• georgian flag
  • english flag

ებრაული წყაროები


author
გიორგი ჯიჯიეშვილი
A A       720

საკვანძო მუხლები: დაბადება 10:1-1; დაბადება 5:1-1; ლუკას სახარება 2:51-52; მათეს სახარება 1:1-1;


დღეს მე მინდა გაგაცნოთ და თქვენთან ერთად განვიხილო ებრაული წყაროები, რომლებიც თავისი თემატიკით უჩვეულონი არიან, კერძოდ, ებრაული წყაროების მეშვეობით დაგანახოთ მათეს პირველი და მეორე თავი.თუ რისი გადმოცემა უნდოდა ებრაელ ავტორს რომელიც წერდა ებრაელებს, ეს რა თქმა უნდა ზღვაში წვეთია, მაგრამ ჩემი მიზანია გავაღვიძო თქვენში სახარების პასაჟების სწორი გაგების სურვილი, მერწმუნეთ ეს თქვენ ცხოვრებას შეცვლის, რადგანაც თქვენ ჩაწვდებით უფლის სიტყვის იმ სიღრმებს რომელეზეც შეიძლება აქამდე არც კი გიფიქრიათ. დღეს ბევრ ქრისტიანთან მაქვს შეხება, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ქრისტიანული ტრადიციები, განმარტებები, წყაროები და კარგად არიან დაუფლებულბი ქრისტიანულ თეოლოგიას, მაგრამ რაც შეხება ებრაულ წყაროებსა და მათ ტრადიციებში აბსოლუტურად გაუნათლებლები არიან. დღესდღეობით არცეთ ქრისტიანულ თუ მესიანურ სასწვლებლებში არ ეცნობიან ებარაულ წყაროებს, მაგრამ შეიძლება ვიღაცამ დასვას კითხვა: რა საჭიოროა ებრაული წყაროების ცოდნა ან რა სარგებლობა შეიძლება მან მოგვცეს ჩვენ ქრისტიანებს? – სანამ ვისაუბრებთ ამ წყაროების სარგებლობაზე რომელიც გვეხმარება თანახის (ძველი აღთქმის) და ახალი აღთქმის უფრო სიღრმისეულ გაგებაში, მანამდე ვთქვათ რას წარმოადგენს თვითონ ეს წყაროები, რომელიც არის რაბინული ლიტერატურული კოდექსი.
დღეს ისინი შეიძლება ორ ნაწილად დავყოთ, ორ სვეტად ორ წიგნად, რომლებიც, ფაქტობრივად, ფორმურილდა ჩვ.წთ.აღ. მე-5 საუკუნეში. ეს არის თალმუდი (სჯულის განხილვა, ბრძენების საუბრები სჯულზე და მის პარქტიკულ გამოყენებაზე), ხოლო მეორე არის მიდრაშ რაბა (კომენტარები, მცდელობები წმინდა წერილის გასაგებად). დღესდღეობით, ეს წიგნები ჩვენთვის ჩამოყალიბებულია ( დასრულებული სახე აქვთ), მაგრამ იეშუას (იესოს) დროს ეს ცოდნა ნაწილობრივი იყო და ისიც ზეპირი გადმოცემებით, რადგან მაშინდელ პერიოდში წყაროები მცირე იყო და ებარეალების მსოფლხედეველობა ჩამოყალიბებული იყო ზეპირ სიტყვიერ ტრადიციაზე, რომელსაც ისინი ისმენდენ სინაგოგებში და გადასცემდნენ ერთმანეთს. მოციქულებმაც კარგად იცოდნენ ზეპირ სიტყვიერი ტრადიციები და ამის საფუძველზე გარკვეული მსოფლხედველობაც ჩამოყალიბებული ჰქონდათ (ისინიც ხომ იმ ეპოქის შვილები იყვნენ, სადაც მათი სახარების ადრესატებსაც უკვე ჰქონდათ ჩამოყალიბებული მსოფლხედველობა).

ამასთან დაკავშირებით ჩვენ სახარებებში ვხდებით უკვე გარკვეულ ჩამოყალიბებულ აზროვნებასა და ისტორიულ აღწერილობებს, მაგრამ ჩვენთვის ისინი გაურკვეველი იქნება, ან უფრო უარესიც, არასწორად გაგებული, თუ ჩვენ არ განვიხილავთ ამ ყველაფერს იმ ტრადიციების ფონზე, რომელიც მაშინდელი ეპოქის გამოძახილი იყო . ეს მოკლედ, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ქრისტიანებმა ვიცოდეთ არა მხოლოდ ქრისტიანული ტრადიციები და წყაროები, არამედ ებრაული წყაროები და ტრადიციებიც. მარტივად რომ თქვათ, ჩვენი მხსნელი იეშუა ხა მაშიახი (იესო ქრისტე) ებრაელი იყო, მოციქულებიც ებარეალები იყვნენ და ისინი გაზრდილები და განსწავლულები იყვნენ თავიანთ ტარდიციებში: ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღმერთისა და კაცთა წინაშე . ( ლუკ.2:52)

ასე, ახლა დავიწყოთ მათეს სახარების პირველივე მუხლებიდან: წიგნი წარმოშობისა იესო ქრისტესი დავითის ძისა აბრამის ძისა. (მათ.1;1) ამის შემდეგ მოდის მაშიახის (ქრისტეს) გენიალოგია . ჩვენ ზემოთ აღვნიშნეთ, რომ, როდესაც ვხვდებით ლიტერატურულ პასჟს ან მცირე დეტალებს, თუ ჩვენ არ ვიცით ებრაული წყარო და ტარდიცია ჩვენ ვერ გავიგებთ თუ რას ხედავდა იმ ეპოქის ჩვეულებრივი ებრაელი, ვისთვისაც დაწერა მათემ თავისი სახარება. მოდი განვიხილოთ ეს მონაკვეთი. მაგალითისთვის, თუ ჩვენ ავიღებთ თორის (მოსეს ხუთწიგნეულს) ნებისმიერ წიგნს მაგალითად: “ჰინე ტოლდოთ ადამ” ან “ჰინე ტოლდოთ ნოახ” (ეს არის ადამის წარმოშობის წიგნი, ეს არის ნოეს წარმოშობის წიგნი) დაბ.5:1 დაბ.10:1 თვითონ სიტყვა ტოლდოთ ნიშნავს წარმოშოშობას, შთამომავლობას. როდესაც ჩვენ ვკითხულობთ იშმაელის (ისმაელი) წარმოშობის წიგნზე, ჩვენ არ ვკთხულობთ თერახმა შვა აბრაამი, აბრამა შვა იშმაელი,სამაგიეროდ, ჩვენ ვკითხულობთ იშმაელის ძეებზე, ამიტომაც, ერთის მხრივ, როდესც ჩვენ ვკითხულობთ ,,წიგნი წარმოშობისა იეშუასი”, ებრაელი მკითხველი ელოდებოდა რომ თხრობა წავიდოდა იესოს შვილებზე მის შვილიშვილებზე და ა.შ. და ამ დროს ის ხედავს აბრამმა შვა ისაკი და ა.შ. ეს მკითხველისათვის ერთობ ნაცნობი თხრობის სტილი გაურკვეველი რჩება. სწორედ აქ გვეხმარება ებრაული მაშინდელი ტრადიცია, რომელიც მათემ კარგად იცოდა და ღვთის შთაგონებით ოსტატურად გამოიყენა. საქმე იმაში გახლავთ, რომ ღმერთის მოწოდებას აბრაამის მიმართ, რათა ის გამოსულიყო ქალდეველთა ქვეყნიდან ებრაელი კომენტატორები მაშიახს მიწერენ, ანუ მათი აზრით, ღმერთმა მაშიახის გამო აირჩია და მოუწოდა აბრამს, ამიტომაც ებრაულ ტარდიციაში მაშიახი ითვლება ყველაფრის თავად. თვითონაც იესო ქრისტე ამაბობს: “სანამ აბრაამი იქნებოდა მე ვარ ” (იონ.8;58) ,აგრეთვე, მაშინდელ ებრაელებში ესეთი ანადაზა არსებობდა ადამიანზე, რომელიც სრულყოფილებას მიაღწევდა: “სანამ აბრაამი იქნებოდა შენ იყავი” და თუ ადამიანი უვარგისი იქნებოდა მასზე ამბობდენ “კოღოც კი არსებობდა შენზე ადრე”.

გასაოცარია, თუ როგორ ოსტატურად იყენებს მათე მაშინდელ ებრაულ ტრადიციებსა და ზეპირ სიტყვიერ გადმოცემებს, რათა იეშუა ჭეშმარიტ მაშიახად წარუდგინოს თავის ერს. კიდევ ერთი დეტალი, რაზეც მათე საუბრობს გენიალოგიის საშულებით: ქრისტეს გენიალოგიას ყოფს 14 თაობად. როდესაც ვიკითხავთ რატომ მაინდამაინც 14 თაობად? პასუხი მარტივია: 14 გემატრიის მიხედვით დავითს ნიშნავს. აგრეთვე, ეს 14 თაობა 3 ეტაპადაა დაყოფილი, ანუ აბრამიდან მოყოლებული დავითამდე 14 თაობა,დავითიდან – ბაბილონის ტყვეობამდე 14 თაობა, ხოლო ბაბილონიდან – ქრისტემდე 14 თაობა მოდის. ეს რა თქმა უნდა, შემთხვევით მათეს არ დაუწერია. ებარული ტარდიცია გვამცნობს, რომ აბრამიდან მაშიახამდე 42 თაობა უნდა იყოს, იმიტომ რომ 42 გადასავლა გააკეთეს ებრაელებმა უდაბნოში ეგვიპტედან გამოსვლისას და 42 ჯერ იყო ისრაელი გაჩერებული უდაბნოში, სანამ აღთქმულ ქვეყანაში შევიდოდა. აქედან გამომდინარეობს 42 თაობა მაშიახამდე. აგრეთვე, ტრადიცია გვეუბნება, რომ აბრაამი იყო, როგორც ახალი მთვარე, თვის პირველი დღე, შემდეგ აქედან 14 თაობა დავითამდე სავსე მთვარე,ამის შემდეგ მთვარე იწყებს კლებას ანუ ჩასვლას და ეს ის პერიოდია, როდესც ისრაელი იძულებით ჩასვლას იწყებს ბაველ (ბაბილონში) 14 თაობის შემდეგ, მთავრის მესამე ციკლი იწყება და მეორე სავსე მთვარე – ეს მაშიახია და ეს მთვარე ყოველთვის სავსეა. აქედან გამოდის სამჯერ 14 თაობა და მთვარის სამი ციკლი.სრულყოფილი მთვარე და სრულყოფილი მაშიახი ანუ იესო ქრისტე. აი, ამიტომაც ერთ-ერთი მიზეზი იყო მათეს სახრების ასეთი ფორმით დაწყება. რა თქმა უნდა, ჩვენ ქრისტიანებმა არ უნდა უარვყოთ ქრისტიანული განმარტება მათეს სახარების ამ მუხლებისა, პირიქით ებრაული ტარდიცები და ისტორიული კონტექსტის ცოდნა უფრო ავსებს ქრისტიანულ შეხედულებებს და კიდევ უფრო გვარწმუნებს, რომ იეშუა ხა მაშიახია (იესო ქრისტეა ერთადერთი ჭეშმარიტი მესია).
ბოლოსთვის მინდა კიდევ ძალიან მნიშველოვანი დეტალიც განგინმარტოთ ებრაული ტარდიციების მიხედვით. ეს დეატალი ვარსკლავია, რომელიც მოგვებმა დაინახეს და რომლის საშუალებით მაშიახთან მისვლა შეძლეს, რათა თაყვანი ეცათ მისთვის. ეს ისტორია მარტო მათეს სახარებაშია აღწერილი. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ მათემ თავისი სახარება, სწორედ, რომ ებრაელებისათვის დაწერა. ბეთლემის ვარსკლავთან დაკავშირებით ბევრი მეცნიერული დავა და სწავლა არსებობს. მე მორწმუნე ადამიანი ვარ და ვთვლი, რომ ეს ვარსკლავი მართლა არსებობდა და რაც მათემ აღწერა ის ყვეალაფერი სინამდვილეში მოხდა, რადგანაც სადაც საქმე ეხება წმინდა წერილს იქ ყველაფერი უტყუარია. ბიბლიის ავტორები ღვთის შთაგონებით ყოველთვის ნამდვილ, ისტორიულ ფაქტს აღწერდნენ.

დავუბრუნდეთ და განვიხილოთ თუ რას გვეუბნება ებრაული ტრადიცია ბეთლემის ვარსკლავზე: 7 წლეულზე, რომელზეც მოდის მაშიახი ( ებრაულ კალენდარი წლებს, აგრთვე, 7 წლებად ყოფს) 5 წლის 7 წლეულზე, 2 წლით ადრე სანამ დაიბადებოდა მაშიახი ( ქრისტე) გამოჩნდა ცაზე ვარსკლავი, მაგრამ ყველა ვერ ხედავს ამ ვარსკლავს. მაგალითად, სხვა ერების ხალხი ხედავდა ამ ვარსკლავს, ხოლო ისრაელის ერი ვერ ხედავდა. ამ მიდრაშ ჩვენ პსიქთა რაბათში ვკითხულობთ. მიდრაშს საინტერესო პარალერი მოჰყავს აბრმაათან, რომელსაც მიჰყავს თავის შვილი ისაკი, როგორც მიდრაში გვამცნობს (ზეპირ სიტყვიერი გადმოცემა რომელიც შემდეგ დაიწერა და ამ მიდრაშების ერთობლიობას მიდრაშ რაბა ეწოდება) აბრამი მიჰყვებოდა ღრუბელს, რომელიც მორიას მთაზე გაჩერდა და აბრაამი მიხვდა, რომ ეს ის ადგილია, სადაც ისააკი უნდა შეეწიროს.ამის შემდეგ აბრაამი ეკითხება თავის ორ მსახურ ბიჭს: თქვენ ხედავთ ღრუბელს ? მათ უპასუხეს: არა, ჩვენ ვერაფერს ვხედავთ. ამიტომაც აბრაამა უთხრა: რაკი ვერ ხედავთ აქ დარჩით, ხოლო ვინც ვხედავს ღრუბელს, გავნაგრძობთ გზას’ ებრაელი კომენტატორები ამბობენ მიდარში, რომ ვარსკლავს პირიქით წარმართი ხალხი დაინახავს და ისრაელიანელები ვერა.ეს მიგავნიშნებს, რომ მაშიახის მოსვლისაც წარმართებიც შევლენ უფალთან აღთქმაში იესო ქრისტეს მეშვეობით, სწორედ მაგიტომაც შეძლეს მოგვებმა ვარსკლავის დანახვა ბეთლემშიც როცა ვერცეთმა ებრაელმა ვერ შეამჩნია ვარსკლავი.

რაც შეხება ვარსკლავის სინამდვილეში გამოჩენას ეს მეცნიერულად დამტკიცებულია. ასტრონომმა კეპლერმა გამოთვალა და ზუსტად დაადგინა, რომ ზუსტად, ქრისტეს შობამდე 2 წლით ადრე ასეთი ასტრონომიური მოვლენა მოხდა, როდესც იუპიტერი და სატურნი ერთმანეთს გაუთანაბრდენ, რამაც გამოიწვია ცაში ვარსკვლავის გამოჩენა. ამრიგად, მე დღეს შევეცადე მეჩვენებინა თქვენთვის სახარება ებრაული ტარდიციული პრიზმის საშულებით. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრის დაწერა შეიძლება, მაგრამ ჩემი მიზანი იყო თქვენში აღმეძრა ინტერესი ებრაული წყაროების მიმრთ და იმედია, ეს გამომივიდა. მადლობთ ყურადღებისათვის.

გიორგი ჯიჯიეშვილი

პ.ს. სურათზე გამოსახულია კუმრანის ერთ ერთი გამოქვაბული სადაც ნაპოვნია ბიბლიური უძველესეი მონუსკრიპტები