილავთ და ეს მათი დაწერის თარიღს ეხება. ეს წიგნები სხვა დანარჩენთაგან იმით გამოირჩევიან,რომ ისინი ყველაზე ადრე დაიწერა და ახლოს არიან ქრისტეს დედამიწაზე ყოფნის დროსთან და პირველ (ანუ მოციქულთა დროის) ეკლესიასთან. თუ გვაინტერესებს ადრეული (მოციქულთა დროინდელი) ეკლესიის ყოფა,უნდა დავეყრდნოთ წერილებს,რომლებიც იმ პერიოდს აღწერენ.

ეს პრინციპი თვალსაჩინო განსაკუთრებით მაშინ ხდება,როდესაც 4სახარებაზეა საუბარი: მათეს,მარკოზის,ლუკასა და იოანეს სახარებაზე. მხოლოდ ეს ოთხი ევანგელე (სახარება) დაიწერა პირველ საუკუნეში. თუმცაღა,ზოგიერთი მეცნიერიცდილობდა თომას სახარებაც პირველი საუკუნით დაეთარიღებინა,მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მას შემდგომ, რაც აკადემიური მტვერი გაიფანტა, კრიტიკულად განწყობილმა მეცნიერებმაც კი აღიარეს,რომ მხოლოდ ეს 4სახარებაა ყველაზე ძველი,რომლებიც იესოს შესახებ მოგვითხრობენ. რამდენიმე დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან: პირველ რიგში,არის სხვადასხვა აზრიახალი აღთქმის წიგნების თარიღებთან დაკავშირებით. ზოგიერთი მეცნიერ-კრიტიკოსი ამტკიცებს,რომ ახალი აღთქმის უამრავი დოკუმენტი მეორე საუკუნეშია გაყალბებული,სხვა მეცნიერები კი ამტკიცებენ წერილების სიზუსტეს. (რაც ნიშნავს,რომ წერილები პირველი საუკუნით თარიღდება). ჩვენ არ შეგვიძლია ახლა განვიხილოთეს სამეცნიერო დისკუსია,მაგრამ თუ ამ საკამათო წიგნებს ამოვიღებთ განკითხვის არეალიდან,დარჩენილი ტექსტების უმეტესობა, რომელნიც 4სახარებასაც შეიცავენ,უძველესი ქრისტიანული წერილებია,რომელნიც ხელთ გვაქვს.

მეორეს მხრივ,ვიღაცას შეუძლია მიგვითითოს,რომ კლიმენტის პირველი გზავნილი ქრისტიანული ტექსტია,რომელიც პირველ საუკუნეს მიეკუთვნება,მაგრამ არ მოიცავს ახალი აღთქმის კანონს. ეს ასეა,თუმცაღა, ის თარიღდება ახ. წ.აღ-ით 96წლით.ანუ ყველა ახალი აღთქმის,ყველა კანონიკური წიგნის შემდგომი პერიოდით,გარდა იოანეს გამოცხადების წიგნისა,რომელიც თარიღდება (ყველაზე გვიანი პერიოდი) 95–96წწ. ახ. წ. აღ–ით. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს,რომ გამოცხადების წიგნი უფრო ადრეა დაწერილი. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ცნობა არ ეწინააღმდეგება ჩვენს ძირითად აზრს. კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა: მე არ ვამტკიცებ იმას,რომ წიგნები კანონიკური მხოლოდ იმიტომ გახდა,რომ პირველი საუკუნით თარიღდებიან. არსებობს სხვა ქრისტიანული ტექსტები,რომლებიც პირველ საუკუნეს მიეკუთვნებიან,მაგრამ არ არიან კანონიკურნი. შესაძლოა მომავალში მეტი მსგავსი ტექსტი აღმოვაჩინოთ. მე არც იმას ვამტკიცებ,რომ პირველი საუკუნის ყველა ტექსტი უნდა იყოს კანონიკური. არამედ, ვამტკიცებ იმას,რომ კანონიკური ტექსტები პირველ საუკუნეს მიაკუთვნებიან და ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა.

ყოველ ქრისტიანს უნდა ახსოვდეს ეს ფუნდამენტური ფაქტი. ახალი აღთქმის წიგნები განსაკუთრებულია,იმიტომ,რომ უძველესი ქრისტიანული წერილებია,რომლებიც ხელთ გვაქვს. ამაზე ადრეული დოკუმენტები არ არსებობს. რადგან ასეა, შეგვიძლია ვივარაუდოთ,რომ ახალი აღთქმის წიგნები,რომლებიც დაკანონდა,ტყუილუბრალოდ როდი იქნენ მიჩნეულნი კანონიკურად.

ყველა აპოკრიფული ტექსტი თარიღდება მე-2 საუკუნითა და უფრო გვიანი პერიოდით.
საუბარია იმ წიგნებზე,რომლებიც არ არის ახალ აღთქმაში შეტანილი,მაგრამ იმავე ჟანრისაა,როგორიც კანონიკური. (სახარება,საქმეები, გამოცხადება და სხვა). გარდა ამისა,ამ ტექსტების ავტორობას ხშირად ცნობილ ადამიანებს მიაკუთვნებენ,მაგალითად: პეტრეს სახარება,თომას სახარება და იოანეს საქმეები.“ ჩვენ შეგვიძლია განვიხილოთ სხვადასხვა აპოკრიფული ტექსტების ხასიათი,მაგრამ მათ ერთი საერთო აქვთ,რასაც ხშირად ივიწყებენ:ყველა ეს ტექსტი დათარიღებულია მეორე საუკუნით ან უფრო გვიანი პერიოდით. ამით მეორე ფაქტი უფრო მჭიდროდ არის დაკავშირებული პირველთან,ერთი მხრიდან არის ყველა ახალი აღთქმის წიგნი,რომელნიც პირველი საუკუნით თარიღდებიან,მეორე მხრიდან – ყველა აპოკრიფული ტექსტი (ჩვენამდე მოღწეული), რომლებიცგვიანდელ პერიოდს მიეკუთვნებიან. ბევრი მათგანი მესამე–მეოთხე საუკუნით თარიღდება. საყურადღებოა,რომ ამ აზრს კრიტიკოსებიც ეთანხმებიან.თუმცაღა კვლავ მიმდინარეობს კამათი ახალი აღთქმის ზოგიერთი წიგნის დათარიღებასთან დაკავშირებით (მაგ:პეტრე მოციქულის მეორე წერილი). რა თქმა უნდა,არის მცდელობები,რომ ზოგიერთი აპოკრიფული წერილიც მიაკუთვნონ პირველ საუკუნეს. მაგალითად კროსანი გამოთქვამს ვარაუდს,რომ „ჯვრის სახარება“ არის პეტრეს სახარების ნაწილი,რომელიც პირველ სკ.–ს მიეკუთვნება. თუმცა მსგავს შეხედულებებს ბევრი მომხრე არ ჰყავს და არც ფართო აღიარება მოუპოვებიათ. რა თქმა უნდა,შეიძლება ჩავთვალოთ,რომ ეს გვაინდელი ტექსტები მოიცავენ ქრისტიანული ეკლესიის გვიანდელი პერიოდის აღწერას,რომელიც პირველი საუკუნიდან წარმოიშვა. მაგრამიმისათვის, რომ ძველი ტექსტები ძველად არ მივიჩნიოთ, უფრო ზუსტი მტკიცებულებები გვჭირდება. აპოკრიფულ წიგნებთან მიმართებითკიმსგავსი მტკიცებულებები არ გაქვს.

ჩვენ ზუსტად ვიცით,რომ ბევრი აპოკრიფული წიგნი არ მიეკუთვნება დასახელებულ ავტორს. მხოლოდ ეს ერთი ფაქტიც კიასაკმარისი, რათა მათი სანდოობა ეჭვქვეშ დავაყენოთ. ასევე ბევრი აპოკრიფული წიგნი მოიცავს ლეგენდებსა და შეთხზულ ისტორიებს. მაგალითად,პეტრს სახარებაში ნათქვამია,რომ იესო გამოვიდა სამარხიდან გოლიათის გარეგნობით,რომლის თავიც ღრუბლებს წვდებოდა და მას მიჰყვებოდა ჯვარი,რომელიც ლაპარაკობდა. ბევრი აპოკრიფული წიგნი მოიცავს გნოსტიკურ სწავლებასა და ღვთისმეტყველებას,რომელიც მეორე საუკუნეში წარმოიშვა; ამგვარი ცვლილებების გამო შეუძლებელია ეს წიგნები მივაკუთვნოთ პირველ საუკუნეს და ჩავთვალოთ სარწმუნოდ.(იგივე სახის არის ფილიპეს სახარება). დავაზუსტებ,მე არ ვამბობ,რომ ყველა აპოკრიფული წიგნი მხოლოდ სიცრუეს მოიცავს,შეიძლება ისინი ამბობდნენ რაიმეს იესოს შესახებ,რადგან ვიცით,რომ ადრეულიქრისტიანები ზოგჯერ მიმართავდნენ ხოლმე აპოკრიფულ წოიგნებსაც რაიმე ინფორმაციის მოსაძიებლად. ამგვარად,აპოკრიფული წიგნები საჭიროა ადრეულქრისტიანული ეკლესიის ყოფის გასარკვევად, მაგრამ შეუძლებელია მათი დაწერის ზუსტი თარიღის დადგენა და ასევე მათში მოცემული ინფორმაციაც ნაკლებად სანდოა,ახალი აღთქმის ტექსტებისაგან განსხვავებით.

ახალი აღთქმის წიგნები უნიკალურია,რადგან ისინი მოციქულების დაწერილია.
ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ახალი აღთქმის წიგნებთან დაკავშირებით. უფრო რომ დავაკონკრეტოთ კი ის,რომ ახალი აღთქმის ყოველი წიგნი უკავშირდება მოციქულთა საქმიანობასა და ცხოვრებას. იესომ მოუწოდა მოციქულებს,რათა მათთან ყოფილიყო და წარეგზავნა ისინი საქადაგებლად. როდესაც იესო 12მოციქულს აგზავნიდა,უთხრა მათ,რომ ისინი კი არ ილაპარაკებდნენ,არამედ ღმერთი ილაპარაკებდა მათი ბაგით. (მათე 10:20) სწორედ ამ გზავნილით აფრთხილებს იგი იმ ადამიანებს,რომლებიც მოციქულთა სიტყვებს უარყოფენ: „თუ ვინმე არ მიგიღებთ თქვენ და არ შეისმენს თქვენს სიტყვებს,სოდომსა და გომორას უფრო გაუადვილდებათ განკითხვის დღეს,ვიდრე მათ.“ (მათე 10:14-15)

მოციქულებს ავტორიტეტი მინიჭებული ჰქონდათთვით უფლისგან. ამ ავტორიტეტის გამო მათი სწავლებები წინასწარმერტყველთა სწავლებებივით მნიშვნელოვანი იყო ეკლესიისთვის. პავლე ასე საუბრობს ეკლესიაზე: „დაფუძნებულნი ხართ მოციქულთა და წინასწარმერტყველთა სწავლებაზე.“ (ეფეს 2:20) თუ ეკლესიას სურს გაიგოს ქრისტიანობის არსი და დანიშნულება,მან უნდა მიმართოს მოციქულთა სწავლებას. მოციქულები კი ასწავლიდნენ იესოზე,არამხოლოდ სიტყვიერად,არამედ წერილობითაც. ზოგჯერ ტექსტებს თავად მოციქულები წერდნენ,ზოგჯერ კი მათი მოწაფეები,მათი კარნახით. ეკლესიას მოციქულთა სწავლება მეტად უნდა დაეფასებინა,ვიდრე სხვა წიგნები (უავტორო,ან სხვა ქრისტიანების) დასწორედ ასეც მოხდა. ადრეული ეკლესია ქადაგებდა და სწავლობდა სწორედ იმ წიგნებიდან,რომელიც მაშინ მოციქულთა მიერ დაწერილად ითვლებოდა. სწორედ ეს წიგნები გახდა კანონიკური წიგნები საბოლოო ჯამში. პირველი საუკუნის ეკლესიის მიჯაჭვულობა მოციქულთა სწავლებებისადმი,ხსნის იმ საიდუმლოს,თუ რატომ დასჭირდათმეორე საუკუნეში აპოკრიფული წიგნების ავტორებს თავიანთი ნაწერების მოციქულთა სახელით დასახელება. ამ ტექსტების არსებობაეჭქვეშ კი არ აყენებს მოციქულთა წერილებსა და მათ ავტორიტეტს,არამედ – პირიქით. ეს ტექსტები გვაჩვენებენ,რომ ადრეული ეკლესიისთვის ძვირფასი იყო მოციქულთა სწავლება და ასევე იმას,თუ როგორ ცდილობდნენ ცრუმასწავლებლები მიებაძათ მათთვის თავიანთი ნაწერებით,რათა მათი ავტორიტეტი დაეხშოთ,თუმცა არ გამოუვიდათ. ადრეულ ეკლესიას ნამდვილად ჰქონდა იმის უნარი,განერჩია წიგნები,თუ რომელი იყო სანდო და რომელი – არა,ვიდრე ახლანდელს. აქედან გამომდინარე,ახალი აღთქმის დაკანონებული წიგნები არსებობს და შეიკრა,რადგან პირველი ეკლესია აღიარებდა მათ და სჯეროდათ,რომ მოციქულები უფლისგან საუბროდნენ,საუბრობდნენ იმას,რაც ქრისტემ ასწავლა. ეს რწმენა უბიძგებდა მათ,რომ მოციქულთა წიგნები სანდოდ მიეჩნიათ და ეს ასეა დღესაც.

ახალ აღთქმის წიგნების ავტორები ციტირებენ ერთმანეთის წერილებიდან.
ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული დებატი მკვლევარებს შორისმიმდინარეობს იმის თაობაზე,თუ როდის დაიწყეს ეკლესიაში ახალი აღთქმის წიგნების მოციქულთათვის მიკუთვნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ,პირველად როდის დაიწყო ახალი აღთქმის წიგნების გამოყენება,როგორც ეკლესიის სახელმძღვანელოსი? კრიტიკოსები ამტკიცებენ,რომ ეს წიგნები არ დაწერილა წერილებად და არც გამოიყენებოდნენ ამ რანგში მეორე საუკუნის დასასრულამდე. ქრისტიანებმა უნდა იცოდნენ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი–ახალი აღთქმის ერთი ავტორი ციტირებს მეორე ავტორის სიტყვებს (მაგ: პეტრე ციტირებს პავლეს წერილიდან, და ა.შ). აქედან გამომდინარე,გვაქვს მტკიცებულება,რომ მოციქულთა წერილების ბიბლიისადმი მიკუთვნება მეორე საუკუნემდე გაცილებით ადრე მოხდა, კერძოდ კი მოციქულთა ეპოქაში,ანუ პირველ საუკუნეში. ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს ვხედავთ პეტრეს მეორე წერილის 3:15–16 მუხლებში,სადაც იგი პავლე მოციქულის წერილებსწერილს უწოდებს,ან აღიარებს თანახის (ბიბლიის) შემადგენელ ნაწილად. საყურადღებოა,რომ პეტრე მრავლობითი ფორმით მოიხსენიებს პავლეს წერილებს და საგულისხმოა,რომ მას მხედველობაში პავლეს წერილების კრებული ჰქონდა. პეტრეს სიტყვები ამტკიცებს იმ მოსაზრებას, რომ პირველ საუკუნეში მოციქულთა წერილები ისეთ ავტორიტეტს ფლობდა, როგორსაც თანახი. პავლე თავადაც მოწმობს,რომ მოციქულთა წერილები ავტორიტეტულია. მსგავს ფენომენს ვპოულობთ ტიმოთეს მიმართ პირველ წერილში, 5:18მუხლში,სადაც წერია: „ წერილი ამბობს:პირს ნუ აუკრავ ხარს ლეწვისას და რომ მშრომელი ღირსია თავისი საზღაურის.“პირველი ციტატა აღებულია მეორე რჯულის 25:4-დან,მეორე კი ლუკას 10:7-დან. თუმცა შეიძლება ვივარაუდოთ,რომ პავლე ქრისტეს სიტყვებს გადმოგვცემს,მაგრამ ეს მცდარი იქნება,რადგან პავლე ამბობს: „წერილი ამბობს.“ ჩვენ კი ვიცით,რომ ლუკას სახარება პირველ ეკლესიაში წერილად იყო მიჩნეული. ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს,რომ მოციქულთა წერილები არასწორად გადაითარგმნა ორიგინალიდან პირველ საუკუნეში. ახლა ამ მეცნიერულ კამათს ვერ განვიხილავთ,მაგრამ უნდა აღინიშნოს,რომ ამ კამათის მონაწილენი,ჯერ კიდევ ვერ მისულან დასკვნამდე. ასეთი რამ რომც დავუშვათ,აზრი არ აქვს,რადგან მოციქულთა წერილები უკვე პირველ საუკუნეში,სანამ გადაიწერებოდა,მანამდე იყო ავტორიტეტულად მიჩნეული. იქიდან გამომდინარე,რომ ახალი აღთქმის ავტორები ციტირებენ ერთმანეთს,ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ,რომ ამ წერილთა კანონად შერაცხვა მესამე საუკუნეში,ნიკეის საეკლესიო კრებაზე არ მომხდარა,არამედ მოციქულთა დროს.

ოთხი სახარება საბოლოოდ დაკანონდა მეორე საუკუნის მიწურულს.
„შეუძლებელია,რომ სახარებები იყოს რაოდენობრივარ მეტიან ნაკლები,ვიდრე არის, ისევე როგორც დედამიწის ოთხი კუთხე,რომელზეც ვცხოვრობთ და როგორც ოთხი სათავე ქარისა. ქერუბიმებსაც ოთხი სახე აქვთ…“ ამ ნაწყვეტში ირინეი მხოლოდ კი არ აღიარებს ოთხ სახარებას კანონად, ასევე დასძენს,რომ ეკლესია მხოლოდ ამ სახარებებს მიიჩნევს ავტორიტეტად. ეს განაცხადი დაიწერა 180 წელს ჩვ. წ.აღ-ით. ირინეი იმასაც კი დასძენს,რომ სახარებებში კავშირია სამყაროსთან–დედამიწის ოთხ კიდესთან და ქარების ოთხ საწყისთან. ზოგიერთი მკვლევარი ცდილობს დააკნინოს ირინეის მოსაზრებაიმ ვარაუდით,რომ თითქოსდა,მხოლოდ ირინეი ფიქრობდა ასე, ასევე ამატებენ,რომ ვითომდა იდეა ოთხ სახარებასთან დაკავშირებით ირინეიმ წამოჭრა. მაგრამ სად არის ამის მტკიცებულება?

აი რამდენიმე აზრი,კრიტიკოსთა საწინააღმდეგოთ:

1– როდესაც ირინეი ოთხ სახარებაზე წერს,არ წერს რაიმე ახალს და არც მკითხველს სთხოვს,რომ მისი მოსაზრება გაიზიარონ. პირიქით,ის წერს სრული დამაჯერებლობით,რადგან იცის,რომ მკითხველი უკვე იცნობს ამ 4სახარებას. სხვა სიტყვებით,ირინეი არ წერდა ისე,თითქოს ახალ აზრს აწვდიდა მკითხველს და ამ აზრის განხილვისაკენ მოუწოდებდა.

2– მოსაზრება,რომ ირინეი ერთადერთი იყო,ვინც 4სახარებას მიიჩნევდა ავტორიტეტად და თავად წამოჭრა ეს საკითხი,სიცრუეა, რადგან მისი თანამედროვენი უკვე მიიჩნევდნენ ამ სახარებებს ავტორიტეტულად. ირინეის დროს იყვნენ მსახურები რომლებიც ირინეის მოსაზრებას იზიარებდნენ,ესენი იყვნენ: კლიმენტი ალექსანდრიელი,კანონის ავტორი მურატორი და თეოფილ ანტიოქიელი.დიატესერონი დაახლოებით 170წელს ამბობს,რომ 4სახარება მხოლოდ ცნობილი კი არ იყო,არამედ ეკლესიის ჰარმონიულობაშიც წამყვან როლს ასრულებდა. თუკი ეს 4სახარება არ იყო ავტორიტეტული,რატომ გააერთიანებდა მათ ეკლესია? თუკი ისინი არ იქნებოდნენ ავტორიტეტულნი,მათ არავინ მიმართავდა,განსაკუთრებით კი ეკლესია.

3– ჩვენ ცოტა ინფორმაციას ვფლობთ ირინეის თანამედროვეებზე,მაგრამ ინფორმაციას 4სახარებაზე მაინც ვფლობთ.იუსტინე წამებული წერს:„ (150 წ) სახარება შედგენილია მოციქულებით და მათით,ვინც მიჰყვებოდა მათ.“ ეს მოსაზრება ეხება იმ 2სახარებას,რომელნიც მოციქულებმა დაწერეს და იმ ორს,რომლებიც მათმა მოწაფეებმა დაწერეს უშუალოდ მათი კარნახით. ერთადერთი ლოგიკური დასკვნა არის ის,რომ იუსტინე კანონად მიჩნეულ სახარებებს გულისხმობს ავტორიტეტად. იუსტინე აგრეთვე ციტირებს იოანეს სახარებიდან 3:3; ეს ფაქტი მიგვანიშნებს,რომ იუსტინეს თავად ჰქონდა ეს ოთხი სახარება. გვაქვს სიმტკიცე და მტკიცებულება, რომ უარვყოთ კრიტიკოსთა მოსაზრება მის შესახებ, თითქოსდა ირინეი ერთადერთი იყო ვინც 4 სახარებას ავტორიტეტულად რაცხავდა. შეგვიძლია ასევე მივიჩნიოთ,რომ ირინეის ეს ინფორმაცია სახარებაზე,რაც დაწერა, გადმოცემის მეშვეობით ჰქონდა მიღებული.

მურატორის კანონი,რომელიც მიეკუთვნება მეორე საუკუნეს,მოიცავდა 22–ს მე-2კანონიკური წიგნიდან.
ყველა დისკუსია,რომელიც ეხება კანონს,არ განიხილება მურატორის კანონის ხსენების გარეშე. მურატორის კანონი ეწოდა იტალიელი სწავლულის გამო,რომელმაც აღმოაჩინა იგი. მისი სრული სახელი გახლდათ ლუდოვიკო ანტონიო მურატორი. ეს კრებული ახალი აღთქმის 27წიგნიდან 22მოიცავს. კანონის ფრაგმენტი დათარიღებულია მეშვიდე-მერვე საუკუნით,მაგრამ ბეჭედი,რომელიც მასზეა მეორე საუკუნის მიწურულს ეკუთვნის–180წელს. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს,რომ ეს კანონი შედგენილი იქნა მეოთხე საუკუნეში. ამ კანონში არის ოთხივე სახარება,საქმეების წიგნი,პავლეს 13–ივე წერილი და იოანეს წერილები,ასევე იუდასიც. ეს კი მიგვანიშნებს,რომ ჯერ კიდევ ძალიან ადრეკანონის ნაწილი ჩამოყალიბებული იყო. რა თქმა უნდა, უნდა აღვნიშნოთ,რომ მურატორის კანონში პეტრეს გამოცხადებაც არის,მაგრამ ამ კანონის ავტორი დასძენს იქვე,რომ ყველა როდი ეთანხმებოდა ამ წიგნის ჭეშმარიტებას. პეტრეს გამოცხადება არასოდეს ყოფილა პოპულარული და გავრცელებული ადრეულ ქრისტიანებში და იმიტომაც არ მოხვდა კანონიკურ წიგნებში,რადგან მისი წარმოშობა საეჭვო იყო. ჩვენ ვიცით,რომ კანონი ამ წიგნებისა საკმაოდ ადრე იყო მიღებული, არსებობდა მხოლოდ რამდენიმე წიგნი,რომელზეც ჯერ კიდევ ორჭოფობდნენ–მესამე წერილი იოანესი, მეორე წერილი პეტრესი და სხვა. ადრეული ქრისტიანები,ყველა წიგნს მაშინვე არ აღიარებდნენ ავტორიტეტად და არც მსოფლიოში არსებულ ყველა წიგნზე კამათობდნენ. კანონის ძირითად ნაწილზე კამათი არასოდეს ყოფილა,ისტორია ამაზე დუმს. მეორეს მხრივ,თუკი არსებობდა კანონის მთავარი კრებული, ე.ი არსებობდა ღვთისმეტყველური სწავლებები ადრეულ ქრისტიანებში. ქრისტიანები კი მანამდე იყვნენ ჩამოყალიბებულნი ეკლესიად და ნამადე ხელმძღვანელობდნენ წერილებით,სანამ ნიკეის ან რომელიმე კრება გაიმართებოდა. ამიტომ მიუხედავად იმისა,თუ რა გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანა იაკობისა და მეორე პეტრეს წერილის განხილვამ,პირველ საუკუნეში ქრისტიანებმა უკვე იცოდნენ იესოს ბუნების, მსახურებისა და ხსნის შესახებ და ა.შ . პეტრეს წიგნის დაკანონება კი ამ სწავლებაზე ვერაფრით მოახდენდა ზეგავლენას. მურატორის კანონი ორ მნიშვნელოვან რამეს გვახსენებს. ქრისტიანები დრო და დრო კამათობდნენ რამდენიმე წიგნზე,ეს გარდაუვალი იყო,განსაკუთრებით კი დასაწყისში. მეორე კი ის არის,რომ ეკლესია უკვე ოდითგანვე ფლობდა წიგნების კანონს,რომელთაც ავტორიტარულად რაცხავდა.

პირველი ქრისტიანები ხშირად იყენებდნენ არაკანონიკურ წერილს.
კანონის შესახებდაბრკოლების ქვას წარმოადგენს ხშირად ის ფაქტი,რომ პირველი ქრისტიანები არაკანონიკური წიგნებიდან ციტირებენ,ასევე ახალი აღთქმის ავტორები (მაგ: იუდა და პეტრე ციტირებენ ენოქის წიგნიდან; ენოქის წიგნი კი არ იყო დაკანონებული). ჩვეულებისამებრ, მორწმუნენი ამ თავსატეხს მაშინ აწყდებიან,როდესაც გაზეთს კითხულობენ ან კრიტიკას უსმენენ. კრიტიკოსები მიიჩნევენ,რომ ეს ფაქტი ახალი აღთქმის წიგნებს აპოკრიფული წიგნების სიმაღლეზე აყენებს. ისინი მიიჩნევენ,რომ პირველი საუკუნის მორწმუნეთა ხედვა უფრო ფართო იყო და ახალი აღთქმის დაკანონებული წიგნები არ შემოიფარგლებოდა რაოდენობით. როგორც ერთი კრიტიკოსი წერს, პირველი ქრისტიანები უამრავ ლიტერატურას კითხულობდნენ და უამრავი რაოდენობის სხვა ტექსტებს. ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს,რომ ამგვარი კრიტიკა არსებობს,მაგრამ ეს კრიტიკა ჭეშმარიტებას როდი ეფუძნება. როდესაც ისტორიკოსები წერენ,რომ ქრისტიანები კითხულობენ სხვა ინფორმაციებს,მათ ავიწყდებათ ორი ფაქტის მოხსენიება:

1–ციტირების შესაძლებლობა.

მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ იმას,რომ როდესაც ქრისტიანები ციტირებენ მსგავს ციტატებს,ისინი არ ამბობენ,რომ წერილიდან ციტირებენ. უმეტეს შემთხვევაში იყენებენ ამონარიდებს სხვა წიგნებიდან თავიანთი აზრის იოლად გადმოსაცემად,როგორც ამას დღეს ჩვენ ვაკეთებთ ხოლმე. მქადაგებელსაც შეუძლია კლაივ ლუისის წიგნიდან ამონარიდის თქმა ქადაგების დროს,მაგრამ ეს იმაზე როდი მიგვანიშნებს,რომ მისთვის წმიდა წერილი და კლაივ ლუისის წიგნი ერთსა და იმავე ავტორიტეტს ფლობს. შეკითხვაზე,თუ რომელ სახარებებსა და სწავლებას ეფუძნებოდა პირველი ეკლესია, პასუხი იქნება– ძირითადად იმ წიგნებს, რომელნიც ძველი და ახალი აღთქმის კანონში შედიოდა.

2– ციტირების სიხშირე. ამ ფაქტორს ხშირად გვერდს უვლიან. სწავლულები ხშირად იხსენებენ კლიმენტი ალექსანდრიელს,რომელიც თავის წერილებში ხშირად ციტირებს სხვა წიგნებიდან. ჯ. ბრიუკმა მაგალითად ყურადღება გაამახვილა, რომ კლიმენტი თავის ნაშრომებში კანონიკურ წიგნებს ციტირებდა 16-ჯერ უფრო მეტად,ვიდრე აპოკრიფულს. კლიმენტი აპოკრიფულ სახარებებს მხოლოდ 16-ჯერ ციტირებს,მაშინ როდესაც კანონიკური, მაგალითად მათეს სახარებიდან იგი 757-ჯერ ციტირებს.

ერთი სიტყვით, ქრისტიანებმა უნდა იცოდნენ ერთი უბრალო ფაქტი ახალი აღთქმის კანონთან დაკავშირებით: პირველი ქრისტიანები უამრავ წიგნს კითხულობდნენ,ბიბლიის წიგნების გარდა. მაგრამ ეს გასაკვირი სულაც არაა,რადგან იგივეს ვაკეთებთ დღეს ჩვენ,მიუხედავად იმისა,რომ დაახლოებით 1600წელზე მეტი გავიდა ახალი აღთქმის წიგნების შეკვრისგან.

ახალი აღთქმის კანონი არ მიღებულა ნიკეის საეკლესიო კრებაზე.
უცნობი მიზეზების გამო გავრცელებულია ქრისტიანებში ის აზრი, ვითომდა ახალი აღთქმის წიგნების შესახებ კანონი ნიკეის საეკლესიო კრებაზე დადგინდა,ეკლესიის მამებისა და იმპერატორ კონსტანტინეს ინიციატივით. ის ფაქტი,რომ ეს ამბავი მოხსენიებულია დანა ბრაუნის „დავინჩის კოდში“ ცხადჰყოფს მის პოპულარობას. ბრაუნს ეს მოსაზრება თავად არ მოუგონია,მან უბრალოდ მოიშველია ეს ვარაუდი,რომლის წარმოშობის მიზეზიც გაურკვეველია. ეს ინფორმაცია ჭეშმარიტებისგან შორს არის,რადგან ნიკეის კრება კანონის მისაღებად არ შემდგარა. კრებაზე ბჭობდნენ მრწამსის გამოხატვასა და პასექის აღნიშვნაზე. ადამიანები ხშირად სვამენ კითხვას: „მაშ, რომელ კრებაზე დაკანონდა ახალი აღთქმის წიგნები?“ ეკლესიის სიტორიიდან ვიცით,რომ ასეთი კრება არ შემდგარა. კი,ცალკე სინოდები იმართებოდა, რომლებიც კონკრეტულ განცხადებას აკეთებდნენ,მაგრამ მათ წიგნები არ აურჩევიათ,იმის მიხედვით თუ რომელი მოსწონდათ. მათ უბრალოდ განამტკიცეს მოსაზრება,რომ ეს წიგნები ბიბლიის ნაწილია და ქრისტიანობის რწმენის საფუძველი. მათ განაცხადეს კიდევ ერთხელ,რომ კანონი არსებობდა. ესენია ფაქტები ახალ აღთქმასთან დაკავშირებით, რომელიც ყველა მორწმუნემ უნდა იცოდეს. წიგნების შეკრების კანონი კი მოწმობსიმაზე, რომ უფლის ეკლესია იკვლევდა და განიხილავდა ამ წიგნებს და ფანტაზიისა და გამოჩენილ ხალხთა თვალთახედვაზე არ დაუდგენიათ იგი,არამედ ეს წიგნები ადრეული პერიოდიდანვე ფლობდნენ ავტორიტეტს. სწორედ ასე იქნებოდა ძველი აღთქმის კანონიც. თავად იესო ციტირებდა ძველი აღთქმიდან ისე,რომ ერთხელ არ უხსენებია,ვითომდა ეჭვობდა მათ კანონიერობას. გარდა ამისა,ის ასევე თავის მსმენელთაგან მოითხოვდა ამ წიგნების ცოდნას.

დასკვნაში აუცილებელია იმის თქმა,რომ ადამიანები კანონის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებდნენ. მაგრამ ეს ის როლი არ ყოფილა,რომელსაც ხშირად მიაწერენ ხოლმე მათ. ხალხს არ დაუდგენია კანონი,ისინი უბრალოდ რეაგირებდნენ მასზე. ამ შემთხვევაში უნდა ვაღიაროთ,რომ კანონმა თავად აღიარა თავისი თავი.



ქრისტიანები ყოველთვის როდი ეთანხმებოდნენ ზოგიერთი კანონიკური წიგნის კანონიკურობას.
ამასთან დაკავშირებით ყველა ქრისტიანმა უნდა იცოდეს,რომ: კანონის განვითარება ყოველთვის უპრობლემოდ როდი ხდებოდა. ვერ ვიტყვით,რომ მორწმუნენი ყოველთვის ყველაფერზე თანახმანი იყვნენ. პირიქით,კანონის მიღების ეპოქა საკმაოდ რთული გახლდათ. ზოგიერთი ქრისტიანი აღიარებდა იმ აპოკრიფულ წიგნებს,რომელნიც ეკლესიისგან იყო უარყოფილი,ზოგიერთი კი უარყოფდა და აპოკრიფულს უწოდებდა მათ (ამაზე ზევით ვსაუბრობდით). ზოგჯერ კი კანონიკურ წიგნებზეც კამათობდნენ. ზოგიერთი მიიჩნევდა,რომ გამოცხადების წიგნი არ იყო იოანე მოციქულის მიერ დაწერილი,ამიტომაც არ უნდა ეღიარებინათ. აუცილებელია ამგვარ მოვლენებზე ინფორმაციის ცოდნა და არ უნდა გვეგონოს,რომ კანონის ჩამოყალიბება უპრობლემოდ მოხდა. კანონის წიგნები ანგელოზს არ ჩამოუტანია ციდან,უფალმა ძველი აღთქმის ხელმძღვანელობით დააწერინა თავის მოციქულებს სულიწმიდის შთაგონებით და მის განხილვასა და დაკანონებას დრო დასჭირდა,ეს პროცესი კი საამო როდი ყოფილა. სამწუხაროდ ადრეულ ეკლესიაში არსებული ეს დაპირისპირებანი დღეს განხილულია,როგორც კანონის არასწორად ჩამოყალიბება,ანუ ახალი აღთქმის 27წიგნის საწინააღმდეგოდ. კრიტიკოსები კამათის გამო ამ წიგნების სიწმიდეს ეჭვქვეშ აყენებენ და დასძენენ:„რატომ უნდა ვაღიაროთ ეს კანონი ჩვენ,როცა ადრეული ქრისტიანებიდან ზოგიერთი არ აღიარებდა მას?“ ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ლოგიკა მოვიშველიოთ. არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ კამათი არა 27–ივე წიგნზე, არამედ რამდენიმეზე იყო მორწმუნეებში. კრიტიკოსებს ხშირად გონიათ,რომ მორწმუნენი ყველა წიგნს ეწინააღმდეგებოდნენ კანონიდან.ეს სიცრუეა. როგორც ზემოთ ვთქვით,127 წიგნიდან 22უკვე მეორე საუკუნის დასასრულს,კანონად იყო აღიარებული. მეორეც,არ ღირს ამ კამათების ასე გაბუქება. ორიგენე წერს,რომ მხოლოდ რამდენიმე მორწმუნე არ ორჭოფობდა ამ წიგნების კანონიკურობაში. თუმცა საყურადღებოა,რომ თავად ორიგენე აღიარებდა პეტრეს მეორე წერილს. არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ,რომ იმ დროში მცხოვრებ ქრისტიანთა უმეტესი ნაწილი უარყოფდა ამ წიგნებს. პირიქით,თვალსაჩინოა,რომ ეკლესიის მამები,როგორის იყო ორიგენე, უბრალოდ აფიქსირებდნენ უმცირესობის აზრებს. მესამე– ჩვენ უნდა გვესმოდს,რომ საბოლოოდ ეკლესია, ღრმა კვლევისა და განსჯის შემდეგ, მივიდა გადაწყვეტილებამდე,რომ ეღიარებინა ეს წიგნები– 27-ივე. კრიტიკოსთა უმეტესობა იტყვის,რომ ეს არაფერს ნიშნავს, რადგან მათთვის მთავარი ის არის, რომ ოდესღაც ამაზე კამათს ადგილი ჰქონდა ეკლესიის ისტორიაში. რატომ უნდა ვიფიქროთ,რომ ქრისტიანებს შორის დაპირისპირება საყურადღებოა,მაგრამ მათი ერთობა–არა? ჩვენ ასევე, მათი ერთობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.მიუხედავად ამ სამი ვარაუდისა,უნდა ვიცოდეთ,რომ არსებობს მიზეზი იმისა,თუ რატომ ეფუძნებიან კრიტიკოსები იმ მოსაზრებას,რომ კანონთან დაკავშირებული ეჭვები,კანონის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. ეს საფუძველი ვარაუდებზეა დაფუძნებული,რომ თუ ღმერთს ეკლესიისთვის კანონის მიცემა სურდა,ის ამას სხვაგვარად გააკეთებდა. სხვა სიტყვებითრომ ვთქვათ,ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ,რომ ეს კანონი ღმერთისგანაა,თუ მთელი კანონი პირველივე ჯერზე იქნებოდა მიღებული. მაგრამ რას ეფუძნება ეს ვარაუდი? ამ ვარაუდს რატომ უნდა დავეთანხმოთ? პირიქით,არის უამრავი მიზეზი,რის გამოც ეს ვარაუდი შეუძლებელია სწორად ჩაითვალოს. პირველ რიგში,საიდან იციან სწავლულებმა,თუ როგორი სახით სურს ღმერთს ჩვენთვის კანონის მოცემა? ან საიდან იციან სწავლულებმა,როგორ მოქმედებს ღმერთი,ან როგორ იმოქმედებდა? რა არის მათი ინფორმაციის წყარო? რა თქმა უნდა,ეს წყარო ახალი აღთქმა არაა. სწორედ მას აკრიტიკებენ ისინი. ჩვენ ასევე ვიცით,რომ ქრისტიანებს შორის ბევრ საკითხზე კამათი უბრალოდ გარდაუვალიც კი იყო. წიგნებს,რომლებიც იწერებოდა სხვადასხვა ავტორებისგან,სხვადასხვა კონტინენტებზე, თავისთავად უნდა გამოეწვიათ კამათი და ინტერესი მათში. როდესაც ვინმე ამ კამათს იწყებს და კანონის წიგნების სანდოობაზე ეჭვს გამოხატავს,მე უბრალოდ ვეკითხები: „თქვენი აზრით,როგორი უნდა ყოფილიყო ამ წიგნების დაკანონების პროცესი?“ ჩვეულებისამებრ,ადამიანები მაშინვე ხვდებიან, რომ მათი შეხედულება გაიდეალებულია და არავითარი კავშირი არ აქვს ღმერთის გეგმასთან და მოქმედებასთან. ეს ყველაფერი გვამცნობს,რომ ღმერთი იყენებს ჩვეულებრივ მოვლენებს,როგორიცაა ეკლესიური კრებები,თავისი გეგმების რეალიზებისათვის. მაგრამ ეს როდი ნიშნავს,რომ მათით ღმერთის ჩანაფიქრი არ სრულდება.



პირველ ქრისტიანებს სწამდათ,რომ კანონიკური წერილები თავად მოწმობდნენ საკუთარ თავზე.
საიდან უნდა ვიცოდეთ,რომელი წიგნია ღმერთისგან და რომელი არა? ამაზე უამრავი პასუხია. ზოგიერთი უკვე განვიხილეთ.გასაგებია,რომ მოციქულთა დაწერილის აღიარება ღვთისგან შთაგონებულად იოლია (ეს ზემოთ განვიხილეთ), მაგრამ ასევე ეკლესიის დადგენილებაც მოწმობს ამაზე (ესეც განვიხილეთ).

არის კიდევ ერთი ფაქტი,რასაც თანამედროვე კრიტიკოსები მხედველობის არეალიდან უშვებენ. ეკლესიის მამები ამ წერილების შინაგან აზრს აქცევდნენ ყურადღებას. ისინი მიიჩნევდნენ,რომ სწორედ წერილებში ჩადებული არსი მეტყველებდა მათ ღვთივსულიერებაზე. ისინი საუბრობდნენ,რომ ამ წერილებიდან ღმერთის ხმას იცნობდნენ. მათ სჯეროდათ,რომ ახალი აღთქმის წიგნები თავად მოწმობდნენ თავიანთ წარმომავლობაზე. იესომ უთხრა მათ: „ჩემი ცხვრები ცნობენ ჩემს ხმას“ (იოანეს 10:27). ორიგენე სავსებით ცხადად წერდა,რომ ამ წიგნების შიგთავსი თავად საუბრობდა მათ წარმომავლობაზე: „თუკი დაკვირვებით წავიკითხავთ ამ წერილებს და მათში აღწერილ წინასწარმეტყველებებს, ჩვენ მოვისმენთ არა ადამიანის ხმას,არამედ ღმერთისას.“ ტატიანიც ამბობს:“ მე ვირწმუნე ეს წერილები,მათში არსებული გადაუკეთებელი დიალექტის გამო; ავტორთა სიწრფელე,მათი წინასწარმეტყველება მომავლის შესახებ და მცნებათა სრულყოფილება სანდოა.“

იერონიმე იცავს ფილემონის მიმართ წერილს და დასძენს: „ ამ წერილში სახარების მშვენებაა.“ ეს კი „ნიშანია მისი ღვთაებრიობის.“ იოანე ოქროპირი ამბობს:“„იოანეს სახარებაში არაფერია გაყალბებული,რადგან მისი ჟღერადობა ტკბილია ალფასა და სხვა მუსიკაზე.. დიდებული და სრულყოფილი.“ კლიმენტ ალექსანდრიელი ამბობდა:“ არც ერთი წმიდანის სიტყვა არ მოახდენს თქვენზე ისეთ ზეგავლენას,როგორსაც მოახდენს ღმერთის სიტყვა.“ ეს მაგალითები კარგად განამტკიცებს იმ აზრს,რომ ჯერ კიდევ ადრეული ეკლესიის მამებს სწამდათ ამ წიგნების ღვთივსულიერება,რადგან კანონიკური წიგნები თავადვე მოწმობენ თავიანთ წარმომავლობაზე. ვიღაც აუცილებლად დასვამს ასეთ კითხვას:„თუ ამ წერილების შინაგანი მოწმობსმათ წარმომავლობაზე,მაშ გარკვეულ რაოდენობასრატომ მიაჩნდათ ისინი საეჭვოდ?“ ამ კითხვაზე პასული სულიწმიდაშია. ის მოვიდა,რათა ჭეშმარიტება განუცხადოს ადამიანებს,ადამიანების გონება კი ცოდვის შედეგად ბევრად დაქვეითდა. ადამიანს არ შეუძლია უბრალოდ მიიღოს ამ წერილთა ჭეშმარიტება,თუ სულიწმიდამ მას შინაგანში არ განუცხადა ამის შესახებ (Testimonium Spiritus Sancti internum). „ცოტა საეჭვოა,რომ ქრისტიანები ერთადერთნი არიან,რომელთაც ძალუძთ ამ წერილებში ჭეშმარიტება დაინახონ. სხვები რა,ბრმები არიან?“–იტყვის ვინმე. მაგრამ თუკი სწავლება ცოდვით დაცემაზე ჭეშმარიტია,მაშინ გასაკვირია არაა,რომ უფლის სულის არმქონე ადამიანისთვის ძნელი დასაჯერებელი იყოს, ამ წიგნებში ღმერთის ხმის გაგონება,რადგან სულის გარეშე ადამიანს,სულიწმიდის თანდასწრების განცდა არ შეუძლია (ვერ მოისმენს უფლის ხმას წიგნებში). ეს ცხოვრებისეულ სიტუაციას ჰგავს. ბევრ ადამიანს არ შეუძლია მუსიკის გარჩევა და ვერ ხვდება მუსიკოსი ნოტებს მისდევს თუ არა. წარმოიდგინეთ,რომ ასეთი ადამიანი ამბობს: „ყველა ეს საუბრები მუსიკოსების მიერ,რომ ვითომდა სხვებს მუსიკა არ ესმით,გამოგონილია იმის დასამტკიცებლად,რომ ვითომ მხოლოდ მათ იციან მუსიკა და ესმით.“ თუმცაღა,ყველა მისი პროტესტის მიუხედავად ჭეშმარიტება ჭეშმარიტებად დარჩება: მუსიკოსებს სმენა აქვთ, მიუხედავად იმისა,ამას აღიარებს თუ არა ის ადამიანი,რომელსაც ყურზე დააბიჯადათვმა.

დასკვნა: ეკლესიის მამები ძალიან კარგ გაკვეთილს გვასწავლიან. ახალი აღთქმის კანონი,რომელიც გვაქვს, წარმოიშვა არა მაქინაციის შედეგად,ან კონსტანტინეს ლიდერობის გამო,არამედ იმ ფაქტის წყალობით,რომ ბიბლიურმა წიგნებმა თავიანთი შინაარსით,შინაგანი მოწმობით დაარწმუნეს ეკლესიის წევრები თავიანთ ჭეშმარიტებაში. ჰარვარდის პროფესორი არტურ დარბი ნოკი კანონის ფორმირებაზე ამბობს:„ყველაზე პოპულარული ებრაული გზებია–ესენი საუკეთესო გზებია,ამიტომაც დადის მათზე ამდენი ადამიანი.“

თარგმნა: გიორგი ჯიჯიეშვილი

რედაქტირება: მარეხი რიჟამაძე

ინფორმაციის წყარო: inerrantword.com