• georgian flag
  • english flag

ისრაელის მსაჯულთა შესახებ


author
Мирза Бадиаури
A A       587

საკვანძო მუხლები: მსაჯული 2:16; მსაჯული 3:30-31; მსაჯული 4:4-5; მსაჯული 5:7; მსაჯული 12:1-3; მსაჯული 15:20; მსაჯული 16:31; 1 მეფეთა 4:18; 1 მეფეთა 7:15; 1 მეფეთა 8:1-2;

4.8.1.__

მსაჯ.2,16.18,, 3,30.31,, 4,4.5,, 5,7,, 12,1-3.7-9.11.13,, 15,20,, 16,31,, 1მფ.4,18,, 7,15,, 8,1.2

ბიბლიის მუხლები

მსაჯულთა 2
16. დაუდგინა მათ უფალმა მსაჯულები, რომლებიც მძარცველებისაგან იფარავდნენ მათ.
18. მას შემდეგ, რაც მსაჯულები დაუდგინა მათ უფალმა, უფალი იყო მსაჯულთან და მტრებისაგან იფარავდა მათ მსაჯულის სიცოცხლეში. რადგან ებრალებოდა ისინი უფალს, როცა ესმოდა, როგორ გმინავდნენ მჩაგვრელთა და შემავიწროებელთა ხელში.

მსაჯულთა 3
30. დაემორჩილა იმ დღეს მოაბი ისრაელს და დაისვენა ქვეყანამ ოთხმოცი წელი. სიკვდილამდე ისრაელის მსაჯული იყო აჰუდი.
31. მის შემდეგ იყო შამგარი, ყანათის ძე, სახრით რომ დახოცა ექვსასი ფილისტიმელი, და მანაც იხსნა ისრაელი.

მსაჯულთა 4
4. იმჟამად ისრაელის მსაჯული იყო წინასწარმეტყველი დებორა, ლაპიდოთის ცოლი.
5. დებორას ფინიკის ქვეშ ცხოვრობდა იგი, რამასა და ბეთელს შორის, ეფრემის მთაში, და მიდიოდნენ ისრაელიანები მასთან რჯულის საქმეზე.

მსაჯულთა 5
7. სიცოცხლე ჩამკვდარიყო ისრაელის დაბა-სოფლებში, ჩამკვდარი იყო, ვიდრე არ აღვდექი მე, დებორა, ვიდრე არ აღვდექი მე, დედა ისრაელში.

მსაჯულთა 12
1. შეიკრიბნენ ეფრემელები, გადავიდნენ ცაფონში და უთხრეს იფთახს: რატომ წახვედი ყამონიანებთან საომრად და ჩვენ არ დაგვიძახე. სახლკარიანად გადაგბუგავთ.
2. უთხრა მათ იფთახმა: მაგარი მტრობა გვქონდა ყამონიანებთან მე და ჩემს ხალხს. გიძახდით, მაგრამ არ მიხსენით მათი ხელიდან.
3. როცა ვნახე, არავინ დამიხსნიდა, თავი გამოვიმეტე, წავედი ყამონიანებზე და ღმერთმა ხელში ჩამიგდო ისინი. ახლა რისთვის მეჩხუბებით?
7. ექვსი წელი მსაჯულობდა იფთახი ისრაელზე.მერე მოკვდა იფთახ გალაადელი და დამარხეს გალაადის ერთერთ ქალაქში.
8. მის შემდეგ ისრაელის მსაჯული გახდა იბცან ბეთლემელი.
9. ოცდაათი ვაჟი ჰყავდა, შინიდან ოცდაათი ქალი გაისტუმრა, ოცდაათი ქალი შინ მოუყვანა თავის ვაჟებს და შვიდი წელი მსაჯულობდა ისრაელზე.
11. მის შემდეგ ისრაელის მსაჯული გახდა ელონ ზებულონელი. ათი წელი მსაჯულობდა იგი ისრაელზე.
13. მას შემდეგ ისრაელის მსაჯული გახდა ყაბდონი, ჰილელის ძე, პირყათონელი.

მსაჯულთა 15
20. იგი [სამსონი] ოცი წელი იყო ისრაელის მსაჯული ფილისტიმელების დროს.

მსაჯულთა 16
31. ჩავიდნენ მისი [სამსონის] ძმები და მამამისის მთელი სახლობა, აიღეს იგი და წაასვენეს და მამამისის, მანოახის სამარხში დამარხეს ცორასა და ეშთაოლს შორის. იგი ოცი წელი იყო ისრაელის მსაჯული.

1მეფეთა 4
18. როგორც ახსენა მან ღვთის კიდობანი, უკან გადაიქცა ელი საკარცხულიდან კარისკენ, ხერხემალი გადაუტყდა და მოკვდა, რადგან მოხუცებული იყო და მძიმე. ორმოც წელიწადს მსაჯულობდა იგი ისრაელში.

1მეფეთა 7
15. ისრაელის მსაჯული იყო სამუელი მთელი თავისი სიცოცხლე.

1მეფეთა 8
1. როცა მოხუცდა სამუელი, ისრაელის მსაჯულებად თავისი შვილები დაადგინა.
2. მის პირმშოს სახელად ერქვა იოველი, ხოლო უმცროსს - აბია; ბეერ-შებაში მსაჯულობდნენ ისინი.

biblesimfony.jimdo.com
4.8.1