• georgian flag
  • english flag

ფეხბანვა ბიბლიაში


author
ნოდარ(Admin) ყარაშვილი
A A       1366

საკვანძო მუხლები: იოანეს სახარება 13:14-17; იოანეს სახარება 13:3; ლუკას სახარება 7:44; 1 მეფეთა 25:40; მსაჯული 19:21; დაბადება 43:24; დაბადება 19:2; დაბადება 18:3-5;

ბიბლიის ეპოქაში ადამიანები ატარებდნენ სანდლებს, შესაბამისად ფეხბანვა იყო პირველი, რაც მათ კარავში (სახლში) შესვლამდე უნდა გაეკეთებინათ. ძირითადად სახლის მეპატრონეს უნდა მოემარაგებინა წყალი ფეხბანვისთვის, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში მსახურებს უნდა დაებანათ ფეხები. მოდით, გადავხედოთ ,თუ რას ამბობს ბიბლია ფეხბანვის შესახებ.
ბიბლიის ეპოქაში ფეხბანვა იყო აუცილებელი
( აბრაამის მიმართ) დაბადება 18:3-5 უთხრა: “უფალო! თუ რამ მადლი ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს.ცოტა წყალს მოვატანინებ და ფეხს დაგბანენ; მერე ხის ჩრდილში მოისვენეთ.გამოგიტანთ მცირეოდენ პურს და დაინაყრეთ გული, შემდეგ კი წადით; რაკი გზად ჩაუარეთ თქვენს მსახურს”. და უთხრეს მას: “ისე გააკეთე, როგორც თქვი”.

( ლოტი ანგელოზების მიმართ, რომლებიც მას ესტუმრნენ) დაბადება 19:2 თქვა: „ჩემო ბატონებო, შემობრძანდით თქვენი მსახურის სახლში; ფეხს დაიბანთ, ღამეს გაათევთ და დილაადრიან თქვენი გზით წახვალთ!“ უპასუხეს: „არა, მოედანზე გავათევთ ღამეს“.
(რებეკას ძმის სახლში) დაბადება 24:32 შევიდა კაცი სახლში. მოხსნა ტვირთი აქლემებს, თივა და ბზე დაუყარა და მას და მის თანმხლებთ წყალი მიუტანა ფეხების დასაბანად.
(იოსების სახლში) დაბადება 43:24 შეიყვანა იმ კაცმა ეს ხალხი იოსების სახლში, მისცა წყალი ფეხების დასაბანად და საკვდები სახედრებისთვის.
(მოხუცი კაცის სახლში) მსაჯულთა 19:21 შეიყვანა თავის სახლში, საკვები მისცა სახედრებს; ფეხები დაიბანეს, ჭამეს და სვეს.
(დავითის და მისი მსახურების მიმართ აბიგაილის მიერ) 1 სამუელი (1 მეფეთა) 25:40 ადგა აბიგაილი, მიწამდე მოიდრიკა და თქვა: „აჰა, მოახლედ წამოვა შენი მხევალი, რომ ჩემი ბატონის მსახურებს დაბანოს ფეხი.“
(იესოს მიმართ) ლუკა 7:44 მიბრუნდა დედაკაცისკენ და უთხრა სიმონს: „ხომ ხედავთ ამ დედაკაცს? შენს სახლში შემოვედი და წყალიც არ მომეცი ფეხებისთვის, ამან კი ცრემლით დამისველა ფეხები და თავისი თმებით შემიმშრალა.

რატომ დაბანა იესომ მოწაფეებს ფეხები?
ჩვენ ვიცით, რომ საიდუმლო სერობის დროს იესომ თავის მოწაფეებს ფეხები დაბანა:
იოანე 13:3-5იესომ იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მას მისცა ხელთ, რომ ღმერთისგან გამოვიდა და ღმერთთანვე მიდის, წამოდგა სერობიდან, ზედა სამოსელი გაიხადა, აიღო პირსახოცი და წელზე შემოირტყა. მერე წყალი ჩაასხა საბანელში და მოწაფეთათვის ფეხების ბანა დაიწყო; თან იმ პირსახოცით უმშრალებდა წელზე რომ ერტყა.
შეამჩნიეთ, რომ ის ამბობს „წამოდგა სერობიდან“ ? შესაბამისად ეს მიუთითებს, რომ იესო არ იყო ადამიანების ოთახში შესვლისთანავე ფეხების დაბანის ტრადიციის ზედმიწევნით შემსრულებელი. ამის ნაცვლად, იგი იყო ნიმუში ადამიანურობისა და სხვების მომსახურების უკიდურესი გამოვლენისა. ჩვენ ვიცით ეს, რადგან ის გვეუბნება ასე:
იოანე 13:14-15 ამიტომ, თუ მე, მოძღვარმა და უფალმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც უნდა დაბანოთ ერთმანეთს ფეხები. მაგალითი მოგეცით, რათა როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ.
ასე რომ, ამის შემდეგ არ უნდა ვბანდეთ ჩვენ ერთმანეთს ფეხებს დღესაც კი? იესო ამას ხშირად აკეთებდა, ის წინ გვიძღოდა მაგალითით, ის იყენებდა ფეხბანვის ტრადიციას და გვიჩვენებდა ,თუ როგორი უნდა იყოს ჩვენი, როგორც მისი მიმდევრების, საქციელი. ვნახოთ, რა თქვა მან შემდეგ:
იოანე 13:16-17 ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მონა არ არის თავის ბატონზე დიდი და არც მოციქულია თავის წარმგზავნელზე დიდი, რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ.

მე მწამს, რომ იესო თავის მოწაფეებს ეუბნებოდა და ჩვენც გვეუბნება, რომ არასდროს არ უნდა ვითაკილოთ ერთმანეთის მომსახურება. და ამ ყველაფრის მწვერვალად იესო გვამხნევებს ჩვენ, რათა ვაკეთოთ ის ,რაც კარგია და სწორი. ვემსახუროთ ერთმანეთს, ვიზრუნოთ ჩვენს ოჯახზე რწმენაში და საკუთარი თავებზე მეტად სხვები დავარიგოთ. ( მარკ. 10:45, გალ. 5;13-14; 6:10, ფილიპ. 2:1-11, იაკობი 4:17, 1 პეტრე 4:10)

საბოლოო მოსაზრებები
ბიბლიის ეპოქაში ფეხბანვა იყო აუცილებელი, რადგან ხალხი ატარებდა სანდლებს და მათ არ ჰქონდათ მოკირწყლული გზები. გზის მტვერი აჭუჭყიანებდა ტერფებს. სინამდვილეში, ტერფები მიჩნეული იყო სხეულის ყველაზე ბინძურ ნაწილად. ამიტომ ეს ჩვეულება იყო სახლის მეპატრონისთვის, რომ სახლში შესული სტუმრისთვის შეეთავაზებინა წყალი ფეხების დასაბანად. ზოგიერთ შემთხვევაში მეპატრონის მსახურებს უნდა დაებანათ ფეხები სახლში შესული სტუმრებისთვის. იესომ გამოიყენა ფეხბანვის მაგალითი, რათა ესწავლებინა თავისი მოწაფეებისთვის თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოემსახურო სხვებს. მან გაამხნევა ისინი, რომ არასდროს მიეჩნიათ თავი „ზედმეტად კარგებად“ იმისათვის, რომ სხვებს მომსახურებოდნენ.