• georgian flag
  • english flag

ირონიის შემცველი მუხლები ბიბლიაში


author
ნოდარ(Admin) ყარაშვილი
A A       1160

საკვანძო მუხლები: მარკოზის სახარება 2:17; 2 მეფეთა 6:20; 1 კორინთელთა მიმართ 14:7-14; იერემია 34:17; იობი 16:2-3; იობი 12:2; იობი 12:2; ესაია 44:12-19; 3 მეფეთა 18:27;


3 მეფეთა 18:27
შუადღისას დაცინვა დაუწყო მათ ელიამ; ეუბნებოდა: "ხმამაღლა იყვირეთ, რადგან ღმერთია იგი; იქნებ ჩაფიქრდა ან საჭიროების გამო გვერდზე გადგა, ან მოგზაურობს, ეგებ სძინავს და გაღვიძება სჭირდება”.

ესაია 44:12-19
12 მჭედელი რკინისგან ჭედავს და ნაკვერჩხლებზე ამუშავებს, უროთი აძლევს ფორმას, თავისი ძლიერი მკლავით მუშაობს, მერე შივდება და ძალა ეცლება, წყალს არ სვამს და იქანცება.
13 გაჭიმავს საზომს დურგალი და საჭრეთლით შემოხაზავს, წალდით ამუშავებს, ფარგლით შემოხაზავს და შექმნის მისგან კაცის მსგავსებას, ადამიანის მშვენებასავით, რათა სახლში დადგას.
14 მოჭრის კედრებს; შეარჩევს ცაცხვს და მუხას, ტყის ხეთა შორის მოამაღლებს მათ, დარგავს ფიჭვს და წვიმა გაზრდის,
15 შემდეგ კი დასაწვავად აქცევს, აიღებს მათგან და თბება; ღუმელს ახურებს, პურს აცხობს და მისგანვე აკეთებს ღმერთს და თაყვანს სცემს, კერპს აკეთებს და მის წინაშე ემხობა.
16 ნაწილს ცეცხლში წვავს, ნაწილით ხორცს ხარშავს, შეწვავს და ძღება შემწვარით, თბება კიდეც და ამბობს: "ოჰ, გავთბი, ცეცხლი დავინახეო!”
17 ხის მონარჩენისგან კი ღმერთი, გამოთლილი კერპი გაიკეთა, მის წინაშე ემხობა და თაყვანს სცემს, მის წინაშე ლოცულობს და ეუბნება: "მიხსენი, რადგან ღმერთი ხარ ჩემი!”
18 არ იციან და არ გაეგებათ, რადგან თვალები აქვთ ამოლესილი, რომ ვერ დაინახონ და გულები - რომ ვერ მიხვდნენ.
19 ვერავინ ხვდება, არც ცოდნა აქვთ და არც გონიერება, რომ თქვან: "ნაწილი ცეცხლში დავწვი, ნაკვერჩხლებზე პური გამოვაცხვე, ხორცი შევწვი და შევჭამე; მის მონარჩენს კი სიბილწედ ვაქცევ, ხის ნაჭერს როგორ ვეთაყვანები?”

იობი 12:2
"ჭეშმარიტად, ხალხი მხოლოდ თქვენა ხართ და სიბრძნეც თქვენთან ერთად მოკვდება.

იობი 16:2-3
2 "ამისთანები ბევრი მსმენია, უსუსური ნუგეშისმცემლები ხართ ყველანი!
3 თუ აქვს დასასრული ქარიან სიტყვებს? რა გაიძულებთ, რომ ასე მპასუხობთ?

იერემია 34:17
ამიტომ ასე ამბობს უფალი: იმის გამო, რომ არ დამემორჩილეთ და არ გაუშვით თითოეულმა თავისი მოძმე და თითოეულმა თავისი მოყვასი, აჰა, გიცხადებთ, რომ მე დავუშვებ, ამბობს უფალი, მახვილს, შავ ჭირსა და შიმშილს თქვენზე და შიშისზარად გაქცევთ ქვეყნის ყველა სამეფოსთვის.

1 კორინთელთა 14:7-14
7 რადგან ვინ განგასხვავებს? ან რა გაქვს, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რად იკვეხნი, თითქოს არ მიგეღოს?
8 უკვე გაძეხით, უკვე გამდიდრდით, ჩვენს გარეშე გამეფდით და ნეტა მართლა მეფობდეთ, რომ ჩვენც ვმეფობდეთ თქვენთან ერთად.
9 რადგან ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულები, ღმერთმა უკანასკნელად შეგვრაცხა, როგორც სიკვდილმისჯილნი; ვინაიდან სანახაობად ვიქეცით წუთისოფლისთვის, ანგელოზებისთვის და ადამიანთათვის.
10 ჩვენ უგუნურები ვართ ქრისტეს გულისთვის, თქვენ კი ბრძენნი ხართ ქრისტეში; ჩვენ უძლურები ვართ, თქვენ კი - ძლიერნი; თქვენ დიდებულები, ჩვენ კი - უპატიონი.
11 მშივრები ვართ ამ დრომდე და მწყურვალნი, შიშვლები, ნაცემნი და მოხეტიალენი.
12 ჯაფაში ვართ და საკუთარი ხელებით ვშრომობთ; გვლანძღავენ - ვლოცავთ, გვდევნიან - ვითმენთ;
13 სახელს გვიტეხენ - ვეფერებით; და გავხდით ნაგავი წუთისოფლისა, ყოვლის ნარჩენი აქამდე.
14 თქვენს შესარცხვენად როდი ვწერ ამას, არამედ შეგაგონებთ, როგორც ჩემს საყვარელ შვილებს.

2 მეფეთა 6:20
დაბრუნდა დავითიც თავისი სახლეულის საკურთხებლად; გამოეგება მიქალი, საულის ასული და უთხრა: "რარიგ გამოირჩეოდა დღეს მეფე ისრაელისა, რომელიც ისე გაშიშვლდა თავისი მხევლების წინაშე, როგორც ერთი უგუნური ვინმე!”

მარკოზის 2:17
ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: "მკურნალი ჯანმრთელებს კი არა სნეულებს სჭირდებათ; მართალთა კი არა, ცოდვილთა მონანიებისაკენ მოსაწოდებლად მოვედი”.